კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალტე უნივერსიტეტსა" და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ალტე უნივერსიტეტსა" და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 დე­კემ­ბერს „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­სა“ და Forbes Georgia-ს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ Forbes-ის კლუ­ბი და­ფუძნ­და.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს ხელი „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ პრე­ზი­დენ­ტმა, რა­მაზ კუ­კუ­ლა­ძემ და Forbes Georgia-ს გა­მომ­ცე­მელ­მა, მაია მი­რი­ჯა­ნაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს.

Forbes-ის კლუ­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­უ­წევს შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ვორკშო­პე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც პრო­ექტ 30 Under 30-ის გა­მარ­ჯვე­ბულ ახალ­გაზ­რდა ანტრეპ­რე­ნი­ო­რებს, მეც­ნი­ე­რებს, ხე­ლო­ვა­ნებს, ტექ-ინო­ვა­ტო­რებს, სხვა დარ­გებ­ში აღი­ა­რე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­სა და „ალ­ტეს“ სტუ­დენ­ტებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მა­ტე­ბულ­მა ლი­დე­რებ­მა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდებს, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ.

Forbes Club-ის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე, 6 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა და 30 Under 30-ის სამ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მიმ­დი­ნა­რე კამ­პა­ნი­ის „ცდა არ და­აკ­ლო…” ფარ­გლებ­ში, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ თუ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა. მათ გა­იხ­სე­ნეს მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა დას­ჭირ­დათ, ცდა არ და­აკ­ლეს და შე­დე­გად მი­აღ­წი­ეს იმ ყვე­ლა­ფერს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იც­ნობს დღეს მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მოწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რე­ბი იყ­ვნენ:

● კახა გე­ლაშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია Smart Systems EU-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, 2023 წლის 30 Under 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში;

● თაკო გამ­ყრე­ლი­ძე, roommate.ge-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 2023 წლის 30 Under 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ანტრეპ­რე­ნი­ო­რე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში;

● ლიკა ოხა­ნაშ­ვი­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია Key Consulting-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, 2019 წლის 30 Under 30-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ანტრეპ­რე­ნი­ო­რე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

„ძა­ლი­ან გვე­ა­მა­ყე­ბა „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიზ­ნეს­გა­მო­ცე­მის, Forbes-ის კლუ­ბის გახ­სნა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნიშ­ნავს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ჩა­ერ­თონ Forbes-ისა და ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის სკო­ლის ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ში, პი­რის­პირ შეხ­ვდნენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ვე­ლებ­მა გა­ი­გონ მეტი ლო­კა­ლუ­რად თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

Forbes-ის კლუ­ბის გახ­სნა „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­სა“ და Forbes Georgia-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე და­გეგ­მი­ლი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა და აქ­ტი­ვო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა”, - რა­მაზ კუ­კუ­ლა­ძე, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ პრე­ზი­დენ­ტი.

„Forbes Club-ი სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მომ­ხდენ ლი­დერ­თა პლატ­ფორ­მაა. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რო­ბა ნიშ­ნავს წვდო­მას პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ქსელ­თან, სა­დაც ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს ცვლი­ან და ღი­რე­ბულ კავ­ში­რე­ბის ამ­ყა­რე­ბენ. კლუ­ბის წევ­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ „ფორბსის“ სა­რე­დაქ­ციო გუნ­დის მხარ­და­ჭე­რით, რათა ამა თუ იმ დარ­გში მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრი­ბუ­ცი­ის შე­სა­ხებ გლო­ბა­ლურ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ შე­ი­ტყოს“, - შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, Forbes Georgia-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ალტე უნივერსიტეტსა" და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ალტე უნივერსიტეტსა" და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 დეკემბერს „ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე „ალტე უნივერსიტეტში“ Forbes-ის კლუბი დაფუძნდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და Forbes Georgia-ს გამომცემელმა, მაია მირიჯანაშვილმა მოაწერეს.

Forbes-ის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებისა და ვორკშოპების სერიას, რომელიც პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ახალგაზრდა ანტრეპრენიორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ტექ-ინოვატორებს, სხვა დარგებში აღიარებულ პროფესიონალებსა და „ალტეს“ სტუდენტებს გააერთიანებს. თანამშრომლობის მიზანია, სხვადასხვა სფეროს წარმატებულმა ლიდერებმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

Forbes Club-ის პირველი შეხვედრა მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, 6 დეკემბერს გაიმართა და 30 Under 30-ის სამმა გამარჯვებულმა, „ალტე უნივერსიტეტის“ მიმდინარე კამპანიის „ცდა არ დააკლო…” ფარგლებში, საკუთარ პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ისაუბრა. მათ გაიხსენეს მომენტები, როდესაც წარმატებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება დასჭირდათ, ცდა არ დააკლეს და შედეგად მიაღწიეს იმ ყველაფერს, რის საფუძველზეც იცნობს დღეს მათ საზოგადოება. მოწვეული სპიკერები იყვნენ:

● კახა გელაშვილი, კომპანია Smart Systems EU-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში;

● თაკო გამყრელიძე, roommate.ge-ის თანადამფუძნებელი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში;

● ლიკა ოხანაშვილი, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Key Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი, 2019 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში.

„ძალიან გვეამაყება „ალტე უნივერსიტეტში“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნესგამოცემის, Forbes-ის კლუბის გახსნა, რომლის არსებობაც ჩვენს უნივერსიტეტში ნიშნავს უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩაერთონ Forbes-ისა და ჩვენი ბიზნესის სკოლის ერთობლივ პროექტებში, პირისპირ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან წამყვან კომპანიებს საქართველოში, პირველებმა გაიგონ მეტი ლოკალურად თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.

Forbes-ის კლუბის გახსნა „ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილი პირველი პროექტია, რომელსაც უახლოეს მომავალში არაერთი საინტერესო ინიციატივა და აქტივობა აუცილებლად მოჰყვება”, - რამაზ კუკულაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი.

„Forbes Club-ი სხვადასხვა ინდუსტრიაზე ზეგავლენის მომხდენ ლიდერთა პლატფორმაა. ამ საზოგადოების წევრობა ნიშნავს წვდომას პროფესიონალთა ქსელთან, სადაც ინოვაციურ იდეებს ცვლიან და ღირებულ კავშირების ამყარებენ. კლუბის წევრები სარგებლობენ „ფორბსის“ სარედაქციო გუნდის მხარდაჭერით, რათა ამა თუ იმ დარგში მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შესახებ გლობალურმა აუდიტორიამ შეიტყოს“, - შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.

R