სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება
ცნობილია, რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება

სე­რი­ალ "მე­გობ­რე­ბის“ ვარ­სკვლა­ვის მე­თიუ პე­რის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი "კე­ტა­მი­ნის მწვა­ვე ეფექ­ტე­ბი" გახ­და. პრე­პა­რა­ტი დეპ­რე­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას TMZ ავ­რცე­ლებს.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ოფის­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა, რის მი­ხედ­ვი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ პერი სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე გა­დი­ო­და კე­ტა­მი­ნის ინ­ფუ­ზი­ურ თე­რა­პი­ას დეპ­რე­სი­ი­სა და შფოთვის­თვის. თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა სიკ­ვდი­ლამ­დე ერთი კვი­რით ადრე ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ნივ­თი­ე­რე­ბა ამ­დენ ხანს სის­ხლში ვერ დარ­ჩე­ბო­და, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მსა­ხი­ო­ბი კე­ტა­მინს კურ­სის ფარ­გლებს გა­რეთ, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­თაც იღებ­და.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის თქმით, კე­ტა­მი­ნი პე­რის ორ­გა­ნიზ­მში იწ­ვევ­და რო­გორც გულ-სის­ხლძარ­ღვთა გა­და­ჭარ­ბე­ბულ სტი­მუ­ლა­ცი­ას, ასე­ვე სუნ­თქვის დათ­რგუნ­ვას. ექიმ­მა ალ­კოჰო­ლის ან სხვა ნარ­კო­ტი­კე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. პე­რის სიკ­ვდი­ლის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი იყო დაღ­ლი­ლო­ბა, კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ის და­ა­ვა­დე­ბა და ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბა. "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოპი­ო­ი­დე­ბის­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად“, - ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

მე­თიუ პე­რის ბოლო პოს­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე"

მე­თიუ პერი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სა­კუ­თარ სახ­ლში 55 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მისი ცხე­და­რი ჯა­კუზ­ში მის­მა ასის­ტენ­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბი და ალ­კოჰო­ლი ვერ იპო­ვეს, მაგ­რამ მის­მა ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ქეთი ედ­ვარდსმა თქვა, რომ, მისი აზ­რით, მსა­ხი­ობს სიკ­ვდი­ლამ­დე რე­ცი­დი­ვი ჰქონ­და.

მე­თიუ პე­რის მე­გო­ბარ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მსა­ხი­ო­ბი მარ­ტო­სუ­ლი იყო და ოც­ნე­ბობ­და ცოლ­ზე და ოჯახ­ზე, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ, ის "სევ­დი­ა­ნი და დეპ­რე­სი­უ­ლი" გახ­და. ბოლო დროს პერი "ისევ ეძებ­და სიყ­ვა­რულს".

ლაშა
2

ყველა დროის საუკეთესო სერიალი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ცნობილია, რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება

ცნობილია, რომელმა მედიკამენტმა გამოიწვია მეთიუ პერის გარდაცვალება

სერიალ "მეგობრების“ ვარსკვლავის მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა გამოაქვეყნა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პერი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გადიოდა კეტამინის ინფუზიურ თერაპიას დეპრესიისა და შფოთვისთვის. თუმცა უკანასკნელი ოფიციალური პროცედურა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში ვერ დარჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი კეტამინს კურსის ფარგლებს გარეთ, რეკრეაციული მიზნებითაც იღებდა.

სამედიცინო ექსპერტიზის თქმით, კეტამინი პერის ორგანიზმში იწვევდა როგორც გულ-სისხლძარღვთა გადაჭარბებულ სტიმულაციას, ასევე სუნთქვის დათრგუნვას. ექიმმა ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინა. პერის სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორები იყო დაღლილობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ზემოქმედება. "ბუპრენორფინი გამოიყენება ოპიოიდებისგან დამოკიდებულების მოსაცილებლად“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მეთიუ პერის ბოლო პოსტი "ინსტაგრამზე"

მეთიუ პერი ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ცხედარი ჯაკუზში მისმა ასისტენტმა აღმოაჩინა. აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე ნარკოტიკები და ალკოჰოლი ვერ იპოვეს, მაგრამ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ქეთი ედვარდსმა თქვა, რომ, მისი აზრით, მსახიობს სიკვდილამდე რეციდივი ჰქონდა.

მეთიუ პერის მეგობარმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობი მარტოსული იყო და ოცნებობდა ცოლზე და ოჯახზე, წარუმატებელი ურთიერთობების სერიის შემდეგ, ის "სევდიანი და დეპრესიული" გახდა. ბოლო დროს პერი "ისევ ეძებდა სიყვარულს".