სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად, თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
"ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად, თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექ­სპრე­ზი­დენტს, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღეს, 21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე აქვს. სა­ა­კაშ­ვი­ლი 56 წლის გახ­და. ის ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მე დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 53 წლის ასაკ­ში, ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა და ენერ­გი­ით სავ­სე, დღეს 56 წლის გავ­ხდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ხალ­ხი­სა და მი­წის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­მა და იმის ყუ­რე­ბის დიდ­მა ტკი­ვილ­მა და­მაბ­რუ­ნა, თუ რო­გორ ინ­გრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც შევ­ქმე­ნით, რო­გორ გა­ჩერ­და ის, რაც და­ვი­წყეთ. ვი­ცო­დი, რომ და­მი­ჭერ­დნენ, მაგ­რამ ამა­ნაც ვერ შე­მა­ჩე­რა.

რო­გო­რია დღეს ჩემი ცხოვ­რე­ბა? ყო­ველ დღე ჩემი 77 წლის დედა მი­ნი­მუმ ორ­სა­ა­თი­ან გზას გა­დის მან­ქა­ნით, რათა საკ­ვე­ბი მო­მი­ტა­ნოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ ძა­ლი­ან უჭირს, ცდი­ლობს არ შე­იმ­ჩნი­ოს მისი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და აქეთ გა­მამ­ხნე­ოს, დი­ლა­ო­ბით ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით შე­მო­დის პა­კე­ტით ხელ­ში. ის ჩა­მო­სუ­ლი იყო კი­ევ­ში, რათა და­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნე და გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა ჩემი გან­ზრახ­ვა. მე გა­ვე­პა­რე სახ­ლი­დან და მა­ინც წა­მო­ვე­დი. მთე­ლი ეს თვე­ე­ბი და წლე­ბია ერთხე­ლაც არ მო­მის­მე­ნია მის­გან საყ­ვე­დუ­რი.

ჩემი ჩა­მოს­ვლა მძი­მე ტვირ­თად და­ა­ტყდა 15 წლის ნი­კუ­შას. ეს არის კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი და ვხე­დავ­დი, თუ რო­გო­რი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი იყო ეს მის­თვის და რო­გორ ვაჟ­კა­ცუ­რად უმკლავ­დე­ბო­და ამ სტრესს. სა­ო­ცა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, ბოლო შეხ­ვედ­რი­სას ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი მომ­ცა. მთა­ვა­რია მა­ხა­რებს, რომ ორი­ვემ - ედუ­არ­დმა და ნი­კუ­შა­მაც მი­თხრეს, რომ ჩემი აქ ჩა­მოს­ვლა არ იყო შეც­დო­მა და ისი­ნი ამა­ყო­ბენ მა­მით.

3.5 წლის ალის­კა კი ყვე­ლას უყ­ვე­ბა, რომ მა­მი­კო ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია სამ­სა­ხურ­ში და ამი­ტომ ვერ მო­დის მის სა­ნა­ხა­ვად. თუმ­ცა დე­დი­კოს ჩუ­მად გა­ან­დო, რომ მე კი მინ­და მას­თან მის­ვლა და ჩა­ხუ­ტე­ბა, მაგ­რამ "ცუდი კა­ცე­ბი" მიშ­ლი­ან ხელ­სო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თან დაშ­ვე­ბულ ადა­მი­ან­თა წრე უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლია და ტე­ლე­ფო­ნე­ბის ზა­რე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს, მე ვიცი, რომ მარ­ტო არ ვარ. ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი თა­ნა­მიგ­რძნობს და მი­ჭერს მხარს.

სწო­რედ ამან გა­და­მა­ტა­ნი­ნა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მო­წამ­ვლა, ცხოვ­რე­ბის რიტ­მის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა. ბევ­რი რა­ღაც უფრო კარ­გად და­ვი­ნა­ხე. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა გა­მიც­რუა იმე­დი და პი­რი­ქით, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ავ­ლი­ნა თავი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა. გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და მე­გობ­რე­ბიც. მე ძა­ლი­ან მით­ბობს გულს, თუ რო­გორ და­მიდ­გა გვერ­დზე უკ­რა­ი­ნა, მისი ლი­დე­რი და უამ­რა­ვი უკ­რა­ი­ნე­ლი. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვოც­დი, თუ რამ­დე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი სტა­ტია და­ი­წე­რა მსოფ­ლი­ოს პრე­სა­ში ჩემ­ზე და ჩვენს რე­ფორ­მებ­ზე. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მსოფ­ლიო მოღ­ვა­წე­ე­ბის მიერ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რად მეტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავ­და მსოფ­ლი­ო­ში, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა და იმე­დი მაქვს, რომ ეს ეხ­მა­რე­ბა ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­საც. ახლა 56 წლის ვარ. თავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ისე­ვე ახალ­გაზ­რდუ­ლად ვგრძნობ, რო­გორც 2021-ში. მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტერს ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა სურს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მას ეს არ გა­მო­უ­ვი­დეს. რად­გან ზუს­ტად ვიცი, რომ კი­დევ დავ­ჭირ­დე­ბი ჩემს ორი­ვე ქვე­ყა­ნას - სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას, ამი­ტომ ახლა ბრძო­ლის ახალ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. მე ის ჯა­რის­კა­ცი ვარ, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა, რამ­დე­ნიც შეძ­ლო და ახლა გა­ივ­ლის იმ­დენს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლის გა­სა­მარ­ჯვებ­ლად. მე მწამს, რომ და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და ჩვენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად, და­ვა­მარ­ცხებთ უი­მე­დო­ბა­სა და მარ­ცხზე ფიქ­რსაც კი" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
0

ეს მაგარი ცრუ კაცია და ეტყობა ნიკუშამ გასაგებად უთხრა, ეს ცოლ-შვილის მოღალატეს არა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის უფლება ასეა განვითარებულ ქვეყნებში

!
0

მართლა მეცოდება ეს ბავშვი, თუ ღირსეული ადამიანი გაიზრდება, რბილად, რომ ვთქვა ნამდვილად შერცხვება მამამისის გამო!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად, თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ალისკა ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად, თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 21 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. სააკაშვილი 56 წლის გახდა. ის ამ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი. საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით, როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა.

როგორია დღეს ჩემი ცხოვრება? ყოველ დღე ჩემი 77 წლის დედა მინიმუმ ორსაათიან გზას გადის მანქანით, რათა საკვები მომიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უჭირს, ცდილობს არ შეიმჩნიოს მისი მძიმე მდგომარეობა და აქეთ გამამხნეოს, დილაობით ყოველთვის ღიმილით შემოდის პაკეტით ხელში. ის ჩამოსული იყო კიევში, რათა დავერწმუნებინე და გადამეფიქრებინა ჩემი განზრახვა. მე გავეპარე სახლიდან და მაინც წამოვედი. მთელი ეს თვეები და წლებია ერთხელაც არ მომისმენია მისგან საყვედური.

ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა. მთავარია მახარებს, რომ ორივემ - ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.

3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ "ცუდი კაცები" მიშლიან ხელსო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაშვებულ ადამიანთა წრე უკიდურესად შეზღუდულია და ტელეფონების ზარები აკრძალული მაქვს, მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ასობით ათასი ადამიანი საქართველოში და უკრაინასთან ერთად მილიონობით ადამიანი თანამიგრძნობს და მიჭერს მხარს.

სწორედ ამან გადამატანინა ფიზიკური ძალადობა, მოწამვლა, ცხოვრების რიტმის მკვეთრი ცვლილება. ბევრი რაღაც უფრო კარგად დავინახე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გამიცრუა იმედი და პირიქით, ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი და სასიამოვნოდ გამაოცა. გამოჩნდნენ ახალი მხარდამჭერები და მეგობრებიც. მე ძალიან მითბობს გულს, თუ როგორ დამიდგა გვერდზე უკრაინა, მისი ლიდერი და უამრავი უკრაინელი. სასიამოვნოდ გავოცდი, თუ რამდენი პოზიტიური სტატია დაიწერა მსოფლიოს პრესაში ჩემზე და ჩვენს რეფორმებზე. ძალიან სერიოზული მსოფლიო მოღვაწეების მიერ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გულშემატკივარი მყავდა მსოფლიოში, ვიდრე წარმომედგინა და იმედი მაქვს, რომ ეს ეხმარება ჩემს სათაყვანებელ საქართველოსაც. ახლა 56 წლის ვარ. თავს აბსოლუტურად ისევე ახალგაზრდულად ვგრძნობ, როგორც 2021-ში. მე ვიცი, რომ საქართველოს მტერს ჩემი განადგურება სურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ეს არ გამოუვიდეს. რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას - საქართველოსა და უკრაინას, ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც გაიარა, რამდენიც შეძლო და ახლა გაივლის იმდენს, რამდენიც საჭიროა თითოეული ქართველისა და უკრაინელის გასამარჯვებლად. მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი" - წერს სააკაშვილი.