სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან
რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბა­ქო­ში, ავე­ჯის სა­ხე­ლოს­ნო­ში, დღეს ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ექ­ვსი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, თუმ­ცა ახ­ლა­ხან გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსხვერ­პლთა რი­ცხვი ექ­ვსამ­დე გა­ი­ზარ­და.

24 და­შა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბათ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის 15 ეკი­პა­ჟი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

შე­იქ­მნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აფეთ­ქე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი კი­დევ გა­ი­ზარ­დოს.

რო­გორც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა რიზა ხუ­დი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, ხან­ძრის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 11:50 სა­ათ­ზე მი­ი­ღეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 2750 კვ.მ-ზე მდე­ბა­რე სა­წარ­მო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ავტორს
0

Ხომ არ აჯობებდა სათაური რომ ყოფილიყო, რა ინფორმაცია არის ამ დროისთვის, ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით? Თორემ ეგ რა ლიტერატურაა *რა ხდება ცნობილი ბაქოში" მომხდარ აფეთქებაზე? Პ. Ს. Აზერბაიჯანელი თუ ბრძანდებით მაში ბოდიშს გიხდით. Არ დაბლოკოთ გთხოვთ. Გმადლობთ! 

თამაზი
1

კი მაგრამ, ავეჯის საამქროში ისეთი რა ნივთიერება უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი აფეთქება გამოეწვია?

ავტორი:

რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში, დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ახლახან გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

24 დაშავებული, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მედიის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების 15 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები უნდა გამოიკვლიოს. ჯერჯერობით სამართალდამცველები აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ.

აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ტერიტორიაზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა რიზა ხუდიევმა განაცხადა, ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 11:50 საათზე მიიღეს. მისი ინფორმაციით, განადგურებულია 2750 კვ.მ-ზე მდებარე საწარმო.