სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება
20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება

„ბიბ­ლუ­სის“ პრო­ექ­ტი „ნი­ნის კი­თხვის სა­ა­თი“ გრძელ­დე­ბა. მომ­დევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც 20 იან­ვარს, კან­დე­ლა­კის 7-ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა, ცნო­ბი­ლი სა­ბავ­შვო ავ­ტო­რი შეხ­ვდე­ბა პა­ტა­რა სტუმ­რებს და წა­უ­კი­თხავს თა­ვის ახალ წიგნს „მოგ­ზა­უ­რე­ბი­ზამ­ბე­ზავ­რი­ი­დან". შეხ­ვედ­რა 14:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ამ სე­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა ეძღვნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს, ნინი ჯა­ფა­რი­ძეს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო. მისი სა­ხე­ლო­ბის კი­თხვის სა­ათ­მა 2018 წლი­დან დღემ­დე უკვე ათა­სო­ბით ბავ­შვი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ამ საქ­მეს კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს.

ნი­ნის სჯე­რო­და, რომ ადა­მი­ანს წიგ­ნი ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­დე­ბა, ამი­ტომ კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი შექ­მნა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბავ­შვებს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან და სხვა­დას­ხვა ზღა­პარს, მო­თხრო­ბა­სა და ლექსს უკი­თხა­ვენ. ასე­თი სა­ღა­მო­ე­ბი პა­ტა­რებ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. გარ­და იმი­სა, რომ ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ის­მე­ნენ, ხვდე­ბი­ან თა­ნა­ტო­ლებს, ამ­ყა­რე­ბენ ახალ ურ­თი­ერ­თო­ბებს და იძე­ნენ მე­გობ­რებს.

„ნი­ნის კი­თხვის სა­ა­თი“ ორ კვი­რა­ში ერთხელ ტარ­დე­ბა და მას­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. სტუმ­რე­ბის ნა­წილ­მა ეს ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ა­დაც აქ­ცია და რო­გორც „ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, ბევ­რი მშო­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­ექ­ტმა მათ შვი­ლებს კი­თხვა კი­დევ უფრო შე­აყ­ვა­რა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­აც, მათ შო­რის კლი­ნი­კებ­ში მყო­ფი პა­ტა­რე­ბის­თვის წიგ­ნე­ბი­სა და სას­კო­ლო ნივ­თე­ბის გა­და­ცე­მის სა­ხით და სხვა. ნინი ჯა­ფა­რი­ძის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა და პა­ტა­რა მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ებს გა­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება

20 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" ბავშვებისთვის "ნინის კითხვის საათი" გაიმართება

„ბიბლუსის“ პროექტი „ნინის კითხვის საათი“ გრძელდება. მომდევნო ღონისძიებაზე, რომელიც 20 იანვარს, კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება, ცნობილი საბავშვო ავტორი შეხვდება პატარა სტუმრებს და წაუკითხავს თავის ახალ წიგნს „მოგზაურებიზამბეზავრიიდან". შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებათა ამ სერიის გაგრძელება ეძღვნება „ბიბლუსის“ ყოფილ თანამშრომელს, ნინი ჯაფარიძეს, რომელიც პროექტის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო. მისი სახელობის კითხვის საათმა 2018 წლიდან დღემდე უკვე ათასობით ბავშვი გააერთიანა და ამ საქმეს კვლავაც აგრძელებს.

ნინის სჯეროდა, რომ ადამიანს წიგნი ბავშვობიდან უყვარდება, ამიტომ კითხვის პოპულარიზაციისთვის ეს წარმატებული პროექტი შექმნა. პროექტის ფარგლებში ბავშვებს ცნობილი ადამიანები ხვდებიან და სხვადასხვა ზღაპარს, მოთხრობასა და ლექსს უკითხავენ. ასეთი საღამოები პატარებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. გარდა იმისა, რომ ისინი საინტერესო ამბებს ისმენენ, ხვდებიან თანატოლებს, ამყარებენ ახალ ურთიერთობებს და იძენენ მეგობრებს.

„ნინის კითხვის საათი“ ორ კვირაში ერთხელ ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სტუმრების ნაწილმა ეს ერთგვარ ტრადიციადაც აქცია და როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ პროექტმა მათ შვილებს კითხვა კიდევ უფრო შეაყვარა.

პროექტის ფარგლებში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაც, მათ შორის კლინიკებში მყოფი პატარებისთვის წიგნებისა და სასკოლო ნივთების გადაცემის სახით და სხვა. ნინი ჯაფარიძის მიერ დაწყებული გამორჩეულად მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და პატარა მკითხველისთვის საინტერესო საღამოებს გამართავს.