სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინულმა დრონმა დიქტატორ პუტინის სასახლეს გადაუფრინა - რას წერს უკრაინული მედია რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე?
უკრაინულმა დრონმა დიქტატორ პუტინის სასახლეს გადაუფრინა - რას წერს უკრაინული მედია რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე?

18 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით მოს­კო­ვი­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სი­ახ­ლო­ვეს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში" გავ­რცელ­და. აფეთ­ქე­ბე­ბი ის­მო­და სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ ბელ­გო­როდ­შიც. თით­ქმის ყველ­გან მოხ­და უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმა. კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტე­ვე­ბი მო­ი­გე­რი­ეს. გამ­თე­ნი­ი­სას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სით, რომ "აღ­კვე­თეს კი­ე­ვის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა, თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ობი­ექ­ტებ­ზე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტებ­მა და­წე­რეს, რომ ერთ-ერთი დრო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ნავ­თო­ბის ტერ­მი­ნალ­ზე თავ­დას­ხმას ცდი­ლობ­და და და­ახ­ლო­ე­ბით 3 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­დაჰ­ქონ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ. ნამ­სხვრე­ვე­ბი სწო­რედ ტერ­მი­ნა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში 18 იან­ვრის ღა­მით უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ა­მაცგა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მათი ცნო­ბით, ეს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს სპე­ცო­პე­რა­ცია იყო.

"ეს არის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბა გრძელ­დე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში წყა­რომ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

კი­თხვა­ზე, პირ­ვე­ლად შე­უ­ტი­ეს თუ არა უკ­რა­ი­ნულ­მა დრო­ნებ­მა ლე­ნინ­გრა­დის ოლქს, წყა­რომ უპა­სუ­ხა: "პირ­ვე­ლად არა, მაგ­რამ არის გან­სხვა­ვე­ბე­ბი და მტერ­მა იგ­რძნო ეს".

გარ­და ამი­სა, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ერთ-ერ­თმა უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რატ­მა გა­და­იფ­რი­ნა ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქში ვალ­და­ის ტბას­თან, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ოლი­გარ­ქე­ბის არ­კა­დი და ბო­რის რო­ტენ­ბერ­გე­ბის, ბანკ Rossiya-ს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის იური კო­ვალ­ჩუ­კის და რუ­სე­თის დიქ­ტა­ტორ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­სახ­ლე­ე­ბი. - ამის შე­სა­ხებ nv.ua-ს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­ში წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურ
1

ღმერთო რა ეშველებათ?როდემდე? ღმერთო ბუნებავ გთხოვთ მალე შეაჩეროთ მალე მალე ღმერთო

დათო
26

მერე რომ გლიჯავს რუსეთი წყინთ!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უკრაინულმა დრონმა დიქტატორ პუტინის სასახლეს გადაუფრინა - რას წერს უკრაინული მედია რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე?

უკრაინულმა დრონმა დიქტატორ პუტინის სასახლეს გადაუფრინა - რას წერს უკრაინული მედია რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაზე?

18 იანვარს, გვიან ღამით მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ "ტელეგრამარხებში" გავრცელდა. აფეთქებები ისმოდა სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდშიც. თითქმის ყველგან მოხდა უპილოტო აპარატებით თავდასხმა. კრემლის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული რესურსების ინფორმაციით, შეტევები მოიგერიეს. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ "აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიაზე“.

კრემლის პროპაგანდისტებმა დაწერეს, რომ ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმას ცდილობდა და დაახლოებით 3 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შემდეგ. ნამსხვრევები სწორედ ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე უკრაინულმა მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, ეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.

"ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“, - განაცხადა მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

კითხვაზე, პირველად შეუტიეს თუ არა უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქს, წყარომ უპასუხა: "პირველად არა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა იგრძნო ეს".

გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიფრინა ნოვგოროდის ოლქში ვალდაის ტბასთან, სადაც განთავსებულია ოლიგარქების არკადი და ბორის როტენბერგების, ბანკ Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის იური კოვალჩუკის და რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის სასახლეები. - ამის შესახებ nv.ua-ს სადაზვერვო სამსახურებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

იხილეთ ასევე: