გერმანიაში, ზეჰაუზენის სუპერმარკეტში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულის თანმხლებმა ორმა პირმა გაქცევა მოახერხა და მათ ამ დრომდე ეძებენ. ისინიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სიგარეტები ქურთუკის სახელოებში ჩამალეს და ისე გამოიტანეს სუპერმარკეტიდან. პოლიცია თვითმხილველმა გამოიძახა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ვაი სირცხვილო!
და ერთი ჯიგრულად აგვიხსენით, ამეებს რატომ გვიყვებით?!.. თვითონ გერმანელები არ იპარავენ ხომ გერმანიაში?! ან სხვა უცხოელები არ აშავებენ იქ არაფერს ხომ?!.. ანუ, რადგან ქართველმა იქ რამე დააშავა, უნდა შეგვრცხვეს და "ნწ, ნწ, ევროპის ღირსნი არა ვართ"-ის ძახილით თავი ვაქნიოთ?! თუ რა არის ასეთი სტატიების მიზანი?!.. რამდენი გერმანელი რამეს დააშავებს საქართველოში, ყველა ახალ ამბებში უნდა გამოაჭენო მაშინ.. ვნახავთ, როგორ მოეწონება მათ საელჩოს..