კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვყავს მღვდელმსახური, მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. თქვა, ტირილი მინდოდა, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინის გამოსახულება არსებობსო..." - როდის გადაწერენ მატრონა მოსკოველის ხატს?
"გვყავს მღვდელმსახური, მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. თქვა, ტირილი მინდოდა, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინის გამოსახულება არსებობსო..."  - როდის გადაწერენ მატრონა მოსკოველის ხატს?

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­დის და­ი­წყე­ბა მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხა­ტის გა­და­წე­რა.

ამ დრო­ის­თვის ხატი კვლავ ტა­ძარ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ხა­ტის ე.წ. სტა­ლი­ნის ეპი­ზო­დის შეც­ვლის მიზ­ნით, პრო­ცეს­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩარ­თუ­ლან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

"მე ვარ რი­გი­თი, მო­რი­გე მღვდელმსა­ხუ­რი. არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, აპი­რე­ბენ თუ არა ხა­ტის გა­ტა­ნას ან თუ ჩას­წო­რე­ბა უნ­დათ, ეს უნდა გა­კეთ­დეს ად­გილ­ზე, თუ ტაძ­რის სივ­რცის გა­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ ფაქ­ტი თქვენ­ვე ნა­ხეთ და არა­ვის გა­და­მოწ­მე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რომ ხატი ისევ იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ცვლი­ლე­ბა არ ჩანს. ალ­ბათ, ნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხატ­თა­ნაა. ამით მორ­წმუ­ნე­ე­ბი მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ. გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ტა­ძარ­ში შე­მო­დი­ან, მა­ცხოვ­რის და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტებს ზედ არ უყუ­რე­ბენ და პირ­და­პირ ამ ხატ­თან მი­დი­ან“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მღვდელმსა­ხურ­მა.

მისი თქმით, წმ. მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის იმ ხა­ტის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გან­თავ­სე­ბამ, რო­მელ­ზეც სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია რო­გორც მორ­წმუ­ნე­ებ­ში, ისე იერ­არ­ქი­ა­შიც.

"[ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია] იერ­არ­ქი­ა­შიც, რა არის და­სა­მა­ლი? ტა­ძარ­ში გვყავს მღვდელმსა­ხუ­რი და მისი ბა­ბუა დახ­ვრი­ტეს 1937 წელს. ამ კაცს იმ­დე­ნად მწა­რედ ახ­სოვს ნა­თე­სა­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი [ეს ამ­ბა­ვი], რომ თქვა, ტი­რი­ლი მინ­დო­დაო, წირ­ვა რომ უნდა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა იმ კედ­ლებ­ში, სა­დაც სტა­ლი­ნი თუნ­დაც პო­ზი­ტი­ურ ან ნე­გა­ტი­ურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად არ­სე­ბობ­სო. ეს მი­თხრა ტაძ­რის ჩვენ­მა მღვდელმსა­ხურ­მა.

ვინც იდე­ებს შეს­წი­რა ახალ­გაზ­რდე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, მის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით ნუ მოგვ­თხოვს ამას ნურც ეკ­ლე­სია, ნურც ერი და ნურც ბერი. თუ მე მა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ მიყ­ვარ­დეს სტა­ლი­ნი, ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა? წა­ვე­დით მა­შინ ყვე­ლა­ნი სახ­ლებ­ში, მე ჩემი პრინ­ცი­პე­ბი მაქვს. მე ხომ არა­ვის ვუშ­ლი ვი­საც უყ­ვარს? დაგ­ვა­ნე­ბონ თავი, ვი­საც არ გვიყ­ვარს“, - გა­ნა­ცხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dioklitiane
7

ჩემს დანახვაზე წინაპრები არ გახსენდება მამაო? 

..
33

:) ბიჯო.. სადამდე მიდის ეს ნეოლიბერალური დემაგოგიური პროპაგანდა.. უშნოდ შეფუთულ-შენიღბული, ვითომ ადამიანის კეთილდღეობისთვის.. ე.ი. სტალინი თუ ახატია, აღარ აინტერესებს უკვე დადებითი თუ უარყოფითი კონტექსტითაა, სტალინი ხატია და ვსიო.. :) და იოანე ნათლისმცემლის ხატზე რომ ჯალათი ხატია ხმლით ხელში, რომელიც თავს კვეთავს მას, მაგაზე რა რეაქცია აქვს მასეთი "ჩვილი" გულის პატრონს?!.. :) გაგიჟდნენ ნეოლიბერალები.. რა არგუმენტები მოჰყავთ.. ამათ თუ ყურადღებით უსმინე, ჭკუიდან გადახვალ..

ავტორი:

"გვყავს მღვდელმსახური, მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. თქვა, ტირილი მინდოდა, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინის გამოსახულება არსებობსო..." - როდის გადაწერენ მატრონა მოსკოველის ხატს?

"გვყავს მღვდელმსახური, მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. თქვა, ტირილი მინდოდა, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინის გამოსახულება არსებობსო..."  - როდის გადაწერენ მატრონა მოსკოველის ხატს?

სამების საკათედრო ტაძარში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის დაიწყება მატრონა მოსკოველის ხატის გადაწერა.

ამ დროისთვის ხატი კვლავ ტაძარშია განთავსებული. ხატის ე.წ. სტალინის ეპიზოდის შეცვლის მიზნით, პროცესში ჯერჯერობით არ ჩართულან სპეციალისტები.

"მე ვარ რიგითი, მორიგე მღვდელმსახური. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, აპირებენ თუ არა ხატის გატანას ან თუ ჩასწორება უნდათ, ეს უნდა გაკეთდეს ადგილზე, თუ ტაძრის სივრცის გარეთ. სამწუხაროდ, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი თქვენვე ნახეთ და არავის გადამოწმება არ სჭირდება, რომ ხატი ისევ იგივე მდგომარეობაშია და ჯერჯერობით არაფერი ცვლილება არ ჩანს. ალბათ, ნახეთ ძალიან ბევრი ყვავილი, რომელიც ხატთანაა. ამით მორწმუნეები მის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. გულდასაწყვეტია, რომ ადამიანები ტაძარში შემოდიან, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს ზედ არ უყურებენ და პირდაპირ ამ ხატთან მიდიან“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა.

მისი თქმით, წმ. მატრონა მოსკოველის იმ ხატის სამების ტაძარში განთავსებამ, რომელზეც სტალინია გამოსახული, ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც მორწმუნეებში, ისე იერარქიაშიც.

"[ვნებათაღელვა გამოიწვია] იერარქიაშიც, რა არის დასამალი? ტაძარში გვყავს მღვდელმსახური და მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ამ კაცს იმდენად მწარედ ახსოვს ნათესაობაში არსებული [ეს ამბავი], რომ თქვა, ტირილი მინდოდაო, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინი თუნდაც პოზიტიურ ან ნეგატიურ გამოსახულებად არსებობსო. ეს მითხრა ტაძრის ჩვენმა მღვდელმსახურმა.

ვინც იდეებს შესწირა ახალგაზრდების და ადამიანების სისხლი, უძილო ღამეები, ვინც ეს ყველაფერი ვიცით, მის მიმართ პოზიტიურად განწყობილები ვერ ვიქნებით ნუ მოგვთხოვს ამას ნურც ეკლესია, ნურც ერი და ნურც ბერი. თუ მე მაიძულებენ, რომ მიყვარდეს სტალინი, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა? წავედით მაშინ ყველანი სახლებში, მე ჩემი პრინციპები მაქვს. მე ხომ არავის ვუშლი ვისაც უყვარს? დაგვანებონ თავი, ვისაც არ გვიყვარს“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

იხილეთ ასევე: