მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვას - როდემდე გაგრძელდება ეს ომი?" - რა განცხადებას ავრცელებს "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო
"უკრაინელები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვას -  როდემდე გაგრძელდება ეს ომი?" - რა განცხადებას ავრცელებს "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო

"აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რი დე­ნის პრო­კო­პენ­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში ბოლო დროს არ­სე­ბულ აპა­თი­ურ გან­წყო­ბებს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის და­წყე­ბი­დან თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სულ უფრო ხში­რად უს­ვა­მენ სა­კუ­თარ თავს კი­თხვას - რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს ომი?".

გა­ურ­კვევ­ლო­ბა და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ომი შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს, გავ­ლე­ნას ახ­დენს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ტი­ვი­რე­ბულ ჯა­რის­კა­ცებ­ზეც კი.

  • პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: რუ­სე­თი არა­სო­დეს დათ­მობს თა­ვის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს და არ გა­უშ­ვებს უკ­რა­ი­ნას გავ­ლე­ნის სფე­რო­დან. ომი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ჩვენ შევ­ძლებთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. ნე­ბის­მი­ე­რი "ზავი“ ან "შე­თან­ხმე­ბა“ იქ­ნე­ბა მო­რი­გი ტაიმ-აუტი მტრის­თვის, რათა მო­აგ­რო­ვოს რე­სურ­სე­ბი შემ­დგო­მი შე­ტე­ვის­თვის.

ამი­ტომ, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბის და სუ­პერ სიმ­ძლავ­რის ზღვარ­ზე მუ­შა­ო­ბის უნა­რი თან­და­თან არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს გულ­გრი­ლო­ბა­ში და ინი­ცი­ა­ტი­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში.

ცალ­კე რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­დას­ხმე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნიც უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­რა­ლი­ზე­ბაა. ამ­ბო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლებს, რომ ჯარი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­იღ­ლე­ბი­ან და და­იშ­ლე­ბი­ან.

"აზო­ვი" ათი წე­ლია ომ­შია. ჩვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლამ­დე დიდი ხნით ადრე და­ი­წყო. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­წავ­ლეთ დაღ­ლი­ლო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, ვის­წავ­ლეთ, თუ რო­გორ არ დავ­ნებ­დეთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბას. მივ­ხვდით, რომ შე­საძ­ლოა, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, არა­მედ მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომის ფრონტზე გა­ვა­ტა­როთ, მივ­ხვდით, რომ სხვა გზა არ გვაქვს, გარ­და იმი­სა, რაც შეგ­ნე­ბუ­ლად ავირ­ჩი­ეთ.

ამ ომის ვა­დებ­ზე ფიქ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის, პა­ნი­კის ან აპა­თი­ის სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია აქ და ახლა, მიმ­დი­ნა­რე ის­ტო­რი­ულ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა.

არ ვი­ცით ზუს­ტი დღე, თვე თუ წელი, რო­დის გა­ვი­მარ­ჯვებთ და შევ­ძლებთ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რამ­დენ ხან­საც არ უნდა გაგ­რძელ­დეს ომი, ჩვენ გვერ­დით სან­დო ძმე­ბი გვყავს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში და ია­რა­ღი ხელ­ში. და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან და­ხე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვცემს: არც დღეს, არც ერთ წე­ლი­წად­ში და არც ათ წე­ლი­წად­ში.

მათ, ვინც ჯერ არ მსა­ხუ­რო­ბენ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში, უნდა გა­ა­კე­თონ შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი: აი­ღონ ია­რა­ღი და შე­უ­ერ­თდნენ სამ­ხედ­რო­ე­ბის რი­გებს.

ეს ხან­გრძლი­ვი ომია. ეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რას ვა­კე­თებთ ყო­ველ­დღე, რომ უფრო მალე გა­ვი­მარ­ჯვოთ", - წერს პრო­კო­პენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12 საუკუნე
0

ქართველებო გაერთიანდით ნუ ვჭამთ ერთმანეთს უკრაინა45მილიონია. რუსეთი140. ამერიკა 300 სად მიძვრებით ჩვენ თვითონ დასაცავები ვართ . უკვე წითელ წიგნში ვართ .გადაშენების პირას

მიხო
13

როდემდე გაგრძელდება ომი? ეს კითხვა საკუთარ თავს კი არა ზელინსკის და აშშ ს დაუსვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უკრაინელები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვას - როდემდე გაგრძელდება ეს ომი?" - რა განცხადებას ავრცელებს "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო

"უკრაინელები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვას -  როდემდე გაგრძელდება ეს ომი?" - რა განცხადებას ავრცელებს "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო

"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ეხმიანება საზოგადოების ნაწილში ბოლო დროს არსებულ აპათიურ განწყობებს ომთან დაკავშირებით.

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინელები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს კითხვას - როდემდე გაგრძელდება ეს ომი?".

გაურკვევლობა და იმის შესაძლებლობა, რომ ომი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, გავლენას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე და ზოგ შემთხვევაში, მოტივირებულ ჯარისკაცებზეც კი.

  • პასუხი მარტივია: რუსეთი არასოდეს დათმობს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს და არ გაუშვებს უკრაინას გავლენის სფეროდან. ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას. ნებისმიერი "ზავი“ ან "შეთანხმება“ იქნება მორიგი ტაიმ-აუტი მტრისთვის, რათა მოაგროვოს რესურსები შემდგომი შეტევისთვის.

ამიტომ, კრიტიკულ მომენტში ყველა საჭირო რესურსის მობილიზების და სუპერ სიმძლავრის ზღვარზე მუშაობის უნარი თანდათან არ უნდა გადაიზარდოს გულგრილობაში და ინიციატივის ნაკლებობაში.

ცალკე რუსული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური თავდასხმები, რომლის მიზანიც უკრაინული საზოგადოების დემორალიზებაა. ამბობენ, რომ უკრაინა დიდხანს ვერ გაუძლებს, რომ ჯარი და მოხალისეები დაიღლებიან და დაიშლებიან.

"აზოვი" ათი წელია ომშია. ჩვენთვის ეს ყველაფერი 2022 წლის 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ვისწავლეთ დაღლილობის იგნორირება, ვისწავლეთ, თუ როგორ არ დავნებდეთ სასოწარკვეთილებას. მივხვდით, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდობა, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის ფრონტზე გავატაროთ, მივხვდით, რომ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რაც შეგნებულად ავირჩიეთ.

ამ ომის ვადებზე ფიქრით გამოწვეული სასოწარკვეთილების, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალია აქ და ახლა, მიმდინარე ისტორიულ პროცესებში აქტიურად ჩართვა.

არ ვიცით ზუსტი დღე, თვე თუ წელი, როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენ გვერდით სანდო ძმები გვყავს, სამშობლოს სიყვარული გულში და იარაღი ხელში. და ეს ყველაფერი უკან დახევის საშუალებას არ მოგვცემს: არც დღეს, არც ერთ წელიწადში და არც ათ წელიწადში.

მათ, ვინც ჯერ არ მსახურობენ უკრაინის თავდაცვის ძალებში, უნდა გააკეთონ შეგნებული არჩევანი: აიღონ იარაღი და შეუერთდნენ სამხედროების რიგებს.

ეს ხანგრძლივი ომია. ეს შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღე, რომ უფრო მალე გავიმარჯვოთ", - წერს პროკოპენკო.