პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის სიახლოვეს, ქალაქ ტუაფსეში რუსული ნავთობსაცავი ააფეთქეს - რატომ გაახარა აფხაზების ნაწილი მომხდარმა?
აფხაზეთის სიახლოვეს, ქალაქ ტუაფსეში რუსული ნავთობსაცავი ააფეთქეს - რატომ გაახარა აფხაზების ნაწილი მომხდარმა?

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის არე­ა­ლი იზ­რდე­ბა და მალე კავ­კა­სი­ა­საც შე­იძ­ლე­ბა გად­მოს­წვდეს. 25 იან­ვარს კრას­ნო­და­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტუ­აფ­სე­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ნავ­თობ­სა­ცა­ვი უკ­რა­ი­ნულ­მა უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რატ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ხან­ძა­რი 200 კვ.მ -ზე მეტ ფარ­თობ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხო­ვა, ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლე­ბი არ გა­და­ე­ღოთ და არ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი მა­სა­ლა გავ­რცელ­და.

კრას­ნო­და­რის ოპე­რა­ტი­ულ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნავ­თო­ბის ბა­ზა­ზე ცე­ცხლი შუ­ა­ღა­მეს გაჩ­ნდა. ტუ­აფ­სეს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი სერ­გეი ბო­ი­კო ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი თქმით, "ნავ­თო­ბწარ­მო­ე­ბის ვა­კუ­უ­მუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა“ იწ­ვო­და.

"გთხოვთ, ენ­დოთ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს და არ და­დოთ ხან­ძრის ად­გი­ლი­დან ფოტო და ვი­დე­ო­ე­ბი, რად­გან თა­ვი­დან აი­რი­დოთ არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი“, - და­წე­რა ბო­ი­კომ თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მარხზე".

ხან­ძრის სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცია გამ­თე­ნი­ი­სას მო­ხერ­ხდა.

ამ ეტაპ­ზე ხან­ძრის გა­ჩე­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი არ სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი" წე­რენ, რომ მომ­ხდა­რი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის თავ­დას­ხმამ გა­მო­იწ­ვია. მა­გა­ლი­თად, Mash-ი წერს, რომ ნავ­თო­ბ­ბა­ზას სამ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა უპი­ლო­ტო "თახვმა" შე­უ­ტია.

"მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ძა­ლე­ბის მო­რი­გე­ებ­მა იმუ­შა­ვეს. ორი “თახ­ვის“ ნამ­სხვრე­ვე­ბი ზღვა­ში ჩა­ვარ­და, ხოლო მე­სა­მის ნა­წი­ლე­ბი - ნავ­თო­ბ­ბა­ზის ვა­კუ­უ­მურ მო­წყო­ბი­ლო­ბას და­ე­ცა“, - ნათ­ქვა­მია შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

დრო­ნე­ბის შე­ტე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, სო­ჭის აე­რო­პორ­ტის რე­ი­სე­ბი შე­ყოვ­ნდა.

ტუ­აფ­სე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფხა­ზე­თი­დან არ­ცთუ შორს მდე­ბა­რე­ობს. მომ­ხდა­რი კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ფიქ­რებს, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ოჩამ­ჩი­რე­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას....

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სა­დაც ახლა ნავ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბით შე­ე­გებ­ნენ ამ აფეთ­ქე­ბას.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ რუ­სე­თი და­ი­სა­ჯა სწო­რედ იმი­ტომ, რომ მათ შე­უქ­მნა საწ­ვა­ვის პრობ­ლე­მა.

"კარ­მის ბრა­ლია, ყვე­ლა­ფე­რი უკან უბ­რუნ­დე­ბათ“, - წერს ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"გაგ­რა­საც დრო­ნებ­მა შე­უ­ტი­ეს, თუ შუქი სად წა­ვი­და?" - კი­თხუ­ლობს მე­ო­რე.

"ღმერ­თი არ­სე­ბობს, დაე, და­იწ­ვას,“ - წერს მო­რი­გი აფხა­ზი, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, საწ­ვა­ვის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს.

"სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენს ცხვირ­წინ დაწ­ვა ღმერ­თმა... მერე ყვე­ლა ერ­თად წა­ვალთ ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის რიგ­ში და იქ საწ­ვა­ვის ნარ­ჩე­ნებს 150 რუბ­ლად ვი­ყი­დით. დაე, და­იწ­ვას!" - აცხა­დებს კი­დევ ერთი...

ეს შე­ფა­სე­ბე­ბი რუ­სებს ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ათ. გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი წე­რენ, - ვა­ტყობთ, ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი გი­ხა­რი­ათ, არა­და, აფხა­ზე­ბი გქვი­ა­თო...

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rezo
0

ტუაფსე ნიკოფსიაა. ნიშანდობლია, ღმერთმანი!

ალექსი
1

აფხაზეთში რუსები ააშენებენ, მაგალითად ერთი ორ საქსოვ ფაბრიკას, ჩაასახლებენ წინასწარ მომზადებულ 2500 3000 რუს ქალს და შვიდ რვა წელიწადში ყველაფერს დაასრულებენ.

ავტორი:

აფხაზეთის სიახლოვეს, ქალაქ ტუაფსეში რუსული ნავთობსაცავი ააფეთქეს - რატომ გაახარა აფხაზების ნაწილი მომხდარმა?

აფხაზეთის სიახლოვეს, ქალაქ ტუაფსეში რუსული ნავთობსაცავი ააფეთქეს - რატომ გაახარა აფხაზების ნაწილი მომხდარმა?

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-უკრაინის ომის არეალი იზრდება და მალე კავკასიასაც შეიძლება გადმოსწვდეს. 25 იანვარს კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ნავთობსაცავი უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა. ხანძარი 200 კვ.მ -ზე მეტ ფართობზე იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოქალაქეებს სთხოვა, ინციდენტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ, სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი არაერთი მასალა გავრცელდა.

კრასნოდარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზაზე ცეცხლი შუაღამეს გაჩნდა. ტუაფსეს რაიონის გამგებელი სერგეი ბოიკო ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, "ნავთობწარმოების ვაკუუმური მოწყობილობა“ იწვოდა.

"გთხოვთ, ენდოთ ოფიციალურ წყაროებს და არ დადოთ ხანძრის ადგილიდან ფოტო და ვიდეოები, რადგან თავიდან აირიდოთ არასასურველი შედეგები“, - დაწერა ბოიკომ თავის "ტელეგრამარხზე".

ხანძრის სრული ლიკვიდაცია გამთენიისას მოხერხდა.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის ოფიციალური მიზეზები არ სახელდება. თუმცა "ტელეგრამარხები" წერენ, რომ მომხდარი, დიდი ალბათობით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ გამოიწვია. მაგალითად, Mash-ი წერს, რომ ნავთობბაზას სამმა უკრაინულმა უპილოტო "თახვმა" შეუტია.

"მათ წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მორიგეებმა იმუშავეს. ორი “თახვის“ ნამსხვრევები ზღვაში ჩავარდა, ხოლო მესამის ნაწილები - ნავთობბაზის ვაკუუმურ მოწყობილობას დაეცა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

დრონების შეტევის საშიშროების გამო, სოჭის აეროპორტის რეისები შეყოვნდა.

ტუაფსე, მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან არცთუ შორს მდებარეობს. მომხდარი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რა შეიძლება მოჰყვეს ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობას....

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ახლა ნავთობის სერიოზული კრიზისია, მოქალაქეები არაერთგვაროვანი რეაქციებით შეეგებნენ ამ აფეთქებას.

სოციალურ ქსელებში აფხაზების ნაწილი წერს, რომ რუსეთი დაისაჯა სწორედ იმიტომ, რომ მათ შეუქმნა საწვავის პრობლემა.

"კარმის ბრალია, ყველაფერი უკან უბრუნდებათ“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

"გაგრასაც დრონებმა შეუტიეს, თუ შუქი სად წავიდა?" - კითხულობს მეორე.

"ღმერთი არსებობს, დაე, დაიწვას,“ - წერს მორიგი აფხაზი, რომელსაც, სავარაუდოდ, საწვავის პრობლემა აწუხებს.

"სპეციალურად ჩვენს ცხვირწინ დაწვა ღმერთმა... მერე ყველა ერთად წავალთ ბენზინგასამართი სადგურის რიგში და იქ საწვავის ნარჩენებს 150 რუბლად ვიყიდით. დაე, დაიწვას!" - აცხადებს კიდევ ერთი...

ეს შეფასებები რუსებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ. გაბრაზებულები წერენ, - ვატყობთ, ჩვენი პრობლემები გიხარიათ, არადა, აფხაზები გქვიათო...

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ