საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებული ძალების მიერ თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს
სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებული ძალების მიერ თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის სა­ვა­რა­უ­დო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, კი­დევ ერთხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტის შე­სა­ხებ.

„კერ­ძოდ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თე­მურ კარ­ბა­ი­ას, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს, რის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა, რად­გან სწო­რედ ეს უკა­ნას­კნე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტროლს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვით და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნონ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სათ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი დღემ­დე და­უს­ჯელს ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი მო­ქა­ლა­ქის - და­ვით ბა­შა­რუ­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს. ასე­ვე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია ერთი თვის წინ სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლის ფონ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მთლი­ა­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის, რად­გან ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თე­მურ კარ­ბა­ი­ას, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს. თე­მურ კარ­ბა­ია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე და­ი­ღუ­პა.

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით მოქ­მე­დი “ცხე­ლი ხაზი”. ცხე­ლი ხა­ზის“ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, თუმ­ცა არ და­ა­დას­ტუ­რეს ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. უწყე­ბის თა­ნახ­მად, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრო­ცე­სე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში ანუ ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ გალ­ში გან­ვი­თარ­და მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
3

ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გაკეთდეს ხელისუფლება თუ შეიცვალა არის ის, რომ სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს ! ესა არაა სახალხო დამცველი, ესაა სამთავრობო დამცველი!

დათი
0

რატომ გააღვიძეს? 

ავტორი:

სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებული ძალების მიერ თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს

სახალხო დამცველი ეხმაურება ოკუპირებული ძალების მიერ თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს

სახალხო დამცველი ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ.

„კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი.

ასევე იხილეთ: