სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება არ არის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია" - ღუდუშაური
"გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება არ არის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია" - ღუდუშაური

ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, კი­დევ უფრო მეტი, მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ისე­თი წო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­რის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, არ არის, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ აპი­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „ის გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღიად გა­მოჩ­ნდა“.

რო­გორც ღუ­დუ­შა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, აჟი­ო­ტა­ჟი, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რამ­ხე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს მას.

"ის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით და მას აქვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ნუ­ზომ­ლად დიდი მხარ­და­ჭე­რა, ეს ფაქ­ტია. ის, რომ მისი რამ­დე­ნი­მე წუ­თით თუ სა­ა­თით გა­მო­ჩე­ნას აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან, ესეც მე­ტყვე­ლებს, რა­ო­დენ დი­დია მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მობ­რუ­ნე­ბა­ზე სა­კითხს, არ მგო­ნია დღეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ჰქონ­დეს. ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გი ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, კი­დევ უფრო მეტი, მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი დავ­დოთ. ისე­თი წო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე პი­რის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, არ არის”,- გა­ნა­ცხა­და ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე, მე­უღ­ლეს­თან, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

კი, ერთ სისხლიან ნაცზე მოვა სამი უნიათო ქოცი, ოთხივე კი ამომრჩეველზე !

სერგია
1

ბატონ ბიძინას და მის ფინანსებს უმადლოდეთ თორე თქვენ როგორც ხალხს უყვარხართ და რეიტინგიც გაქვთ კი იცით თქვენთითონაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება არ არის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია" - ღუდუშაური

"გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება არ არის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია" - ღუდუშაური

ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში - ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა“.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე საკითხს, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას” ამის საჭიროება ჰქონდეს. ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ. ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.