მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბანში ლიკვიდირებულია "ჰამასის" ლიდერის მოადგილე - ვინ იყო სალეჰ ალ-არური, ვის გამოც "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით ემუქრება?
ლიბანში ლიკვიდირებულია "ჰამასის" ლიდერის მოადგილე - ვინ იყო სალეჰ ალ-არური, ვის გამოც  "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით ემუქრება?

"ჰა­მა­სის" ლი­დე­რის მო­ად­გი­ლე, სა­ლეჰ ალ-არუ­რი, რო­მე­ლიც ბე­ი­რუთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ის­რა­ე­ლის მტკი­ცე­ბით, არუ­რის მკვლე­ლო­ბა არ იყო ლი­ბან­ზე თავ­დას­ხმა, თუმ­ცა ამას არ ეთან­ხმე­ბა "ჰეზ­ბო­ლა", რო­მე­ლიც არუ­რის მკვლე­ლე­ბის დას­ჯით იმუქ­რე­ბა.

"ჰა­მა­სმა" დაგ­მო მისი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რის სიკ­ვდი­ლი, ხოლო მის­მა მო­კავ­ში­რემ, "ჰეზ­ბო­ლამ" გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ლი­ბა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმაც იყო.
  • ლი­ბა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნის კონ­ფლიქ­ტში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც ლი­ბა­ნუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, არუ­რი, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის მო­ად­გი­ლეა, სამ­ხრეთ ბე­ი­რუთ­ში დრო­ნით თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. და­ღუ­პუ­ლია დაჯ­გუ­ფე­ბის კი­დევ 6 წევ­რი, მათ შო­რის ორი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი.

არუ­რი იყო ალ-ქა­სა­მის ბრი­გა­დე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა და "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს ახლო მო­კავ­ში­რე. ის ლი­ბან­ში მისი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და "ჰეზ­ბო­ლას" შო­რის მო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით იყო ჩა­სუ­ლი.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის სპი­კერ­მა მარკ რე­გევ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მკვლე­ლო­ბა ის­რა­ელ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ ვი­საც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს, ცხა­დია, რომ ლი­ბა­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ზე თავ­დას­ხმა სუ­ლაც არ იყო მისი მი­ზა­ნი: "ეს თვით ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეზ­ბო­ლა­ზე" თავ­დას­ხმაც კი არ ყო­ფი­ლა. ვინც ეს გა­ა­კე­თა, "ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე სურ­და დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა, ეს აშ­კა­რაა", - გა­ნა­ცხა­და რე­გევ­მა.

შე­ნო­ბის ფა­სა­დი, სა­დაც ალ-არუ­რი მოკ­ლეს

  • 57 წლის არუ­რი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის ფი­გუ­რაა მათ შო­რის, ვინც ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შემ­დეგ მოკ­ლეს.

და­ჰიე, სა­დაც არუ­რი მოკ­ლეს, "ჰეზ­ბო­ლას" ციხე-სი­მაგ­რე­დაა ცნო­ბი­ლი. თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის გარ­შე­მო, სა­დაც "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის მო­ად­გი­ლე მოკ­ლეს, მე­ხან­ძრე­ე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მისი თქმით, თავ­დას­ხმის შემ­დეგ შე­ნო­ბის ფა­სად­ზე დიდი ზო­მის ხვრე­ლი ჩან­და.

"ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ფრთის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჰა­ნი­ემ თავ­დას­ხმას "ლაჩ­რუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი" უწო­და. მისი თქმით, ეს "ლი­ბა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვაა და აგ­რე­სი­ის მას­შტა­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა".

გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "ჰეზ­ბო­ლა­მაც". მათი თქმით, არუ­რის სიკ­ვდი­ლი "ლი­ბან­ზე, მის ხალ­ხსა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმაა". გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ჰეზ­ბო­ლა" ამ და­ნა­შა­ულს უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს და თავ­დამ­სხმელს დას­ჯის.

ლი­ბა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, აბ­და­ლა ბუ ჰა­ბიბ­მა BBC Radio 4-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი მთავ­რო­ბა "ჰეზ­ბო­ლას­თან" კავ­შირ­შია და ცდი­ლობს, კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბა თა­ვი­დან აი­რი­დოს:

"შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ... არც ლი­ბა­ნე­ლებს და არც "ჰეზ­ბო­ლას" არ სურთ რე­გი­ო­ნა­ლურ ომში ჩარ­თვა",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა. მან და­სავ­ლეთს მო­უ­წო­და, "ის­რა­ელ­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს, რათა მან ლი­ბან­ში, ბე­ი­რუთ­სა და ღა­ზა­ში ძა­ლა­დო­ბა შე­წყვი­ტოს".

ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, არუ­რი ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ფრთის დე ფაქ­ტო ლი­დე­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ასე­ვე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2014 წელს ის ოკუ­პი­რე­ბულ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე სამი ებ­რა­ე­ლი მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის 90-იანი წლე­ბი­დან ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში სხვა­დას­ხვა თავ­დას­ხმე­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს.

Times of Israel-ის თქმით, არუ­რი "ჰა­მა­სის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ირან­სა და "ჰეზ­ბო­ლას­თან".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 2015 წელს სა­ლეჰ ალ-არუ­რი ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და და მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო და­ა­წე­სა.

აშშ-მა ის "ჰა­მა­სის" ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლად და­ა­სა­ხე­ლა და და­ა­სან­ქცი­რა. აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო სამ­სა­ხუ­რი ალ-არუ­რის ახა­სი­ა­თებ­და, რო­გორც დაჯ­გუ­ფე­ბის მთა­ვარ ფი­ნან­სისტს, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო­ებს თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვა­სა და არე­უ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში ფი­ნან­სუ­რად უწყობ­და ხელს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------------
0

ხო მაგარი ქინები მთელის მსოფლიო რომ გეხმარება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვის სიტემები და იარარღი გაქვს, დანგრეულ სახლებს ერთ კვირაში რომ უშენებ უსახლკაროს, ყველას ასხლს სარდაფი რომ აქვს მოწყობილი უმაღლეს დონეზე!!!ჯარი შეირარებული ნომერ პირველი და პლიუს ყველაზე ძლიერი მოკავშირეები!!!! უკრაიანსავიღ ხალხი აბაზანებში კი არ ამოხოცეს და ბავშვები სახლებში დაადუღეს!!! განხავავებას ვერ ხედავთ?? ჩვენ რა გავქვს??ყველა მილიარდელი ებერაელია, ყველა ჭკუის კოლოფიც!!! აცვენ?? თუ ვინემ გამოაცნდა ყვავებივით დავსევით და გავაქცევთ!!!! იქ იბრძვიან ტადაგან იციან რომ 99% გადარცები ისე ხარ შეიარარებული!! მარატო თავდაცვის სისტემები, ყველამ იცის წინასწარ როდის უნდ დაომალოს!!!!! დაფიქრდით ამაზე!!! რა მოიგონეს და გააკეთეს კიდეც!!!! არაცერთ ქვეყნას არ აქვს!!!

A dos
18

ჩვენ სანაპიროსთანაც თუ დადგება ამერიკული ავიამზიდები და იტყვის ვინც საქართველოს დაბომბავს პასუხს გავცემთო, ჩვენც ჩავატარებთ მზგავს და უფრო მაგარ რაღაცეებს, მარტო შეშფოთება აღშფოთების იმედათ ვერც ჩვენ ვიზამთ ვერაფრს და ვერც იზრაელი იზამდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ლიბანში ლიკვიდირებულია "ჰამასის" ლიდერის მოადგილე - ვინ იყო სალეჰ ალ-არური, ვის გამოც "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით ემუქრება?

ლიბანში ლიკვიდირებულია "ჰამასის" ლიდერის მოადგილე - ვინ იყო სალეჰ ალ-არური, ვის გამოც  "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით ემუქრება?

"ჰამასის" ლიდერის მოადგილე, სალეჰ ალ-არური, რომელიც ბეირუთში ცხოვრობდა, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის მტკიცებით, არურის მკვლელობა არ იყო ლიბანზე თავდასხმა, თუმცა ამას არ ეთანხმება "ჰეზბოლა", რომელიც არურის მკვლელების დასჯით იმუქრება.

"ჰამასმა" დაგმო მისი წამყვანი ფიგურის სიკვდილი, ხოლო მისმა მოკავშირემ, "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ ეს ლიბანის სუვერენიტეტზე თავდასხმაც იყო.
  • ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ისრაელი ლიბანის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.

როგორც ლიბანური მედია იუწყება, არური, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის მოადგილეა, სამხრეთ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაღუპულია დაჯგუფების კიდევ 6 წევრი, მათ შორის ორი სამხედრო მეთაური.

არური იყო ალ-ქასამის ბრიგადების მთავარი ფიგურა და "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ახლო მოკავშირე. ის ლიბანში მისი ტერორისტული დაჯგუფებისა და "ჰეზბოლას" შორის მოკავშირის სახელით იყო ჩასული.

ისრაელის მთავრობის სპიკერმა მარკ რეგევმა არ დაადასტურა, რომ მკვლელობა ისრაელმა განახორციელა, თუმცა განაცხადა, რომ ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს, ცხადია, რომ ლიბანის სახელმწიფოზე თავდასხმა სულაც არ იყო მისი მიზანი: "ეს თვით ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლაზე" თავდასხმაც კი არ ყოფილა. ვინც ეს გააკეთა, "ჰამასის" ხელმძღვანელობაზე სურდა დარტყმის მიყენება, ეს აშკარაა", - განაცხადა რეგევმა.

შენობის ფასადი, სადაც ალ-არური მოკლეს

  • 57 წლის არური ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა მათ შორის, ვინც ისრაელის სამხედრო ძალებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოკლეს.

დაჰიე, სადაც არური მოკლეს, "ჰეზბოლას" ციხე-სიმაგრედაა ცნობილი. თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალსართულიანი შენობის გარშემო, სადაც "ჰამასის" ლიდერის მოადგილე მოკლეს, მეხანძრეები და მედიკოსები შეიკრიბნენ. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ შენობის ფასადზე დიდი ზომის ხვრელი ჩანდა.

"ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელმა, ჰანიემ თავდასხმას "ლაჩრული ტერორისტული აქტი" უწოდა. მისი თქმით, ეს "ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევაა და აგრესიის მასშტაბის გაფართოებას ემსახურება".

განცხადება გააკეთა "ჰეზბოლამაც". მათი თქმით, არურის სიკვდილი "ლიბანზე, მის ხალხსა და უსაფრთხოებაზე განხორციელებული სერიოზული დარტყმაა". განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჰეზბოლა" ამ დანაშაულს უპასუხოდ არ დატოვებს და თავდამსხმელს დასჯის.

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა BBC Radio 4-ს განუცხადა, რომ მისი მთავრობა "ჰეზბოლასთან" კავშირშია და ცდილობს, კონფლიქტის გაღვივება თავიდან აირიდოს:

"შეშფოთებულები ვართ... არც ლიბანელებს და არც "ჰეზბოლას" არ სურთ რეგიონალურ ომში ჩართვა",- განაცხადა მინისტრმა. მან დასავლეთს მოუწოდა, "ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მან ლიბანში, ბეირუთსა და ღაზაში ძალადობა შეწყვიტოს".

ისრაელის მედიის ცნობით, არური ჰამასის სამხედრო ფრთის დე ფაქტო ლიდერად განიხილებოდა. ასევე ვარაუდობენ, რომ 2014 წელს ის ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სამი ებრაელი მოზარდის გატაცებასა და მკვლელობაშიც მონაწილეობდა. ის 90-იანი წლებიდან ისრაელის ციხეებში სხვადასხვა თავდასხმებისთვის იხდიდა სასჯელს.

Times of Israel-ის თქმით, არური "ჰამასის" მაღალჩინოსნებს შორის ყველაზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირანსა და "ჰეზბოლასთან".

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს სალეჰ ალ-არური ტერორისტად გამოაცხადა და მასზე ინფორმაციისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

აშშ-მა ის "ჰამასის" ფულადი გზავნილებზე პასუხისმგებლად დაასახელა და დაასანქცირა. აშშ-ს სახაზინო სამსახური ალ-არურის ახასიათებდა, როგორც დაჯგუფების მთავარ ფინანსისტს, რომელიც "ჰამასის" სამხედროებს თავდასხმების დაგეგმვასა და არეულობის ხელშეწყობაში ფინანსურად უწყობდა ხელს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა