პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა შობას 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნავს (ფოტოები)
უკრაინა შობას 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნავს (ფოტოები)

უკ­რა­ი­ნა შო­ბას 25 დე­კემ­ბერს წელს პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავს. პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ ივ­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონს, რო­მე­ლიც შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის 7 იან­ვრის ნაც­ვლად 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ვნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შობა არის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ავ­სებს გუ­ლებს სი­ნათ­ლით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გვაძ­ლევს იმედს. უკვე მე­ო­რე წე­ლია, ვსწავ­ლობთ მის სხვა ფორ­მას, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბას. ეს არის შობა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის დროს. შობა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბით, კონ­ტექ­სტით და არო­მა­ტით, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნე­ლებს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.

"ოჯა­ხუ­რი ვახ­შა­მი სახ­ლში არ არის ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ჩვე­უ­ლებ­რივ იყო. იმი­ტომ რომ ყვე­ლა არ ვართ სახ­ლში და ყვე­ლას არ აქვს სახ­ლი. ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და არა ის, თუ რა კერ­ძე­ბი დევს მა­გი­და­ზე, არა­მედ ის, თუ ვინ ზის მა­გი­დას­თან და რა ძვირ­ფა­სია მათი გვერ­დით ყოფ­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლას, ვინც ომში იმ­ყო­ფე­ბა, შინ მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა.

"ყო­ველ­დღე ვლო­ცუ­ლობთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ ომის დას­რუ­ლე­ბის­თვის. ვლო­ცუ­ლობთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. დღე­საც ასე მო­ვიქ­ცე­ვით. სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ. სა­დაც არ უნდა გა­ვა­ტა­როთ შობა. დღეს ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლი ერ­თა­დაა. შო­ბას ყვე­ლა ერ­თად ვხვდე­ბით, რო­გორც ერთი დიდი ოჯა­ხი, რო­გორც ერთი ერი, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ბო­რო­ტე­ბა და­მარ­ცხდე­ბა და სი­კე­თე გა­ი­მარ­ჯვებს.

"შო­ბის ღამე არის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღა­მე­ე­ბის დრო, მაგ­რამ ხვა­ლი­დან დღე გა­ხან­გრძლივ­დე­ბა, სი­ნათ­ლე გა­ბა­ტო­ნე­ბას და­ი­წყებს. შუქი გაძ­ლი­ერ­დე­ბა და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, დღი­თი დღე, სიბ­ნე­ლე უკან და­ი­ხევს. სიბ­ნე­ლე წა­ა­გებს. ბო­რო­ტე­ბა და­მარ­ცხდე­ბა. დღეს ეს არის ჩვე­ნი სა­ერ­თო მი­ზა­ნი, ჩვე­ნი სა­ერ­თო ოც­ნე­ბა და ეს არის რის­თვი­საც ყვე­ლა ვლო­ცუ­ლობთ : ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნის­თვის. იმ დღის­თვის, რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად შევ­ძლებთ სახ­ლში მის­ვლას, მშვი­დო­ბი­ან შო­ბას, მშვი­დო­ბი­ან წელს და ვე­ტყვით ერ­თმა­ნეთს: "ქრის­ტე იშვა!“- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
3

უკრაინა უკვე მესამე ფაზაში გადადის. იყო ტრაგედია, ეხლა ტრაგიკომედიაა და მალე კომედიაში გადავა და ეს მალე ..........2024 წელი იქნება და დასრულდება მარტში . მაისში სულ სხვა ვითარერება იქნება უკრაინაში . 

ჰოპლა
26

სულ უკუღმა მიდის ამათი საქმე, მასხარას ეპოქა იღებს სათავეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

უკრაინა შობას 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნავს (ფოტოები)

უკრაინა შობას 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნავს (ფოტოები)

უკრაინა შობას 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.

შობა არის დღესასწაული, რომელიც ავსებს გულებს სინათლით, რომელიც ყოველთვის გვაძლევს იმედს. უკვე მეორე წელია, ვსწავლობთ მის სხვა ფორმას, სხვა განზომილებას. ეს არის შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და არომატით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა.

"ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივ იყო. იმიტომ რომ ყველა არ ვართ სახლში და ყველას არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ ვინ ზის მაგიდასთან და რა ძვირფასია მათი გვერდით ყოფნა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ყველას, ვინც ომში იმყოფება, შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

"ყოველდღე ვლოცულობთ თითოეული მათგანისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბოროტება დამარცხდება და სიკეთე გაიმარჯვებს.

"შობის ღამე არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დრო, მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე გაბატონებას დაიწყებს. შუქი გაძლიერდება და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან დაიხევს. სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის რისთვისაც ყველა ვლოცულობთ : ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს და ვეტყვით ერთმანეთს: "ქრისტე იშვა!“- აღნიშნა პრეზიდენტმა.