საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?
"დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უკ­რა­ი­ნას სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ბოლო პა­კე­ტი გა­დას­ცა, რის­თვი­საც და­ფი­ნან­სე­ბა იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და.

თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ასე­თი პროგ­რა­მე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა ამო­ი­წუ­რა.

"დიახ. ჩვენ გა­ვე­ცით მა­რაგ­ში არ­სე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ბოლო პა­კე­ტი, რომ­ლის­თვი­საც და­ფი­ნან­სე­ბა გვქონ­და“, - თქვა კირ­ბიმ.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომში უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­გრეს­მა იმოქ­მე­დოს.

"დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვაწ­ვდი­დით, ახლა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რუ­სე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ იზ­რდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აშშ-ს კონ­გრეს­მა იმოქ­მე­დოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნა­ზე, რათა შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღოთ“, - გან­მარ­ტა ჯონ კირ­ბიმ.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზამ­თრის თვე­ებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო?
1

ფული შეიჭამა? შემდეგი რა იქნება?

როლანდი
3

აბა ამერიკისგან სხვას რას უნდა ელოდო??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

"დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა, რისთვისაც დაფინანსება იყო გამოყოფილი, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.

"დიახ. ჩვენ გავეცით მარაგში არსებული დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც დაფინანსება გვქონდა“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარება შეჩერებულია და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა იმოქმედოს.

"დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით, ახლა უკვე შეჩერებულია, რუსების მხრიდან თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა იმოქმედოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნაზე, რათა შემდგომი დაფინანსება მივიღოთ“, - განმარტა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, უკრაინას დახმარება ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში.