პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"?
რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"?

ერთი თვის წინ, მსოფ­ლიო ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, 61 წლის ტომ კრუ­ზის ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. წყვი­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე მო­ექ­ცა. ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ზე ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა.

36 წლის ელ­სი­ნა ყო­ფი­ლი მო­დე­ლია რუ­სე­თი­დან, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ქალი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე. ელ­სი­ნა თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ორ­თან ერ­თად ფლობ­და არა­ერთ სა­სახ­ლეს ინ­გლის­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად გა­ი­ყა­რა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის და­ვამ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ელ­სი­ნას მამა რი­ნატ ხა­ი­რო­ვი რუსი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში 2021 წელს დას­რულ­და.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე ზრდას­რუ­ლია. მისი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნია და ჰყავს ორი შვი­ლი. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ვეს­ტმინ­სტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, - ამ­ბობ­და მამა ქა­ლიშ­ვილ­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რი­ნატ ხა­ი­როვს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ალი­ნა ხა­ი­რო­ვა ჰყავს, რო­მე­ლიც ქარ­თველ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამა­ზე ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

რი­ნატ ხა­ი­რო­ვი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან, ელ­სი­ნა­სა და ალი­ნას­თან ერ­თად

რი­ნატ ხა­ი­რო­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. 2011-2020 წლე­ბის შე­მო­სავ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო პო­ლი­ტი­კო­სის ცოლი, მისი შე­მო­სა­ვა­ლი კი წე­ლი­წად­ში 7 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის დი­ა­პა­ზონ­ში მერ­ყე­ობ­და.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ხა­ი­როვს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - ელ­სი­ნა და ალი­ნა. ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, რაც რუ­სუ­ლი და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და ყო­ფი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ქმრის გამო.

2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სა­რე­ი­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლის ფოტო, რო­მე­ლიც რუსი პო­ლი­ტი­კო­სის ქა­ლიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა, სტა­ტი­ა­ში ლა­პა­რა­კი იყო თან­ხის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. ქალ­მა ასე­ვე შე­ი­ძი­ნა ბინა ლონ­დონ­ში, ტრან­ზაქ­ცი­ის მთლი­ა­ნი თან­ხა იყო 32 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი. რი­ნატ ხა­ი­როვ­მა თქვა, რომ მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ ხარ­ჯებ­თან და ისა­უბ­რა ელ­სი­ნას ქმრის, ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კო­ვი შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და რუ­სეთ­შიც.

ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვი ყო­ფილ ქმარ­თან დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­თან ერ­თად

მსა­ხი­ობ ტომ კრუ­ზი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას, რი­ნატ ხა­ი­როვ­მა "სი­სუ­ლე­ლე და სი­ბინ­ძუ­რე" უწო­და.

დები ალი­ნა და ელ­სი­ნა
  • ვინ არის ხა­ი­რო­ვე­ბის ქარ­თვე­ლი სიძე?

რაც შე­ე­ხე­ბა რი­ნატ ხა­ი­რო­ვის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილს, ალი­ნას, სწო­რედ მისი მე­უღ­ლეა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა რო­გორც "ირაკ­ლი კა­ხე­ლი“.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­ხი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი წლე­ბი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში. ბიზ­ნეს­მე­ნის მშობ­ლე­ბი ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ხი­აშ­ვილ-ხა­ი­რო­ვას წყვილს, მათ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნეს და ამ­ჟა­მად კვიპ­როს­ში ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან მო­ვი­ძი­ეთ, ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი სა­მარ­თა­ლის დოქ­ტო­რია. მას ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი­სა და იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი კვიპ­როს­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფირ­მის "FINE LIFE GROUP იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი იუ­რის­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მა გთა­ვა­ზობთ იუ­რი­დი­ულ და ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა კვიპ­რო­სი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და სა­ბერ­ძნე­თი. კომ­პა­ნი­ას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი ფი­ლი­ა­ლი აქვს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

2016 წელს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში“ კომ­პა­ნია "ფაინ ლაიფ გრუპ­მა“ მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ით "ფაინ ლაიფ გრუ­პის“ თბი­ლი­სის ოფი­სის პრე­ზენ­ტა­ცია მოხ­და.

"ფაინ ლაიფ გრუ­პი“ გლო­ბა­ლურ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. ძი­რი­თა­დად, მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევთ ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოგ­ვაქვს სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ქარ­თულ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ებს არ ჰქო­ნი­ათ.

"დღეს შეგ­ვიძ­ლია ამა­ყად ვთქვათ, რომ მზად ვართ მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის არა მარ­ტო კლა­სი­კუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის, არა­მედ მე­ნე­ჯმენ­ტის, კონ­სალ­ტინ­გის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბის, მათი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. გვინ­და სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს კლი­ენ­ტუ­რას გა­ვაც­ნოთ“, - აცხა­დებ­და "ფაინ ლაიფ გრუ­პის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი".

ირაკ­ლი და ალი­ნა 2017 წლი­დან ერ­თად არი­ან. ირაკ­ლიმ საყ­ვა­რელ ქალს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში სთხო­ვა, მათი რო­მან­ტი­კუ­ლი ფლეშ­მო­ბის ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იძებ­ნე­ბა.

წყვი­ლი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, ვი­პო­ვეთ ფოტო, რო­მელ­ზეც ბრი­ტა­ნეთ­ში ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე ელ­სი­ნა, ალი­ნა და "ირაკ­ლი კა­ხე­ლი" ერ­თად არი­ან.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­სა და ტომ კრუ­ზის რო­მა­ნი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რუსი პო­ლი­ტი­კო­სის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის გული, კა­ხელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მო­ი­გო...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო?
7

რუსეთის "გოს დუმა" ყაჩაღების გამოქვაბულია. სიძეების გამდიდრების უკან დიდი ალბათობით ექს დეპუტატი სიმამრი დგას. ქალებს რაც შეეხება საშუალოზე დაბალი დონეა.

ლალი
2

სარეი თუ სურეი?,ეეჰ კრუზ დაბერდი რას იზაამ.)))

ავტორი:

რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"?

რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"?

ერთი თვის წინ, მსოფლიო ტაბლოიდები ჰოლივუდის ვარსკვლავის, 61 წლის ტომ კრუზის ახალ შეყვარებულზე ელსინა ხაიროვაზე ალაპარაკდნენ. წყვილი ყურადღების ცენტრში ლონდონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე მოექცა. ამ თემაზე ambebi.ge-ზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.

36 წლის ელსინა ყოფილი მოდელია რუსეთიდან, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა. ქალი დაქორწინებული იყო რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვზე. ელსინა თავის ყოფილ პარტნიორთან ერთად ფლობდა არაერთ სასახლეს ინგლისში, რომელთა ღირებულება 20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ წყვილი სკანდალურად გაიყარა და ქონების გაყოფის დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა.

ელსინას მამა რინატ ხაიროვი რუსი პოლიტიკოსია, რომლის საპარლამენტო უფლებამოსილება სახელმწიფო სათათბიროში 2021 წელს დასრულდა.

"ჩემი ქალიშვილი უკვე ზრდასრულია. მისი ქმარი ბიზნესმენია და ჰყავს ორი შვილი. სკოლის დასრულების შემდეგ გათხოვდა და მოგვიანებით დაამთავრა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი“, - ამბობდა მამა ქალიშვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში.

რინატ ხაიროვს კიდევ ერთი ქალიშვილი, ალინა ხაიროვა ჰყავს, რომელიც ქართველზეა დაქორწინებული, თუმცა ამაზე ქვევით მოგიყვებით.

რინატ ხაიროვი ქალიშვილებთან, ელსინასა და ალინასთან ერთად

რინატ ხაიროვის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. 2011-2020 წლების შემოსავლის დეკლარაციებში ნახსენები იყო პოლიტიკოსის ცოლი, მისი შემოსავალი კი წელიწადში 7 მილიონი რუბლის დიაპაზონში მერყეობდა.

როგორც აღვნიშნეთ, ხაიროვს ორი ქალიშვილი ჰყავს - ელსინა და ალინა. ელსინა ხაიროვა უფროსი ქალიშვილია, რომელიც წლებია, რაც რუსული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მდიდრული ცხოვრებისა და ყოფილი მილიარდერი ქმრის გამო.

2018 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს სარეიში მდებარე სასახლის ფოტო, რომელიც რუსი პოლიტიკოსის ქალიშვილმა შეიძინა, სტატიაში ლაპარაკი იყო თანხის კრიმინალური წარმოშობის შესახებ. ქალმა ასევე შეიძინა ბინა ლონდონში, ტრანზაქციის მთლიანი თანხა იყო 32 მილიონი ფუნტი. რინატ ხაიროვმა თქვა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ამ ხარჯებთან და ისაუბრა ელსინას ქმრის, ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვი შესახებ, რომელსაც სერიოზული ინვესტიციები ჰქონდა რუსეთშიც.

ელსინა ხაიროვი ყოფილ ქმართან დიმიტრი ცვეტკოვთან ერთად

მსახიობ ტომ კრუზისა და მისი ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობას, რინატ ხაიროვმა "სისულელე და სიბინძურე" უწოდა.

დები ალინა და ელსინა
  • ვინ არის ხაიროვების ქართველი სიძე?

რაც შეეხება რინატ ხაიროვის მეორე ქალიშვილს, ალინას, სწორედ მისი მეუღლეა ქართველი ბიზნესმენი ირაკლი ბუხიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში იძებნება როგორც "ირაკლი კახელი“.

ჩვენი ინფორმაციით, ბუხიაშვილების ოჯახი წლები ცხოვრობდა რუსეთში. ბიზნესმენის მშობლები ახლა საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა ბევრს მოგზაურობენ. რაც შეეხება ბუხიაშვილ-ხაიროვას წყვილს, მათ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და ამჟამად კვიპროსში ცხოვრობენ.

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ, ირაკლი ბუხიაშვილი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური სამართალის დოქტორია. მას ასევე დამთავრებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, საერთაშორისო სამართალისა და იურისპრუდენციის მიმართულებით.

ირაკლი ბუხიაშვილი კვიპროსში რეგისტრირებული ფირმის "FINE LIFE GROUP იურიდიული და ფინანსური სერვისების“ გენერალური დირექტორი და წამყვანი იურისტია. აღნიშნული ფირმა გთავაზობთ იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო და საბერძნეთი. კომპანიას ყველა ქვეყანაში თავისი ფილიალი აქვს, მათ შორის საქართველოშიც.

2016 წელს "ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია "ფაინ ლაიფ გრუპმა“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული კონფერენციით "ფაინ ლაიფ გრუპის“ თბილისის ოფისის პრეზენტაცია მოხდა.

"ფაინ ლაიფ გრუპი“ გლობალურ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს. ძირითადად, მომსახურებას ვუწევთ ბიზნეს კომპანიებს. საქართველოში შემოგვაქვს სერვისები, რომლებიც დღემდე ქართულ საკონსულტაციო კომპანიებს არ ჰქონიათ.

"დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მზად ვართ მცირე, საშუალო და მსხვილი კლიენტების მომსახურებისთვის არა მარტო კლასიკური იურიდიული სერვისების, არამედ მენეჯმენტის, კონსალტინგის, საერთაშორისო კომპანიების დაარსების, მათი ადმინისტრირების მიმართულებით. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი მომხმარებლები. გვინდა საქართველო ჩვენს კლიენტურას გავაცნოთ“, - აცხადებდა "ფაინ ლაიფ გრუპის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბუხიაშვილი".

ირაკლი და ალინა 2017 წლიდან ერთად არიან. ირაკლიმ საყვარელ ქალს ხელი საქართველოში სთხოვა, მათი რომანტიკული ფლეშმობის ვიდეო სოციალურ ქსელშიც იძებნება.

წყვილი ბევრს მოგზაურობს, ვიპოვეთ ფოტო, რომელზეც ბრიტანეთში ერთ-ერთ წვეულებაზე ელსინა, ალინა და "ირაკლი კახელი" ერთად არიან.

როგორ დასრულდება ელსინა ხაიროვასა და ტომ კრუზის რომანი უცნობია, თუმცა რუსი პოლიტიკოსის უმცროსი ქალიშვილის გული, კახელმა ბიზნესმენმა უკვე რამდენიმე წელია მოიგო...

წაიკითხეთ ასევე: