სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარგი მეორე ტაიმი და ძლივს მოგებული მატჩი: "ნაპოლის" სახლში აუტსაიდერის დამარცხება გაუჭირდა - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?
კარგი მეორე ტაიმი და ძლივს მოგებული მატჩი: "ნაპოლის" სახლში აუტსაიდერის დამარცხება გაუჭირდა - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?

სე­რია A-ს მე-20 ტურ­ში "ნა­პო­ლიმ" სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე აუტ­სა­ი­დე­რი "სლერ­ნი­ტა­ნა" 2:1 და­ა­მარ­ცხა. მას­პინ­ძლე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფ­ლენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, თუმ­ცა უხი­ფა­თოდ უტევ­დნენ, მო­ე­დან­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და, სტუმ­რე­ბი კი შო­რი­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თით კან­დრე­ვამ და­ა­წი­ნა­უ­რა. კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში სი­მე­ო­ნეს მო­პო­ვე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი­დან ან­გა­რი­ში პო­ლი­ტა­ნომ გა­ა­თა­ნაბ­რა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:1 დას­რულ­და.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ "ნა­პო­ლი" მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­აქ­ტი­ურ­და, კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან აა­ცი­ლა ბურ­თი კარს. მწვრთნელ­მა მა­ცა­რიმ გა­ე­ტა­ნო რას­პა­დო­რით, ხოლო პო­ლი­ტა­ნო ძერ­ბი­ნით შეც­ვა­ლა. ხვი­ჩას დარ­ტყმულ ბურთს მე­კა­რე ოჩოა და­ე­უფ­ლა. ცოტა ხან­ში ქარ­თვე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრიბ­ლინ­გით მცვე­ლებს გას­ცდა, მაგ­რამ მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მცვე­ლის­გან კუ­თხურ­ზე გა­ვი­და. მერე ისევ შე­იჭ­რა "კვა­რა" სა­ჯა­რი­მო­ში და გა­ტა­ნა ოჩო­ამ არ და­ა­ნე­ბა. თით­ქოს მატ­ჩი ფრედ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბო­ლოს რაჰ­მა­ნიმ სა­ლერ­ნო­ელ­თა კარი და­ლაშ­ქრა და "ნა­პო­ლიმ" გა­ი­მარ­ჯვა.

სამ­წუ­ხა­როდ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო და ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შემ­დეგ შეხ­ვედ­რას "ლა­ცი­ოს­თან" გა­მო­ტო­ვებს.

"ნა­პო­ლი" 31 ქუ­ლით მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა და შემ­დეგ მატჩს იტა­ლი­ის სუ­პერ­თას­ზე სა­უ­დის არა­ბეთ­ში 18 იან­ვარს „ფი­ო­რენ­ტი­ნას­თან“ ჩა­ა­ტა­რებს.

უცხო­ურ­მა პორ­ტალ­მა Whoscored-მა ქარ­თვე­ლის თა­მა­ში 7.6 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა, მე­ო­რე უცხორ­მა გა­მო­ცე­მა Flashscore-მა და Sofascore-მა კი 7.4

sportall.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-/-
2

რაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა მის მერე სულ დაღლილია ,დაასვენეთ ცოტა ხანი ნუღა აშუქებთ ,

zaza
0

უნიჭოების სპექტაკლია დღევანდელი ფეხბურთი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კარგი მეორე ტაიმი და ძლივს მოგებული მატჩი: "ნაპოლის" სახლში აუტსაიდერის დამარცხება გაუჭირდა - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?

კარგი მეორე ტაიმი და ძლივს მოგებული მატჩი: "ნაპოლის" სახლში აუტსაიდერის დამარცხება გაუჭირდა - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ?

სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "სლერნიტანა" 2:1 დაამარცხა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მოედანზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, სტუმრები კი შორიდან დარტყმული ბურთით კანდრევამ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში სიმეონეს მოპოვებული პენალტიდან ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ "ნაპოლი" მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ააცილა ბურთი კარს. მწვრთნელმა მაცარიმ გაეტანო რასპადორით, ხოლო პოლიტანო ძერბინით შეცვალა. ხვიჩას დარტყმულ ბურთს მეკარე ოჩოა დაეუფლა. ცოტა ხანში ქართველი შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველისგან კუთხურზე გავიდა. მერე ისევ შეიჭრა "კვარა" საჯარიმოში და გატანა ოჩოამ არ დაანება. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლოს რაჰმანიმ სალერნოელთა კარი დალაშქრა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას "ლაციოსთან" გამოტოვებს.

"ნაპოლი" 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში 18 იანვარს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა ქართველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა, მეორე უცხორმა გამოცემა Flashscore-მა და Sofascore-მა კი 7.4

sportall.ge