სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?
აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?

18 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით მოს­კო­ვი­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სი­ახ­ლო­ვეს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში" გავ­რცელ­და. აფეთ­ქე­ბე­ბი ის­მო­და სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ ბელ­გო­როდ­შიც. თით­ქმის ყველ­გან მოხ­და უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმა. კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტე­ვე­ბი მო­ი­გე­რი­ეს. გამ­თე­ნი­ი­სას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სით, რომ "აღ­კვე­თეს კი­ე­ვის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა, თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ობი­ექ­ტებ­ზე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი წე­რენ, რომ ერთ-ერთი დრო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ნავ­თო­ბის ტერ­მი­ნალ­ზე თავ­დას­ხმას ცდი­ლობ­და და და­ახ­ლო­ე­ბით 3 კგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­დაჰ­ქონ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ. ნამ­სხვრე­ვე­ბი სწო­რედ ტერ­მი­ნა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მუ­შა­ობ­და ბელ­გო­როდ­შიც, სა­დაც სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. ად­გი­ლობ­რი­ვი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" ცნო­ბით, ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა იყო.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნახ­მად, ერთი დრო­ნი მოს­კო­ვის ოლ­ქში "გა­ა­ნად­გუ­რეს“, ერთი კი "გზად და­ი­ჭი­რეს“ ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში.

მოს­კო­ვის მე­რის, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის­კენ მიფ­რი­ნავ­და, მოს­კო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ პო­დოლ­სკში ჩა­მო­აგ­დეს. სო­ბი­ა­ნი­ნის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და არა­ფე­რი დან­გრე­უ­ლა. რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ტა­სის“ ცნო­ბით, დრო­ნით შე­ტე­ვის გამო, პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტმა "პულ­კო­ვომ" მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

უკ­რა­ი­ნას უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­ტე­ვე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ვაა ასე გრიალებდნენ მალდივებზე და მონაკოში და მალიბუს პლიაჟზე! ვაი რა გველის ახლა ბიჭვინთას და ლიძავას შეესევა ეს ურდო ღმერთო დაგვიხსენი და დაგვიფარე!! დაეხმარეთ უკრაინას და ჩვენც მოვისვენებთ და ეწვროპაც... მოკლედ უკრაინას ჩამოვეკიდეთ ასე ჩანს...

Qeto
11

როგორ, უკრაინა ურდოს ძილს უფრთხობს?? დიახაც! წარმატებები, უკრაინა!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?

აფეთქებები მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს - რას წერენ რუსული წყაროები?

18 იანვარს, გვიან ღამით მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ "ტელეგრამარხებში" გავრცელდა. აფეთქებები ისმოდა სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდშიც. თითქმის ყველგან მოხდა უპილოტო აპარატებით თავდასხმა. კრემლის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული რესურსების ინფორმაციით, შეტევები მოიგერიეს. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა ტრადიციული შინაარსით, რომ "აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიაზე“.

კრემლის პროპაგანდისტები წერენ, რომ ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმას ცდილობდა და დაახლოებით 3 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შემდეგ. ნამსხვრევები სწორედ ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

რუსული საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ბელგოროდშიც, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი "ტელეგრამარხების" ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში "გაანადგურეს“, ერთი კი "გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში ჩამოაგდეს. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო "ტასის“ ცნობით, დრონით შეტევის გამო, პეტერბურგის საერთაშორისო აეროპორტმა "პულკოვომ" მუშაობა დროებით შეაჩერა.

უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

იხილეთ ასევე: