პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? - სცემეს კურტანიძეს, აგინეს? - ვიღაცას სჭირდებოდა და ჭორებს აყვნენ" - გეგა გეგეშიძე
"რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? - სცემეს კურტანიძეს, აგინეს? - ვიღაცას სჭირდებოდა და ჭორებს აყვნენ" - გეგა გეგეშიძე

რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ელ­დარ (ლუკა) კურ­ტა­ნი­ძის გაგ­დე­ბა? თა­ვად მისი მე­გობ­რე­ბიც იქ იყ­ვნენ და ერთი კი­თხვა რო­მე­ლი­მეს რომ და­ეს­ვა, გა­ი­გებ­და რა ხდე­ბო­და. ნუ, ალ­ბათ, ასე იყო სა­ჭი­რო, ასე უნ­დო­და ვი­ღა­ცას და ჭო­რებს აყვნენ,- ამის შე­სა­ხებ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა რის მი­ხედ­ვი­თაც, მას სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს და "კა­რის­კენ მი­უ­თი­თეს“.

გე­გე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას ლუკა კურ­ტა­ნი­ძის­თვის "გა­მარ­ჯო­ბის მეტი არა­ფე­რი უთ­ქვამს“.

"რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის გაგ­დე­ბა? აი, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მი­თხა­რით? შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, არა­ნაკ­ლე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი იყ­ვნენ იქ. ერთი ადა­მი­ა­ნი თუ და­ა­დას­ტუ­რებს, მე გა­მარ­ჯო­ბის გარ­და, მა­გის­თვის რომ რამე მეთ­ქვას, რა ვიცი, რა გი­თხრათ. სპორ­ტის კო­მი­ტეტს აინ­ტე­რე­სებ­და თუ რა მოხ­და. შე­ეძ­ლო უბ­რა­ლოდ კი­თხვა და­ეს­ვა, ჩვენ­თან, ფე­დე­რა­ცი­ას­თან გა­ერ­კვია, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი იყ­ვნენ, რე­გი­ო­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტე­ბიც იყ­ვნენ. თა­ვად მისი მე­გობ­რე­ბიც იქ იყ­ვნენ და ერთი კი­თხვა რო­მე­ლი­მეს რომ და­ეს­ვა, გა­ი­გებ­და რა ხდე­ბო­და. ნუ, ალ­ბათ, ასე იყო სა­ჭი­რო, ასე უნ­დო­და ვი­ღა­ცას და ჭო­რებს აჰ­ყვნენ. ვის რა ინ­ტე­რე­სი აქვს, მე რა ვიცი", - გა­ნა­ცხა­და გე­გე­ში­ძემ.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა ის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას, გე­გე­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და - "უკაც­რა­ვად, ახლა ჭო­რე­ბის გამო მე უნდა გა­დავ­დგე?“

"რამ­დე­ნი ვინ­მე იჭო­რა­ვებს, ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტმა უნდა და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა იმის გამო, რომ ვი­ღა­ცას ასე უნდა? და­ნა­შა­უ­ლი რა არის? სცე­მეს კურ­ტა­ნი­ძეს? აგი­ნეს? შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს? ორ­ჯერ და­ვუ­ძა­ხეთ მის მერე, არ მობ­რძან­და. ზუს­ტად იმ სხდო­მა­ზე უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო, ყრი­ლო­ბა­ზე რა სა­კი­თხე­ბი გა­ვი­დო­და. ჰოდა, მობ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო სხდო­მა­ზე, იქ გა­ი­გებ­და ყრი­ლო­ბა­ზე თუ რა ხდე­ბო­და და მა­საც და­ეს­წრე­ბო­და. მაგ­რამ მას სურ­ვი­ლი არ ჰქო­ნია. როცა მო­ვი­და, რის­თვი­საც მო­ვი­და?!“- გა­ნა­ცხა­და გეგა გე­გე­ში­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჭი­და­ო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 1-ელ დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს და "კა­რის­კენ მი­უ­თი­თეს“.

კურ­ტა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ რო­გორც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი იმის ღირ­სი მა­ინც იყო, "ასე და­მამ­ცი­რებ­ლად არ მოქ­ცე­ოდ­ნენ“.

"ჯერ პრე­ზი­დენ­ტმა, გეგა გე­გე­ში­ძემ მკი­თხა, რა გინ­და აქ და მი­მა­ნიშ­ნა, რომ ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ და­უ­ძა­ხა გენმდი­ვანს და ბა­ტონ თა­მაზს მი­თი­თე­ბა მის­ცა. გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მი­თხრა, რომ კა­ნო­ნით ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, კა­რე­ბის­კენ მი­მა­ნიშ­ნა და მთხო­ვა გას­ვლა... და­ვი­ბე­ნი, რად­გან არ ვე­ლო­დი. შემ­რცხვა, ძა­ლი­ან დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვარ! ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა. რა­ღაც ვთქვი და წა­მო­ვე­დი“,- წერ­და კურ­ტა­ნი­ძე.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვას ცოტა ხნის წინ, პარ­ლა­მენ­ტში, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. რო­გორც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სპორ­ტუ­ლი ოჯა­ხი დი­დია და თუ რა­ი­მე სირ­თუ­ლე წარ­მო­იშ­ვე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ამ სა­კი­თხე­ბის გარ­ჩე­ვა სწო­რი არ არის.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
0

ამას შეურაწყოფა მარტო ცემა და გინება რომ ჰგონია... კენგურუს ინტელექტი...

ლელა
54

მე,ისევე,როგორც სხვა დამკომენტარებლები, გარედან ვუყურებთ სიტუაციას და ზუსტად რა ხდება, არ ვიცით, თუმცა, ფაქტია, ამ გეგეშიძეს სულ უჩივიან და ეურჩებიან, სულ რაღაც პრობლემები აქვს სპორტსმენებთან ურთიერთობაში, ანუ რაღაც ვერაა რიგზე და გაუშვით,რას ეფერებით?! არც გინება და ცემაა მაგისგან უცხო და გაუგონარი და რამდენხანს უნდა იყოს პრეზიდენტად?! მაგის ძველბიჭობებს უნდა უყუროს ქვეყანამ და სახელოვანი სპორტსმენები გაყაროს თუნდაც სხდომიდან და თუნდაც ქვეყნიდან?! ბნელა?! მაგრამ რომ არ ბნელა და ვხედავთ და ვარჩევთ ავსა და კარგსაც?! მიახსენით ან გადაირჩიეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? - სცემეს კურტანიძეს, აგინეს? - ვიღაცას სჭირდებოდა და ჭორებს აყვნენ" - გეგა გეგეშიძე

"რამდენი ვინმე იჭორავებს, პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა? - სცემეს კურტანიძეს, აგინეს? - ვიღაცას სჭირდებოდა და ჭორებს აყვნენ" - გეგა გეგეშიძე

როგორ წარმოგიდგენიათ ელდარ (ლუკა) კურტანიძის გაგდება? თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აყვნენ,- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას გამოეხმაურა რის მიხედვითაც, მას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და "კარისკენ მიუთითეს“.

გეგეშიძის განცხადებით, მას ლუკა კურტანიძისთვის "გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს“.

"როგორ წარმოგიდგენიათ ლუკა კურტანიძის გაგდება? აი, როგორ წარმოგიდგენიათ, მითხარით? შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ადამიანი ესწრებოდა, არანაკლები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ იქ. ერთი ადამიანი თუ დაადასტურებს, მე გამარჯობის გარდა, მაგისთვის რომ რამე მეთქვას, რა ვიცი, რა გითხრათ. სპორტის კომიტეტს აინტერესებდა თუ რა მოხდა. შეეძლო უბრალოდ კითხვა დაესვა, ჩვენთან, ფედერაციასთან გაერკვია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებიც იყვნენ. თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აჰყვნენ. ვის რა ინტერესი აქვს, მე რა ვიცი", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას, გეგეშიძემ განაცხადა - "უკაცრავად, ახლა ჭორების გამო მე უნდა გადავდგე?“

"რამდენი ვინმე იჭორავებს, ყველა პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა იმის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა? დანაშაული რა არის? სცემეს კურტანიძეს? აგინეს? შეურაცხყოფა მიაყენეს? ორჯერ დავუძახეთ მის მერე, არ მობრძანდა. ზუსტად იმ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, ყრილობაზე რა საკითხები გავიდოდა. ჰოდა, მობრძანებულიყო სხდომაზე, იქ გაიგებდა ყრილობაზე თუ რა ხდებოდა და მასაც დაესწრებოდა. მაგრამ მას სურვილი არ ჰქონია. როცა მოვიდა, რისთვისაც მოვიდა?!“- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ცნობისთვის, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, 1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და "კარისკენ მიუთითეს“.

კურტანიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, "ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.

"ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა... დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა. რაღაც ვთქვი და წამოვედი“,- წერდა კურტანიძე.

საკითხის განხილვას ცოტა ხნის წინ, პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.

ასევე იხილეთ: