სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულ ანგარიშში? -  "იყო 3 სათვალთვალო კამერა, მათგან ერთი მას იღებდა საწოლში..."
რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულ ანგარიშში? -  "იყო 3 სათვალთვალო კამერა, მათგან ერთი მას იღებდა საწოლში..."

"ვი­ვა­მედ­ში“, პა­ცი­ენ­ტი С-ს ოთა­ხებ­ში იყო 3 სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­თა­გან ერთი იღებ­და მას სა­წოლ­ში - ეს არა მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფაა, არა­მედ მისი ღირ­სე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაც.

"წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პულ­მა კო­მი­ტეტ­მა“ კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

"ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში ვი­ზი­ტი­სას დე­ლე­გა­ცი­ას ჰქონ­და ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კლი­ნი­კის მე­ნე­ჯმენ­ტთან და პერ­სო­ნალ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ოთა­ხებ­ში წვდო­მი­სა და პა­ცი­ენ­ტებ­თან პი­რად სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა, დე­ლე­გა­ცი­ას არ მი­ე­წო­და სრუ­ლი, და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი და შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­ი­ლებ­ზე და სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზი­ტის პირ­ველ დღეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცია შეხ­ვდა გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორს და ზო­გი­ერთ მკურ­ნალ ექიმს და შეძ­ლო გაც­ნო­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მე­ებს ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს.

"ვი­ზი­ტის დროს დე­ლე­გა­ცი­ას არ გა­უ­გია კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ სამ და­ცულ პა­ლა­ტა­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ჩანს, ატ­მოს­ფე­რო მშვი­დი იყო და რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა და­დე­ბი­თად ისა­უბ­რა რო­გორც ჯან­დაც­ვის, ასე­ვე სა­პა­ტიმ­როს პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა დე­ლე­გა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან აც­ნო­ბეს პა­ტი­მარ­თა ორი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც "პა­ცი­ენტ C”-ს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ დე­ლე­გა­ცი­ას ეც­ნო­ბა ბ-ნი C-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სა­ვა­რა­უ­დო ფი­ზი­კუ­რი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ის 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რუს­თა­ვის No12 ცი­ხი­დან ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბ-ნი C ამ­ტკი­ცებ­და, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ხუთ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ია­ტაკ­ზე და­აწ­ვი­ნა და რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა მუშ­ტი.

მისი თქმით, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის სა­ბა­ბი იყო ის, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს მისი სა­ა­თის წარ­თმე­ვა სურ­დათ, რომ­ლის ტა­რე­ბაც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აკ­რძა­ლუ­ლი იყო. ამ ბრალ­დე­ბებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო.

"კო­მი­ტე­ტი ითხოვს ინ­ფორ­მი­რე­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცი­ამ, ასე­ვე, გა­მო­ავ­ლი­ნა რე­ა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მე­ბის და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მის არარ­სე­ბო­ბა, ექი­მებს, რო­გორც ჩანს, მცი­რე ან სა­ერ­თოდ არ აქვთ ცოდ­ნა იმ მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტებს მათი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის კო­ლე­გე­ბი უტა­რე­ბენ. რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბა­ტო­ნი C-ის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ზო­გი­ერ­თი სიმპტო­მი და პა­თო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სად გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

"კო­მი­ტე­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

"კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლი იყო ის, რომ კლი­ნი­კა­ში არ მუ­შა­ობ­დნენ არც ფსი­ქი­ატ­რი და არც კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი. წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­ტე­ტი“ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი და კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ და­ცულ პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნილ პა­ტიმ­რებ­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის (მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის) ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს.

მე-5 სარ­თულ­ზე (სა­დაც ბა­ტო­ნი C იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი), ატ­მოს­ფე­რო კი­დევ უფრო დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო. მის ოთა­ხებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო 3 სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­თა­გან ერთი მუდ­მი­ვად იღებ­და მას სა­წოლ­ში. ეს არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა იყო, არა­მედ მისი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაც.

აშ­კა­რა იყო, რომ სათ­ვალ­თვა­ლო მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ზანს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და თე­რა­პი­ულ პრო­ცეს­თან. პა­ცი­ენტზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და არა ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცია და პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­და კა­მე­რით და­ფა­რულ ოთა­ხებ­ში, დე­ლე­გა­ცი­ის ექი­მებს არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ, რომ მას არ ჰქონ­და ნდო­ბა პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და რომ ში­შობ­და, რომ სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია მის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ე­ცე­მო­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და სხვა არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს (ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩათ­ვლით).

შე­ჯა­მე­ბის­თვის, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კის მე-4, მე-5 და მე-6 სარ­თუ­ლებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას­თან. მე-5 სარ­თულ­ზე, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სას ად­გი­ლი ჰქონ­და სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრულ უარ­ყო­ფას, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა სა­ჭი­რო ნდო­ბა პა­ცი­ენ­ტსა და ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნალს შო­რის და შე­არ­ყია მისი სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაბრაზებული.
0

ამერიკაში, პატიმრები, ნახევრად გისოსებიან საკნებში ზიან. ბადრაგი, რომ დერეფანში ჩაივლის, თავს მეორე მხარეს ატრიალებს? რანაირი პატიმრობა აქვს მისჯილი, ჩვენს "მზე" ნაპრეზიდენტალს, გააგებინეთ ხალხს. ისწავლეთ სწორ გზაზე სიარული და არა, თხრილების ძებნა. ეს რისი ხელყოფაა, ხელშეუხებლობის თუ ყბაშეუხებლობის, ბუკვა-იედებო!

გურ
0

ღმერთო ეშველება რამე?ეშველება ეშველება თუ მაგრად შეიყვარებს ყველა ადამიანებს ცხოველებს ფრინველებს ბუნებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულ ანგარიშში? -  "იყო 3 სათვალთვალო კამერა, მათგან ერთი მას იღებდა საწოლში..."

რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულ ანგარიშში? -  "იყო 3 სათვალთვალო კამერა, მათგან ერთი მას იღებდა საწოლში..."

"ვივამედში“, პაციენტი С-ს ოთახებში იყო 3 სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი იღებდა მას საწოლში - ეს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფაა, არამედ მისი ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.

"წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც "ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული.

"ვივამედის“ კლინიკაში ვიზიტისას დელეგაციას ჰქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა კლინიკის მენეჯმენტთან და პერსონალთან, განსაკუთრებით, ოთახებში წვდომისა და პაციენტებთან პირად საუბრის შესაძლებლობა, თუმცა, დელეგაციას არ მიეწოდა სრული, დაუყოვნებელი და შეუზღუდავი წვდომა შესაბამის სამედიცინო ფაილებზე და სხვა დოკუმენტაციაზე დაწესებულებაში ვიზიტის პირველ დღეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, დელეგაცია შეხვდა გენერალურ დირექტორს, სამედიცინო დირექტორს და ზოგიერთ მკურნალ ექიმს და შეძლო გაცნობოდა სამედიცინო საქმეებს ვიზიტის მეორე დღეს.

"ვიზიტის დროს დელეგაციას არ გაუგია კლინიკა "ვივამედის“ სამ დაცულ პალატაზე მომუშავე პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. როგორც ჩანს, ატმოსფერო მშვიდი იყო და რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვის, ასევე საპატიმროს პერსონალის შესახებ, თუმცა დელეგაციას სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს პატიმართა ორი საჩივარი, რომელიც ეხებოდა კლინიკა "ვივამედის“ თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, რომელსაც ანგარიშის ავტორები, როგორც "პაციენტ C”-ს მოიხსენიებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ დელეგაციას ეცნობა ბ-ნი C-ს ოფიციალური საჩივარი სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ სავარაუდო ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომლებმაც ის 2021 წლის ნოემბერში გადაიყვანეს რუსთავის No12 ციხიდან ციხის საავადმყოფოში. მათივე განმარტებით, ბ-ნი C ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების ხუთმა თანამშრომელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, იატაკზე დააწვინა და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.

მისი თქმით, არასათანადო მოპყრობის საბაბი იყო ის, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომლებს მისი საათის წართმევა სურდათ, რომლის ტარებაც ციხის საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალული იყო. ამ ბრალდებებზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

"კომიტეტი ითხოვს ინფორმირებას ზემოაღნიშნული გამოძიების შედეგის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, დელეგაციამ, ასევე, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა, ექიმებს, როგორც ჩანს, მცირე ან საერთოდ არ აქვთ ცოდნა იმ მკურნალობის შესახებ, რომელსაც პაციენტებს მათი სხვადასხვა სპეციალობის კოლეგები უტარებენ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბატონი C-ის შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ მისი ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენა მაინც არ იყო საკმარისად გამოკვლეული.

"კომიტეტი რეკომენდაციას უწევს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

"კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები და კლინიკა "ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების) ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.

მე-5 სართულზე (სადაც ბატონი C იყო განთავსებული), ატმოსფერო კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო სათვალთვალო კამერების არსებობის გამო. მის ოთახებში განთავსებული იყო 3 სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი მუდმივად იღებდა მას საწოლში. ეს არა მხოლოდ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.

აშკარა იყო, რომ სათვალთვალო მონიტორინგის მიზანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა თერაპიულ პროცესთან. პაციენტზე მეთვალყურეობას უპირველეს ყოვლისა ახორციელებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები და არა ჯანდაცვის პერსონალი.

იმის გათვალისწინებით, რომ, გამონაკლისის გარეშე, ყველა სამედიცინო კონსულტაცია და პროცედურა ჩატარდა კამერით დაფარულ ოთახებში, დელეგაციის ექიმებს არ გაჰკვირვებიათ, რომ მას არ ჰქონდა ნდობა პერსონალის მიმართ და რომ შიშობდა, რომ სენსიტიური ინფორმაცია მის სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაეცემოდა ციხის ადმინისტრაციას და სხვა არაუფლებამოსილ პირებს (ჟურნალისტების ჩათვლით).

შეჯამებისთვის, "ვივამედის“ კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები გადაჭარბებული და შეუთავსებელი იყო თერაპიული გარემოს შექმნასთან. მე-5 სართულზე, პროცედურებისას ადგილი ჰქონდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა საჭირო ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის და შეარყია მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: