კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - სად შეიქმნა პრობლემები და შეიზღუდა რიგი ავტოტრანსპორტის მოძრაობა?
თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - სად შეიქმნა პრობლემები და შეიზღუდა რიგი ავტოტრანსპორტის მოძრაობა?

სა­ქარ­თვე­ლოს რიგ რა­ი­ო­ნებ­ში თოვლმა და ყი­ნულ­მა გზებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლი­ე­რი თო­ვის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის და გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში, გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე მხო­ლოდ ზვავ­დამ­ცა­ვი გვი­რა­ბე­ბის გავ­ლით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მით მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და კო­ორ­დი­ნა­ცი­ით.

თო­ვის გამო მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხილ­ზეც. რო­გორც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი იუ­წყე­ბა, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ52 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ70-კმ185 (ხა­ი­ში-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ70 (ზუგ­დი­დი-ხა­ი­ში) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გზებ­ზე არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

ალექს
3

აუუჰ, ისევ დაკეტილა ლარსი ? კაცო, თუ სულ დაკეტილია, როგორ ამარაგებს რუსეთს ეგ სულგადაკეტილი სასაზღვრო გადასასვლელი მსოფლიო საქონელნაკადით ამ პირდამშეულ 150 მილიონიან რუსეთს ,?! სხვა გადასასვლელებიც აქვსო , იძახიან ღიააო, ასე 500-ზე მეტი იქნებაო სახმელეთო, საპორტე სამასი 8 ზღვასა და 5 ოკენაეზე, სამასამდე აეროპორტიო , და ვგონებ კოსმოსიც ღიად ქონიათ და ელექტრომაგნიტურ, სხივურ და მობილურ ინტერნეტულ პროდუქტს იქიდან ღებულობსო !? ჰა ?! არა , ოჩამჩირაის პორტი თუ არ მოთხარეს , ცუდადაა მაგათი საქმე , ახლა ერთი გემიც ვერ ეტევა , რასაც გემი ქვია , კატერები შედიგამოდიან, ფელუკები და არა ყოფნით სიღრმეები და სიგრძეები, მდინარესაც შლამი მეტი ჩააქვს, ვიდრე დრედჯერებს ამოაქვსთ !

ავტორი:

თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - სად შეიქმნა პრობლემები და შეიზღუდა რიგი ავტოტრანსპორტის მოძრაობა?

თოვლი და ლიპყინული რეგიონებში - სად შეიქმნა პრობლემები და შეიზღუდა რიგი ავტოტრანსპორტის მოძრაობა?

საქართველოს რიგ რაიონებში თოვლმა და ყინულმა გზებზე პრობლემები შექმნა. ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზებზე არსებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.