სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა
მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა

სამ­ხრეთ კო­რე­ის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ლი ჯე-მი­უნ­გი ქა­ლაქ ბუ­სან­ში ვი­ზი­ტის დროს კი­სერ­ში და­ნით დაჭ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პო­ლი­ტი­კოსს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, უკვე გონს მო­ე­გო და ახლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ცდი­ლობს.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სპი­კერ­მა კვონ ჩილ-სუნ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კოსს ვე­ნის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლაქ ბუ­სან­ში გა­დოკ­დოს ახა­ლი აე­რო­პორ­ტის სა­ნა­ხა­ვად იყო ჩა­სუ­ლი და რე­პორ­ტი­ო­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, როცა მას უცხო ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს. კვონ ჩილ-სუნ­გმა პო­ლი­ტი­კო­სის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას "ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი" და "დე­მოკ­რა­ტი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე" უწო­და.

ბუ­სა­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს, 60 წლის მა­მა­კა­ცია. ის პო­ლი­ტი­კოს­თან ავ­ტოგ­რა­ფის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვი­და, შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ეს­ხა, - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ამ ბრი­ფინგზე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ლი ჯე-მი­უნგზე თავ­დას­ხმის მო­ტი­ვის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ.

პო­ლი­ტი­კოს­ზე თავ­დას­ხმის შემ­ზა­რა­ვი მო­მენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პირ ეთერ­შიც გა­და­ი­ცა.

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, იუნ სუკ იოლ­მა ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ასეთ ძა­ლა­დო­ბას არა­ვის აპა­ტი­ე­ბენ და პო­ლი­ცი­ას საქ­მის სას­წრა­ფო გა­მო­ძი­ე­ბა მოს­თხო­ვა.

59 წლის ლი ჯე-მი­უნ­გი 2022 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში იუნ სუკ იოლ­მა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად და­ა­მარ­ცხა. მას შემ­დეგ ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფრთის ლი­დე­რი გახ­და და აპ­რი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თარ პარ­ტი­ას­თან ერ­თად ემ­ზა­დე­ბო­და.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე!
14

ეს სამხრეთ კორეიაში მოხდა, თუ ჩრდილოეთ კორეიაში? შეცდომაა, ეს სამხრეთში არ მოხდებოდა.

კოკი
4

იმიტო დადიან აქ პოლიტიკოსები დაცვებით , ჯიპებით მ შვილებსაც იმიტო აგზავნიან მთავრობის თვითმფრინავებით და იმიტო აფორმებან სიდედრებისა და ნათესავების სახელზე ქონებებს რომ ვინმე თავს არ დაესხან .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა

მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში - სამხრეთ კორეაში პოლიტიკოსი დანით ყელში დაჭრეს: დამნაშავე ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი თავს დაესხა

სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ ბუსანში ვიზიტის დროს კისერში დანით დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიტიკოსს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, უკვე გონს მოეგო და ახლა გამოჯანმრთელებას ცდილობს.

დემოკრატიული პარტიის სპიკერმა კვონ ჩილ-სუნგმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსს ვენის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

პოლიტიკოსი ქალაქ ბუსანში გადოკდოს ახალი აეროპორტის სანახავად იყო ჩასული და რეპორტიორებს ესაუბრებოდა, როცა მას უცხო ადამიანი დაესხა თავს. კვონ ჩილ-სუნგმა პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობას "ტერორისტული აქტი" და "დემოკრატიის სერიოზული საფრთხე" უწოდა.

ბუსანის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, 60 წლის მამაკაცია. ის პოლიტიკოსთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდა, შემდეგ კი მოულოდნელად თავს დაესხა, - განაცხადა პოლიციამ ბრიფინგზე. სამართალდამცავები ლი ჯე-მიუნგზე თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.

<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/s6_AO5Gfsrs" title="Lee Jae-myung stabbing: footage shows attack on South Korea opposition leader" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

პოლიტიკოსზე თავდასხმის შემზარავი მომენტი ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც გადაიცა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ინციდენტის შესახებ ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ ძალადობას არავის აპატიებენ და პოლიციას საქმის სასწრაფო გამოძიება მოსთხოვა.

59 წლის ლი ჯე-მიუნგი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იუნ სუკ იოლმა დიდი ძალისხმევის შედეგად დაამარცხა. მას შემდეგ ლი დემოკრატიული ფრთის ლიდერი გახდა და აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ პარტიასთან ერთად ემზადებოდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა