მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია
თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია

თურ­ქეთ­ში 34 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ის­რა­ე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო "მო­სა­დის­თვის" მუ­შა­ობ­დნენ. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პო­ლი­ცია ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში შე­იჭ­რა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დო და პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­ში ჩას­ხა. ის­რა­ე­ლის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებს.

თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, მათ სტამ­ბოლ­ში სპე­ცო­პე­რა­ცია 57 მი­სა­მარ­თზე ჩა­ა­ტა­რეს და 34 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა 12 ეჭ­ვმი­ტა­ნილს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ. თურ­ქე­თის შსს მი­ნის­ტრმა, ალი იერ­ლი­კა­ი­ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დე­ოც გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბი­ნებ­ში მას შემ­დეგ შე­იჭრ­ნენ, რაც გა­ი­გეს, რომ ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა ტაქ­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ცდი­ლობ­და, მათ შო­რის და­სა­ხელ­და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დევ­ნის და გა­ტა­ცე­ბის გეგ­მე­ბიც.

იერ­ლი­კა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში "ჰა­მა­სი" სა­ერ­თოდ არ მო­უხ­სე­ნი­ე­ბია, თუმ­ცა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­სულ თვე­ში ის­რა­ე­ლი მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა, რომ თუ ის თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბას შე­ეც­დე­ბო­და, ამის­თვის მწა­რედ აზღვე­ვი­ნებ­დნენ. ერ­დო­ღან­მა ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებს "გან­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლე­ბიც" კი უწო­და, რომ­ლე­ბიც "თა­ვი­ანთ მი­წას იცა­ვენ".

აშშ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თურ­ქე­თი "ჰა­მასს" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად დღემ­დე არ მო­იხ­სე­ნი­ებს, მის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან კავ­ში­რებს კვლავ ინარ­ჩუ­ნებს და ზო­გი­ერთ წევ­რს თურ­ქე­თის ტე­რო­ტო­რი­ა­ზეც მას­პინ­ძლობს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მამუკა
0

ენვერი თურქულად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია

თურქეთში "მოსადთან" კავშირის ბრალდებით 34 ადამიანი დააკავეს - ისრაელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია

თურქეთში 34 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო "მოსადისთვის" მუშაობდნენ. ჩატარებული რეიდის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ადამიანების საცხოვრებელ ბინებში შეიჭრა, ეჭვმიტანილებს ხელბორკილები დაადო და პოლიციის მანქანებში ჩასხა. ისრაელის მომხდარის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

თურქი სამართალდამცავების თქმით, მათ სტამბოლში სპეცოპერაცია 57 მისამართზე ჩაატარეს და 34 ადამიანი დააკავეს, თუმცა 12 ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ეძებენ. თურქეთის შსს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ სპეცოპერაციის ვიდეოც გაავრცელა. მისი თქმით, სამართალდამცავები ბინებში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც გაიგეს, რომ ისრაელის დაზვერვა ტაქტიკური ამოცანების შესრულებას ცდილობდა, მათ შორის დასახელდა თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დევნის და გატაცების გეგმებიც.

იერლიკაიას განცხადებაში "ჰამასი" საერთოდ არ მოუხსენიებია, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეში ისრაელი მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ის თურქეთის ტერიტორიაზე დაჯგუფების წევრების მკვლელობას შეეცდებოდა, ამისთვის მწარედ აზღვევინებდნენ. ერდოღანმა ერთ-ერთ გამოსვლაში "ჰამასის" მებრძოლებს "განმათავისუფლებლებიც" კი უწოდა, რომლებიც "თავიანთ მიწას იცავენ".

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად დღემდე არ მოიხსენიებს, მის მაღალჩინოსნებთან კავშირებს კვლავ ინარჩუნებს და ზოგიერთ წევრს თურქეთის ტეროტორიაზეც მასპინძლობს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა