მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."
ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."

ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზან­დი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლისმღვრელ ომში უკ­რა­ი­ნის დიდი მხარ­დამ­ჭე­რია. ამ ცოტა ხნის წინ კი­ე­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის მე­დი­ცი­ნის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა ცენ­ტრმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსოფ­ლი­ოს გა­მორ­ჩე­ულ­მა არ­ტის­ტმა უკ­რა­ი­ნას რე­ა­ნო­მო­ბი­ლი აჩუ­ქა.

სხვა­თა შო­რის, ეს არის მე­ო­თხე ასე­თი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან მსა­ხი­ო­ბის გუ­ლუხ­ვო­ბით და ამ სა­ჩუქ­რის შე­სა­ხებ პოს­ტში წე­რენ:

"C ტი­პის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი არის ერ­თგვა­რი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ბორ­ბლებ­ზე. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებს შე­უძ­ლი­ათ პირ­ვე­ლა­დი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე მძი­მე ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბარ­ბა­რა 2022 წელს გახ­და UNITED24-ის ელჩი, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ხრით და ღიად და­ი­წყო უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი.

"მე ვარ წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი ფეს­ვე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით შეძ­რუ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლით. მათი გამ­ძლე­ო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა გახ­და ნამ­დვი­ლი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყვე­ლას­თვის, ვინც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს დე­მოკ­რა­ტი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და ებ­რძვის ავ­ტო­რი­ტა­რიზმს", - აღ­ნიშ­ნავს ბარ­ბა­რა.

2023 წლის მა­ის­ში სტრე­ი­ზან­დმა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ვიქ­ტორ ლი­აშ­კოს 240 ათა­სი დო­ლა­რის ჩეკი გა­დას­ცა. მა­ნამ­დე ვარ­სკვლავ­მა უკ­რა­ი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეს­წი­რა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
39

რაიოო?უკრაინელ ებრაელიოო? ტიტუუუ რაფრა გადალესილ ლობიოსავით ყოფილა აი ქალი. უყვარს ვინცხა მაინც? არა ხო?

სურენა
30

ბარბარას ალბათ წარმოდგენაც არა აქვს თუ რარიგ "დახვეწილ ტექნოლოგიებს" იყენებენ უკრაინაში დასავლური $$ დახმარებების თვალსა და ხელს შუა ასაორთქლებლად. ალბათ არც ის იცის ათასობით უკვე მილიონერი უკრაინელი რომ ცხოვრობს ევროპაში. თუმცა რა ჩემი საქმეა, დაე ისე მოიქცნენ როგორც თავად თვლიან საჭიროდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."

ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ბარბარა სტრეიზანდი რუსეთის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში უკრაინის დიდი მხარდამჭერია. ამ ცოტა ხნის წინ კიევის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის რეგიონალურმა ცენტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს გამორჩეულმა არტისტმა უკრაინას რეანომობილი აჩუქა.

სხვათა შორის, ეს არის მეოთხე ასეთი მანქანა, რომელსაც შეუძლია უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა. თანამშრომლები აღფრთოვანებულნი არიან მსახიობის გულუხვობით და ამ საჩუქრის შესახებ პოსტში წერენ:

"C ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები არის ერთგვარი ინტენსიური თერაპიის განყოფილება ბორბლებზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს შეუძლიათ პირველადი მკურნალობის ჩატარება, ასევე მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირება და მონიტორინგი".

საინტერესოა, რომ ბარბარა 2022 წელს გახდა UNITED24-ის ელჩი, სამედიცინო დახმარების განხრით და ღიად დაიწყო უკრაინისთვის დახმარების საჭიროებაზე ლაპარაკი.

"მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით, განსაკუთრებით შეძრული ვარ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლით. მათი გამძლეობა და გამბედაობა გახდა ნამდვილი შთაგონების წყარო ყველასთვის, ვინც ყველაფერს აკეთებს დემოკრატიის შესანარჩუნებლად და ებრძვის ავტორიტარიზმს", - აღნიშნავს ბარბარა.

2023 წლის მაისში სტრეიზანდმა ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ ლიაშკოს 240 ათასი დოლარის ჩეკი გადასცა. მანამდე ვარსკვლავმა უკრაინის სამედიცინო სფეროს მილიონი დოლარი შესწირა.