პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა
"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა

ხარ­კოვ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ზე რუ­სე­ბის ავი­ა­ი­ე­რი­შის დროს ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი და­შავ­და. ის თურ­ქულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს "ანა­დო­ლუს" წარ­მო­ად­გენს და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან მუ­შა­ობს.

ჟურ­ნა­ლის­ტი AMBEBI.GE-სთან აფეთ­ქე­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებს.

"მე და ჩემი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ოზგე ელიფ ქი­ზილი, სა­მუ­შაო დღის და­სას­რულს, ხარ­კოვ­ში ჩვენს სას­ტუმ­რო­ში დავ­ბრუნ­დით, სწო­რედ ამ დროს მოხ­და აფეთ­ქე­ბე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 11-ის ნა­ხე­ვა­რი იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გეთ. ამას რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოჰ­ყვა მე­ო­რე, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, სარ­კმე­ლი შე­მო­ინ­გრა, ოთახ­ში ყვე­ლა­ფე­რი დაფ­რი­ნავ­და. გა­დავ­წყვი­ტე, აბა­ზა­ნის­თვის შე­მე­ფა­რე­ბი­ნა თავი, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ ზო­გა­დად, აბა­ზა­ნის კედ­ლე­ბი მყა­რია, მაგ­რამ იქამ­დე მის­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან კვამლმა მხედ­ვე­ლო­ბა შე­მი­ზღუ­და. შემ­დეგ და­ვი­წყე ჩემი ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტის ძებ­ნა. ჩა­ვე­დი სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში, ქა­ლე­ბის კი­ვილ­ში ვცდი­ლობ­დი მო­მე­ძებ­ნა ჩემი კო­ლე­გა, იქ იყ­ვნენ სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. მო­ძებ­ნა რომ გა­მი­ჭირ­და, ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა ვცა­დე და მი­პა­სუ­ხა. თავს ოთახ­ში იყო. ძი­რი­თა­დი ნივ­თე­ბი ავი­ღეთ და სას­წრა­ფოდ გა­მო­ვე­დით გა­რეთ. ამ დროს შე­ნო­ბა­ში სა­ხან­ძრო გა­მოჩ­ნდა. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც მო­ვი­და. გა­რეთ კვამ­ლი, ცე­ცხლი და აფეთ­ქე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იყო. ჩვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი დამ­წვა­რი დაგ­ვხვდა. ამ დროს შევ­ნიშ­ნე, რომ ხელ­ზე მქონ­და მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა, გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ჩაგ­ვი­ტა­რეს კვლე­ვე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემს ფო­ტოგ­რაფს არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა.

თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, სას­წრა­ფოდ გა­მოგ­ზავ­ნეს ავ­ტო­მო­ბი­ლი და ახლა კი­ევ­ში გა­დავ­ყა­ვართ", - ამ­ბობს და­ვით კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
6

ლომჯარიას მოუყევი,მაგას უნდოდა აქ ცეცხლის წვიმა!

ნაროდ.
18

მიშა რას გადარჩი. როგორ გამოგაპარეს ბიძაშენებმა. კი ეყოლებოდი ეხლა, უკრაინის სამხედრო ტრიბუნალს გადაცემული. საერთაშორისო ძებნაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა

"პირველ აფეთქებას მალევე მოჰყვა მეორე. სარკმელი ჩაიმსხვრა... ოთახში ყველაფერი დაფრინავდა... " - რას ჰყვება ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვში აფეთქებისას დაშავდა

ხარკოვში, ერთ-ერთ სასტუმროზე რუსების ავიაიერიშის დროს ქართველი ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი დაშავდა. ის თურქულ საინფორმაციო სააგენტოს "ანადოლუს" წარმოადგენს და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მუშაობს.

ჟურნალისტი AMBEBI.GE-სთან აფეთქების მომენტს იხსენებს.

"მე და ჩემი ფოტორეპორტიორი ოზგე ელიფ ქიზილი, სამუშაო დღის დასასრულს, ხარკოვში ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქებები. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 11-ის ნახევარი იყო, როდესაც პირველი ძლიერი აფეთქების ხმა გავიგეთ. ამას რამდენიმე წამში მოჰყვა მეორე, ძლიერი აფეთქება, სარკმელი შემოინგრა, ოთახში ყველაფერი დაფრინავდა. გადავწყვიტე, აბაზანისთვის შემეფარებინა თავი, რადგან ცნობილია, რომ ზოგადად, აბაზანის კედლები მყარია, მაგრამ იქამდე მისვლა ვერ მოვახერხე, რადგან კვამლმა მხედველობა შემიზღუდა. შემდეგ დავიწყე ჩემი ფოტოკორესპოდენტის ძებნა. ჩავედი სასტუმროს ფოიეში, ქალების კივილში ვცდილობდი მომეძებნა ჩემი კოლეგა, იქ იყვნენ სხვა დაშავებულებიც. მოძებნა რომ გამიჭირდა, ტელეფონზე დარეკვა ვცადე და მიპასუხა. თავს ოთახში იყო. ძირითადი ნივთები ავიღეთ და სასწრაფოდ გამოვედით გარეთ. ამ დროს შენობაში სახანძრო გამოჩნდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. გარეთ კვამლი, ცეცხლი და აფეთქებული ავტომობილები იყო. ჩვენი ავტომობილი დამწვარი დაგვხვდა. ამ დროს შევნიშნე, რომ ხელზე მქონდა მცირე დაზიანება, გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, ჩაგვიტარეს კვლევები, მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ფოტოგრაფს არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა.

თურქეთის საელჩოს დახმარებით, სასწრაფოდ გამოგზავნეს ავტომობილი და ახლა კიევში გადავყავართ", - ამბობს დავით კაჭკაჭიშვილი.