რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ბრიანსკის ოლქის სახანძრო-სამაშველო ცენტრის სახანძრო ეკიპაჟები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.
,რუსებს რა და აი ისა რაა ჯიგრული ყველამ რო იცის...
გუშინ უცხოუტი საიტების სათაურები აჭრელებული იყო სათაურებით რუსებმა ქალაქი ვესელოი აიღესო და ჩვენები რატომ მალავთ რა ვერგავიგბთ თუ რა.