"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა - "წყალტუბო“, "მედეა“, "თბილისი“, "ივერია“, "სამგურალი“ და "უშიშროება. სანატორიუმების ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა, ნაწილი კი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდეს.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს:
სანატორიუმი "წყალტუბოს“, მფლობელია "გოლდენ თაუერი“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ივლისში დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51% კი ეკუთვნის ყატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.
სანატორიუმი "მედეა“ კომპანიამ "ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია. გააგრძელეთ კითხვა
ესაა ჩვენი დამოუკიდებლობა იმდენი სანატორიუმები და მინერალური წყლები გვაქ მაგით ვირჩენთ თავსოო......კი ბატონო მაგრამ მაგ საქმეს ტვინიანი პირი ჭირდება და ფინანსები. ჩვენ არც ტვინიანი გამოგვიჩნდა ვინმე და არც ფულიანი ერში. მლიქვნელიდა გამყიდველი კი ბლომადაა. მინერალური წყალი მიდით ეხლა ჭიქითაც ვერ დალევთ იმხელა ფასი ადევს. ასეა კაპიტალიზმი ყველა მდიდარი ყიდულობს და აკეთებს რომ კიდევ ფული იშოვოს. ასეა საბერძნეთშიც, გაიყიდა კუნძულები გარკვეული დროით, მე სულაც არ მიკვირს ეს ყველაფერი. ასე გაპარტახებას და განიავებას ნეტა მოაწყობდეს ვინმე და გაალამაზებდეს. უძვირფასესი გოგირდოვანი წყლის აბანო ზეკარო (ბაღდათი) საცოდავად რომაა ნეტა იმასაც მოაწყობდეს ვინმე. ვიღაცა დასაქმდება, ტურისტები შემოვა და ცუდი არაა.
ნუ გიკვირთ, მთელი საქართველოა გაყიდული და ექვს ჭირიან, დანგრეულ სანატორიუმს მისტირით? იქ ხომ ქართველი, მაინც ვერ შევა. ეს როგორ არის, რომ ტიროდით, ბიძინამ იყიდაო? ეხლა გაიხარეთ.