სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე" - ანა ჯაბაური
"საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე" - ანა ჯაბაური

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის, ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გამ­სა­ხურ­დია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე უცხო­ე­თის კლი­ნი­კებ­ში ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ინ­ფი­ცირ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ჯა­ბა­უ­რი აცხა­დებს, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის­თვის გა­მოწ­ვე­ვაა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გამ­სა­ხურ­დია აღ­ნიშ­ნულ ინ­ფექ­ცი­ებს ნა­ხე­ვა­რი წელი ებ­რძო­და. ამ­ჟა­მად, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვილს ქარ­თველ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტებ­თან ერ­თად, სომ­ხე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი კი­ნე­ზო­თე­რა­პევ­ტი უტა­რებს მკურ­ნა­ლო­ბას.

"ნო­ემ­ბერ­ში ცოტ­ნეს სე­რი­უ­ლი ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრე­ბის ეპი­ზო­დი ჰქონ­და, ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და იქ ორი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­ვირ­თუ­ლა. ორი კვი­რა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნავ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უმ­კურ­ნა­ლეს. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია, სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის გა­მოწ­ვე­ვაა და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა. თურ­ქეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უმაღ­ლე­სი რან­გის კლი­ნი­კებ­ში, ცოტ­ნე და­ინ­ფი­ცირ­და ყვე­ლა­ზე მძი­მე 6 სა­ხე­ო­ბის ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ით, რა­მაც ბევ­რჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა მისი სი­ცო­ცხლე. ყვე­ლა ნევ­რო­ლო­გი თურ­ქეთ­შიც და გერ­მა­ნი­ა­შიც მოგ­ვი­წო­დებ­და რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა ცოტ­ნე ჰოს­პი­ტა­ლე­ბის­თვის ამის გამო და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სტა­ბი­ლუ­რი ჰე­მო­დი­ნა­მი­კის პი­რო­ბებ­ში, გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა სახ­ლში. გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 6 თვე ვებ­რძო­დით თურ­ქე­თი­სა და ევ­რო­პის კლი­ნი­კე­ბი­დან წა­მო­ყო­ლილ ჰოს­პი­ტა­ლურ ინ­ფექ­ცი­ებს და ძლივს და­ვა­მარ­ცხეთ. არა­და, ამ­გვა­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი საფრ­თხე სწო­რედ ინ­ფექ­ცი­ე­ბია. აქვე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტო ბრწყინ­ვა­ლე პრო­ფე­სი­ო­ნალ­სა და იშ­ვი­ათ ადა­მი­ანს, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი რგო­ლია ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მზრუნ­ველ ექიმ­თა დიდ გუნდში. მის­თვის არ არ­სე­ბობს დღე და ღამე, სა­მუ­შაო და დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი, ყო­ველ­თვის ჩვენ­თა­ნაა და ყო­ველ­თვის ხაზ­ზეა. და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ...

მოკ­ლედ, ამ­ჯე­რა­დაც შევ­ძე­ლით ამ სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა და ახლა ისევ უკე­თაა. ისევ შე­ვუ­დე­ქით აქ­ტი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ამ­ჟა­მად, ქარ­თველ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტებ­თან ერ­თად, სომ­ხე­თი­დან ერთი თვით ჩა­მო­სუ­ლი ცნო­ბი­ლი კი­ნე­ზო­თე­რა­პევ­ტი უტა­რებს მკურ­ნა­ლო­ბას. ამ სპე­ცი­ა­ლის­ტის გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, გერ­მა­ნე­ლი ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი ჩა­მოგ­ვყავს ერთი თვით. ასე­ვე გერ­მა­ნე­ლი ნევ­რო­ლო­გი გეგ­მუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის.

მე­ხუ­თე წე­ლია, მუდ­მივ ბრძო­ლა­სა და წვა­ლე­ბა­ში ვართ, მაგ­რამ ფარ-ხმალს მა­ინც არ ვყრით. სა­ო­ცა­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თა და ბრძო­ლის ჟი­ნი­თაა ცოტ­ნე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

ჩვენ კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და იმე­დის­მომ­ცე­მი წინსვლე­ბი ამ­ჯე­რად ექ­სპე­რი­მენ­ტის ფა­ზა­შია. ჰოდა, ჩვენც იმე­დი­ა­ნად და მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლით მათ და­ნერგვას“, - აცხა­დებს ჯა­ბა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
2

ჩვენ ზვიადი და მერაბის ხსოვნას სულ პატივს ვცემთ ცოტნე გამოჯამრთელდება და ჯაბაურს გავამგზავრებთ ირანში არვ ჩრდილო ოსეთში არ ააქ მას ადგილი

ია
7

შენ და ვითომ ექიმები სპეციალურად აინფიცირებთ მაგ კაცს კონტროლზე რომ გყავდეთ შე ძუკნა. ხმას როგო იღებ ვინმე ტყუვდება ასეთი ტყუილებით შენს თავს თუ მოატყუებ ოსები გაწვრთნილი ხართ კაცის მოწამვლაში სანამ ღმერთი ყველა საწამლავს არ გაჭმევთ.მალე შეგაჭმევს შენც. ნუ გეშინია მალე იქნება ეს შენზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე" - ანა ჯაბაური

"საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე" - ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ჯაბაური აცხადებს, ჰოსპიტალური ინფექციები მსოფლიო მედიცინისთვის გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამსახურდია აღნიშნულ ინფექციებს ნახევარი წელი ებრძოდა. ამჟამად, პირველი პრეზიდენტის შვილს ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ჩამოსული კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას.

"ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე. ყველა ნევროლოგი თურქეთშიც და გერმანიაშიც მოგვიწოდებდა რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ცოტნე ჰოსპიტალებისთვის ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, გაგვეგრძელებინა სახლში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე ვებრძოდით თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს და ძლივს დავამარცხეთ. არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვუხატო ბრწყინვალე პროფესიონალსა და იშვიათ ადამიანს, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც მთავარი რგოლია ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ...

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული.

ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვადევნებთ თვალყურს, სადაც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი წინსვლები ამჯერად ექსპერიმენტის ფაზაშია. ჰოდა, ჩვენც იმედიანად და მოთმინებით ველით მათ დანერგვას“, - აცხადებს ჯაბაური.