სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
35 მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე და რატომ გამოჩნდა ის მამის ოფიციალურ შეხვედრაზე?
35 მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე და რატომ გამოჩნდა ის მამის ოფიციალურ შეხვედრაზე?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 2003 წლი­დან იკა­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი მან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მა­მის­გან, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის­გან მი­ი­ღო, შე­სა­ბა­მი­სად მისი 27 წლის ვაჟი, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­მა­ვა­ლი კან­დი­და­ტია.

  • ცოტა ხნის წინ უმ­ცრო­სი ჰე­ი­და­რი მა­მის ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა - 2024 წლის 9 იან­ვარს ილ­ჰამ ალი­ევ­მა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენტს, შეიხ მო­ჰა­მედ ბინ ზა­ი­იდ ალ ნა­ჰა­ი­ან­სა და მის ოჯახს უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რას ორი­ვე მხრი­დან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ამ ფაქ­ტმა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის ეჭვი, რომ ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. 9 იან­ვრის შეხ­ვედ­რამ­დე, უმ­ცრო­სი ალი­ე­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ყა­რა­ბაღ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ეს იყო 2023 წლის დე­კემ­ბე­რი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, პრე­ზი­დენტ ალი­ევ­თან ერ­თად, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მო­ვი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალი ასა­დო­ვი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. ჰე­ი­დარს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ უკა­ვია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, ხომ არ ამ­ზა­დე­ბენ მას ალი­ე­ვე­ბის დი­ნას­ტი­ის გამ­გრძე­ლებ­ლად.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ვინ არის ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი უმ­ცრო­სი და რას საქ­მი­ა­ნობს ის?

უმ­ცროს ალი­ევ­ზე არც ისე ცოტა ინ­ფორ­მა­ცი­აა ცნო­ბი­ლი: იგი და­ი­ბა­და 1997 წლის 24 აგ­ვის­ტოს. და­ამ­თავ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია და მო­ი­ხა­და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟიშ­ვილ­მა იქორ­წი­ნა. ეს ამ­ბა­ვი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დე­და­მი­სის, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას „ინ­სტაგ­რა­მი­დან“ შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც შვი­ლი­სა და მისი რჩე­უ­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მათ ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვა.

ახალ­გაზ­რდა ალი­ევ­მა მო­ას­წრო და უკვე ფი­ნან­სურ სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა: ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის პრო­ექ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ალი­ე­ვე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფლობ­დნენ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც იმა­ლე­ბო­და პა­ნა­მა­სა და ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიღ­მა, ასე­ვე ძვი­რად ღი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას და ოქ­როს სა­ბა­დო­ებ­საც კი.

ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე სწო­რედ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი უმ­ცრო­სი და მისი ორი დაა და ამ ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ალი­ე­ვე­ბის სამი თა­ო­ბა

ამას­თან, ის ფლობს მდიდ­რულ სა­სახ­ლეს მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ გა­რე­უ­ბან­ში, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 35 მლნ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა ქო­ნე­ბაც არის მი­მო­ხი­ლუ­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, ყა­რა­ბაღ­ში სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ილ­ჰამ ალი­ევ­მა ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. არ­ჩევ­ნე­ბი 7 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს 7 წლით აირ­ჩე­ვენ.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
0

საქართველოს ერთი პრეზიდენტი მითხარით, ვისი შვილიც ჯარშია ნამყოფი

bebe
0

არ ვარ აზერბაიჯანში ნამყოფი, უნდა წავიდე, უნდა ვნახო რა ააშენე და გააკეთა ასეთი მეფის სტატუსი, რომ მიიღო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

35 მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე და რატომ გამოჩნდა ის მამის ოფიციალურ შეხვედრაზე?

35 მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე და რატომ გამოჩნდა ის მამის ოფიციალურ შეხვედრაზე?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს. აღნიშნული პოსტი მან მემკვიდრეობით მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან მიიღო, შესაბამისად მისი 27 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატია.

  • ცოტა ხნის წინ უმცროსი ჰეიდარი მამის ოფიციალურ შეხვედრაზე გამოჩნდა - 2024 წლის 9 იანვარს ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახს უმასპინძლა. შეხვედრას ორივე მხრიდან მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა აზერბაიჯანელების ეჭვი, რომ ის პრეზიდენტობისთვის ემზადება. 9 იანვრის შეხვედრამდე, უმცროსი ალიევი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ეს იყო 2023 წლის დეკემბერი.

აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტ ალიევთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ. ჰეიდარს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, შესაბამისად, ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა კითხვები, ხომ არ ამზადებენ მას ალიევების დინასტიის გამგრძელებლად.

უფრო კონკრეტულად კი, ვინ არის ჰეიდარ ალიევი უმცროსი და რას საქმიანობს ის?

უმცროს ალიევზე არც ისე ცოტა ინფორმაციაა ცნობილი: იგი დაიბადა 1997 წლის 24 აგვისტოს. დაამთავრა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია და მოიხადა სამხედრო სამსახური.

2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ვაჟიშვილმა იქორწინა. ეს ამბავი კი საზოგადოებამ დედამისის, მეჰრიბან ალიევას „ინსტაგრამიდან“ შეიტყო, რომელმაც შვილისა და მისი რჩეულის ფოტო გამოაქვეყნა და მათ ბედნიერება უსურვა.

ახალგაზრდა ალიევმა მოასწრო და უკვე ფინანსურ სკანდალშიც გაეხვა: ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ალიევების ოჯახის წევრები ფლობდნენ სხვადასხვა ბიზნესს, რომელიც იმალებოდა პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მიღმა, ასევე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას და ოქროს საბადოებსაც კი.

ქონების დიდი ნაწილის ოფიციალური მესაკუთრე სწორედ ჰეიდარ ალიევი უმცროსი და მისი ორი დაა და ამ ქონების ჯამური ღირებულება 120 მილიონი დოლარია.

ალიევების სამი თაობა

ამასთან, ის ფლობს მდიდრულ სასახლეს მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში, რომელიც ამჟამად დაახლოებით 35 მლნ დოლარად არის შეფასებული. ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის ფედერალური სარეგისტრაციო სამსახური ავრცელებს, პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაც არის მიმოხილული.

ცნობისათვის, 2023 წლის დეკემბერში, ყარაბაღში საბოლოო წარმატების შემდეგ, ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება და ქვეყნის პრეზიდენტს 7 წლით აირჩევენ.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი