საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს - რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი
რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს -  რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ტა­ნეს შე­ტე­ვე­ბი. სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და ქა­ლაქ ხარ­კოვ­ზე, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, იგორ სი­ნე­გუ­ბოვ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. რუ­სებ­მა ბელ­გო­რო­დის ოლ­ქი­დან ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი S-300 სა­ზე­ნი­ტო მარ­თვა­დი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს.

სი­ნე­გუ­ბო­ვის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ზი­ან­და. ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია 17 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ოკუ­პან­ტე­ბი თავს და­ესხნენ ოდე­სა­საც, ამ­ჯე­რად დრო­ნე­ბით. თავ­დას­ხმის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, - ამის შე­სა­ხებ ოდე­სის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოლეგ კი­პე­რი იუ­წყე­ბა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი­დან 130 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იქნა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი.

ოდე­სის მერ­მა გე­ნა­დი ტრუ­ხა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მაშ­ვე­ლებ­მა პრი­მორსკის რა­ი­ონ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხან­ძა­რი ჩა­აქ­რეს. და­იწ­ვა რამ­დე­ნი­მე ახ­ლომ­დე­ბა­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ­ში ღრმა კრა­ტე­რია, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხან­დე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი Shahed-ის ტი­პის 19 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

"სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას­თან თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­ნად­გურ­და Shahed-ის ტი­პის 19 დრო­ნი. სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბა­ში სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბი და მო­ბი­ლუ­რი სა­ხან­ძრო ჯგუ­ფე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი“, - წერს უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, რუ­სებ­მა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი რუ­სე­თის პრი­მორსკო-ახ­ტარ­სკის ოლ­ქი­დან გა­უშ­ვეს.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა ზა­პო­რო­ჟი­ეს, ნი­კო­ლა­ე­ვის, ოდე­სის, დნიპ­რო­სა და კი­რო­ვოგ­რა­დის ოლ­ქებ­ში მოქ­მე­დებ­და.

  • გერ­მა­ნია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას თით­ქმის გა­ა­ორ­მა­გებს

რუ­სეთ­თან ომში მყო­ფი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო, ფი­ნან­სუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა. მათი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი 16 იან­ვარს გა­ი­მარ­თა.

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2024 წელს უკ­რა­ი­ნა გერ­მა­ნი­ის­გან მი­ი­ღებს 7 მი­ლი­არდ ევ­რო­ზე მეტ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას. თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მით, ეს თან­ხა 4 მი­ლი­არ­დი ევრო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ჯერ კი­დევ 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გერ­მა­ნია და­ფი­ნან­სე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას აპი­რებ­და.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნამ გერ­მა­ნი­ის­გან მი­ი­ღო და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის ტან­კე­ბი Leopard-ი და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი IRIS-T.

  • კი­ევ­ში მაკ­რონს ელი­ან

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნას ეწ­ვე­ვა, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მე­ბენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნას, უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში SCALP-ის ტი­პის შორ მან­ძილ­ზე მოქ­მედ 40 რა­კე­ტა­სა და რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ბომბს გა­დას­ცემენ.

"ვა­პი­რებთ, უკ­რა­ი­ნას გა­ცი­ლე­ბით მეტი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მი­ვა­წო­დოთ და და­ვეხ­მა­როთ იმით, რაც მას სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი ცის და­სა­ცა­ვად. თა­ვად გა­ვემ­გზავ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში თე­ბერ­ვალ­ში და გა­ვა­ფორ­მებ ამ შე­თან­ხმე­ბებს“ - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

მისი თქმით, ევ­რო­პე­ლე­ბი უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას იმის­თვის, რომ მან გა­აგ­რძე­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გან მოს­კოვს არ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა და­ა­მარ­ცხოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბა საფრ­თხის ქვეშ დად­გე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვის უნდა ომი?!
19

ყველამ იცის რომ ამ მდგომარეობაში, ამ მოცემულობით ვერცერთი მხარე ვეღარ გადავა აქტიურ შეტევაზე. რუსეთს აღარც ფული აქვს საამისოდ, აღარც შეიარაღება. დასავლეთი თავს იკავებს უკრაინის აქტიური მხარდაჭერისგან, შურისძიების საფუძველზე უკრაინელებმა დასავლური იარაღით რომ არ დაბომბონ მოსკოვი და ლენინგრადი. რაც აიძულებს პუტინს ატომის გასროლას დასავლეთის დედაქალაქებზე, და შემდეგ საპასუხო გასროლებს. რაც ევროპას და რუსეთს დააბრუნებს გამოქვაბულის ხანაში. ესაა რეალობის მოკლე შინაარსი. 

სერგი
29

კომენტარებს გავეცანი. მᲨიᲨრებს არ უყვარᲗ გმირები. იყავიᲗ გმირები და Თავისუფლებისმოყვარენი. გაიხსენეᲗ რუსᲗაველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს - რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი

რუსები ოდესას დრონებით, ხარკოვს კი რაკეტებით დაესხნენ თავს -  რა ხდება უკრაინაში: გერმანიის გაორმაგებული დახმარება და მაკრონის მომავალი ვიზიტი

რუსულმა ძალებმა უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებით მიიტანეს შეტევები. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ხარკოვზე, რის თაობაზეც ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.

სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესასაც, ამჯერად დრონებით. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.

მისი ინფორმაციით, დაზიანებული სახლებიდან 130 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მაშველებმა პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. დაიწვა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში ღრმა კრატერია, დაზიანებულია კომუნიკაციები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი ჩამოაგდეს.

"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები "ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, დნიპროსა და კიროვოგრადის ოლქებში მოქმედებდა.

  • გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის გააორმაგებს

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მათი სატელეფონო საუბარი 16 იანვარს გაიმართა.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 7 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

  • კიევში მაკრონს ელიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.

"ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს“ - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება.