კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას" - ნიკა მელია
"ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას" - ნიკა მელია

ჩვენს ახალ პარ­ტი­ას ექ­ნე­ბა მთა­ვა­რი ამ­ბი­ცია - იყოს ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც და­ან­გრევს ივა­ნიშ­ვილ-კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ას, შეც­ვლის თა­მა­შის უწე­სო წე­სებს, წე­სი­ე­რე­ბი­თა და სი­მარ­თლით,- ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ის NDI-ს კვლე­ვის შე­დე­გებს ეხ­მა­უ­რე­ბა და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ხალ­ხი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კი თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ქცე­ვით ამ აზრს მხო­ლოდ გა­ნამ­ტკი­ცებს.

"ოპო­ზი­ცი­ის არ­ცთუ მცი­რე ნა­წილ­მა მი­ი­ღო ივა­ნიშ­ვი­ლის მან­კი­ე­რი სის­ტე­მა, მისი თა­მა­შის წე­სე­ბი; ივა­ნიშ­ვი­ლის წე­სე­ბით თა­მა­ში აწყობს მხო­ლოდ მას, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კი ადას­ტუ­რებს იმას, რაც სურს ივა­ნიშ­ვილს: ხალ­ხი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კი თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ქცე­ვით ამ აზრს მხო­ლოდ გა­ნამ­ტკი­ცებს.

ამომ­რჩევ­ლის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა და­კარ­გა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნდო­ბა, უჭირს ნათ­ლად და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი და ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვა, გა­მო­სა­ვალს ხე­დავს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ში და არა მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში.

ამომ­რჩე­ველს არას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ გა­და­უ­წყვე­ტე­ლად, მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ნა­თე­ლი - მი­უ­ღებ­ლო­ბა არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის უმე­ტე­სო­ბის მი­მართ.

ვე­რა­ვის ექ­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და ცვლი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვინც მი­ი­ღებს ივა­ნიშ­ვილ-კე­ზე­რაშ­ვი­ლის თა­მა­შის წე­სებს.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენს ახალ პარ­ტი­ას ექ­ნე­ბა მთა­ვა­რი ამ­ბი­ცია - იყოს ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც და­ან­გრევს ივა­ნიშ­ვილ-კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ას, შეც­ვლის თა­მა­შის უწე­სო წე­სებს, წე­სი­ე­რე­ბი­თა და სი­მარ­თლით.

ჩვე­ნი გზა სი­მარ­თლის გზაა, სა­დაც არის სი­მარ­თლე, იქ არის ხალ­ხი, სა­დაც არის სი­მარ­თლე იქ არის რწმე­ნა და იქ მო­დის გა­მარ­ჯვე­ბა. სა­დაც სი­მარ­თლე და მარ­თა­ლი ხალ­ხის ბრძო­ლაა, იქ ხდე­ბა ცვლი­ლე­ბა“,- წერს მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე
0

ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, რაც არაერთხელ დამტკიცდა, მაგრამ ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, გული მიკვდება, ნუთუ ამაზე მეტს, გულწრფელსა და ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა? სად ხართ ხალხო, გამოჩნდით თორემ დაგვღუპავენ ესენი, დ ა გ ვ ღ უ პ ა ვ ე ნ !!!

ყველა აწერილია
3

ნუთუ ამჯერადაც მოუწევს ხალხს დაუჯეროს პოლიტიკურ გახრწნილებს, რომ სოფელს აშენებენ და ყველას წითელ შარვლებს უყიდიან? ბიძინამ ხომ ყველა ფუფუნებაში ჩაამწყვდია ყველა, ყველა გასუქებულია და საზამთროსავით დაგორაობენ... 

ავტორი:

"ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას" - ნიკა მელია

"ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას" - ნიკა მელია

ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ის NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და როგორც აღნიშნავს, ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

"ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები; ივანიშვილის წესებით თამაში აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში.

ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი - მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.

ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.

ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება. სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება“,- წერს მელია.