სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტებს ეუბნებიან, რომ იმპლანტები არის შვეიცარიული, არადა, მწარმოებელი კომპანია არ გახლავთ არანაირ კავშირში შვეიცარიასთან" - რა უნდა იცოდეთ, თუ კბილის იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტთ?
"პაციენტებს ეუბნებიან, რომ იმპლანტები არის შვეიცარიული, არადა, მწარმოებელი კომპანია არ გახლავთ არანაირ კავშირში შვეიცარიასთან" - რა უნდა იცოდეთ, თუ კბილის იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტთ?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა სთა­ვა­ზობს მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხვა ფა­სად კბი­ლის იმპლან­ტის გა­კე­თე­ბას და ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნაც დი­დია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი სავ­სეა სა­რეკ­ლა­მო, მიმ­ზიდ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით. ხში­რად ვხვდე­ბით ასეთ წარ­წე­რა­საც, რომ ფასი ბრენ­დზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხში­რად კი აქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს და არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ხა­რის­ხი მა­ღა­ლია. რო­გორც ირ­კვე­ვა, კბი­ლის იმპლან­ტე­ბი თურ­მე არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ას, ასეთ დროს გა­მო­დის, პა­ცი­ენ­ტი ძი­რი­თა­დად ექი­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან მის­თვის რთუ­ლია ხა­რის­ხის გარ­ჩე­ვა.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იუ­რის­ტი ომარ ფურ­ცე­ლა­ძე ამ­ბობს, ბოლო დროს, სამ­წუ­ხა­როდ, გახ­შირ­და იმპლან­ტის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბის, ასე­ვე უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ტომ უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტებს უწევთ ბრძო­ლა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, რაც არ­ცთუ ისე მარ­ტი­ვია. ისი­ნი ითხო­ვენ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმპლან­ტის შეც­ვლას და ამის გამო კლი­ნი­კას­თან ჭი­დი­ლი უწევთ.

იმპლან­ტა­ცია საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, დიდ დროს, ენერ­გი­ას და რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას მო­ი­თხოვს, როცა ზი­ან­დე­ბა იმპლან­ტი, ადა­მი­ა­ნის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც რთუ­ლია ისევ ამ ყვე­ლა­ფე­რის თა­ვი­დან გავ­ლა, მაგ­რამ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფებს სხვა გზა არ აქვთ. საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, ვერც კი წარ­მო­იდ­გენს იმას, რომ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად არეკ­ლა­მე­ბენ კლი­ნი­კე­ბი და რომ­ლის იმპლან­ტებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლებს, თურ­მე იმ ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რა და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

გვე­სა­უბ­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი კონ­სულ­ტან­ტი, იუ­რის­ტი, ომარ ფურ­ცე­ლა­ძე:

- ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია სტო­მა­ტო­ლო­გია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რად­გან არა­ერ­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლის მო­მარ­თვა მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და მის­გან მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს... მთე­ლი პრო­დუქ­ცია, სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა, ინ­ვენ­ტა­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ას და გა­დის კონ­ტროლს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. მა­ში­ნაც, როცა ხდე­ბა პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი­რე­ბა ქარ­თულ ბაზ­რებ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ის გახ­ლავთ, რომ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სფე­რო ამ მხრივ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია იმპლან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ სფე­რო­ში გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. იმპლანტს როცა ადა­მი­ა­ნი იკე­თებს, მას გათ­ვლი­ლი აქვს, რომ ის ჰქონ­დეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­თე­ზი რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დი­ო­დეს სა­თა­ნა­დო კონ­ტროლს. დღეს კა­ნო­ნით კონ­ტროლს და რე­გის­ტრა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ თე­რა­პი­უ­ლი მიზ­ნით გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იმპლან­ტე­ბი, სტან­დარ­ტუ­ლი და სხვა ტი­პის იმპლან­ტე­ბი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ. არა­და, ის იმპლან­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ხი­დე­ბის­თვის.

ჩვე­ნი, "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით, რო­მე­ლიც ლა­მის ერთი წე­ლია გრძელ­დე­ბა, აღ­მო­ჩე­ნი­ლია არა­ერ­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ. ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილ­საც, რომ ამ კლი­ნი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი­ყო საქ­მეც, რად­გან ხში­რად კლი­ნი­კე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი იმპლან­ტე­ბი ზი­ან­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სი­სა. ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, გა­დახ­დი­ლი დიდი ფა­სის შემ­დეგ, როცა ადა­მი­ა­ნი ხარ იმის მო­ლო­დინ­ში, რომ პრობ­ლე­მა სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­და იმპლან­ტა­ცი­ით, მაგ­რამ ხე­დავ პრო­ცე­დუ­რი­დან ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დე­გაც რომ ჩნდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხა­რის­ხის სა­კი­თხია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ პრობ­ლე­მე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იქ­მნე­ბა იმ იმპლან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბენ, რო­გორც სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­ე­ბუ­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არ არის იმ ქვეყ­ნის.

- კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე იქ­ნებ უფრო დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­როთ?

- მა­გა­ლი­თად, ჩვენ გვაქვს ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი: ერთ-ერთი საკ­მა­ოდ მსხვი­ლი პრო­ვა­ი­დე­რია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია და სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­გორც შვე­ი­ცა­რი­ულს, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვა­რია. ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 30-მდე კლი­ნი­კა, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვთ სტა­ტუ­სე­ბი, აქვთ რეკ­ლა­მე­ბი და სა­დაც უთი­თე­ბენ, რომ ის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი, ასე­ვე პი­რად მი­მო­წე­რებ­ში პო­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ იმპლან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მისი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იძებ­ნე­ბა, რომ ის კომ­პა­ნია არ გახ­ლავთ არა­ნა­ირ კავ­შირ­ში შვე­ი­ცა­რი­ას­თან.

აღ­ნიშ­ნულს გა­ნა­პი­რო­ბებს ბა­ზარ­ზე უკონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცია - კერ­ძოდ, იმპლან­ტე­ბის ცალ­კე­უ­ლი პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, კლი­ნი­კე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, კლი­ენ­ტე­ბის მო­სა­ზი­დად, პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლად უთი­თე­ბენ მა­ღა­ლავ­ტო­რი­ტე­ტულ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რია, მა­შინ, რო­დე­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით და ად­გილ­ზე მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მი­თი­თე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ერ­თოდ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიც კი არ არი­ან ამ ქვეყ­ნებ­ში. ასე ატყუ­ე­ბენ პა­ცი­ენტს...

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მივ­მარ­თეთ შვე­ი­ცა­რი­ულ იუ­რი­დი­ულ ფირ­მას, რომ შე­ეს­წავ­ლა ეს სა­კი­თხი. მან ჩა­ა­ტა­რა ძირ­ფეს­ვი­ა­ნი კვლე­ვა, მი­მარ­თა შვე­ი­ცა­რი­ის იმპლან­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, მი­მარ­თა სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის დარ­გში მო­მუ­შა­ვე სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­მაც ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­დას­ტუ­რეს, რომ მსგავ­სი კომ­პა­ნია არ არ­სე­ბობს. უფრო მე­ტიც, შვე­ი­ცა­რი­ა­ში არ არის ცნო­ბი­ლი ასე­თი პრო­დუქ­ცი­აც კი.

არა­და, ინ­ტერ­ნე­ტით რა­საც ვა­ხერ­ხებთ და ვნა­ხუ­ლობთ, მსგავ­სი და­სა­ხე­ლე­ბის კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე. ირ­კვე­ვა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ის უთი­თებს არა შვე­ი­ცა­რი­ულს, არა­მედ ხში­რად თა­ვის თავს მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­გორც წარ­მო­ე­ბის მქო­ნეს უნ­გრეთ­ში, ან უკ­რა­ი­ნა­ში, ან თურ­ქეთ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­სად ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში არ წე­რია, რომ ის არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფირ­მა. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც ის რო­გორც შვე­ი­ცა­რი­უ­ლი პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, ეს არის მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მინ­და მჯე­რო­დეს, რომ შეც­დო­მა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი თვი­თონ სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი და ექი­მე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლოა თვი­თო­ნაც არ ფლობ­დნენ ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი არ არის ეს კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ძა­ლი­ან სუს­ტია ქვე­ყა­ნა­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ჩვენ პრაქ­ტი­კა­შიც ვნა­ხეთ შემ­თხვე­ვე­ბი, რომ რე­ა­ლუ­რად თვი­თონ კლი­ნი­კებ­მა, ექი­მებ­მაც კი არ იცი­ან, რომ პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ და პა­ცი­ენტს სთა­ვა­ზო­ბენ, რე­ა­ლუ­რად არ არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი. ისი­ნი შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მიმ­წო­დე­ბელს.

ასე­ვე არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა იყე­ნებ­დნენ პრო­დუქ­ცი­ას, რო­გორც ის­რა­ელ­ში წარ­მო­ე­ბულს, მაგ­რამ ის რე­ა­ლუ­რად ნა­წარ­მო­ე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში და ასე­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ის­რა­ელ­თან. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც ექი­მე­ბის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი კლი­ნი­კე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა უფრო მე­ტად, ვიდ­რე მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის. ვფიქ­რობ, კლი­ნი­კებ­მა უფრო ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა შე­ის­წავ­ლონ ეს სა­კი­თხი და ისე შეს­თა­ვა­ზონ მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­დუქ­ცია. გა­მო­დის, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ახ­დე­ვი­ნე­ბენ კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს და რე­ა­ლუ­რად არ არის ის, რა­საც სთა­ვა­ზო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მომ­წო­დებ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, აქ ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, ვი­საც შე­უძ­ლია რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ტა­როს, გახ­ლავთ სა­ხელ­მწი­ფო და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

- გა­მო­დის, დღეს პა­ცი­ენ­ტი ექი­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- კა­ნო­ნით, ექიმს და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აქვს პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს იქ­ნე­ბა სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა, იმპლან­ტი თუ სხვა პრო­დუქ­ტი, რა­საც ის იყე­ნებს, ამა­ზე სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს პა­ცი­ენტს, შე­სა­ბა­მი­სად, თუ და­ზი­ან­დე­ბა იმპლან­ტი და პა­ცი­ენტს გა­უჩ­ნდე­ბა პრე­ტენ­ზია, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მი­მარ­თუ­ლია ყო­ველ­თვის კლი­ნი­კის­კენ და არა მომ­წო­დებ­ლის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც რე­ა­ლუ­რად არ­ღვევს გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ეს გახ­ლავთ სწო­რედ ექი­მი და კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დოდ არ სწავ­ლობს კომ­პა­ნი­ას, არ ეკი­თხე­ბა დე­ტა­ლებს მის პრო­ვა­ი­დერს, არ სთხოვს სა­თა­ნა­დო სერ­ტი­ფი­კა­ტებს და დო­კუ­მენ­ტებს, თუ რამ­დე­ნად არის ის პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც ის იღებს, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი. გა­მო­დის, თვი­თონ ხდე­ბა ამ ტყუ­ი­ლის ჯაჭ­ვის მო­ნა­წი­ლე და უწევს მო­ა­ტყუ­ოს პა­ცი­ენ­ტი გან­ზრახ ან უნებ­ლი­ედ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აქვს ბევ­რად მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რო­დე­საც პრო­დუქ­ცი­ას იღებს და იყე­ნებს, ის უნდა შე­ის­წავ­ლოს. დღეს ბევ­რად ად­ვი­ლი და გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაც. რო­დე­საც ჩემ­თან მო­დის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მთა­ვა­ზობს პრო­დუქ­ცი­ას, პირ­ვე­ლი და ლო­გი­კუ­რია, ვიდ­რე ამა­ში ფულს გა­და­ვიხ­დი, მას მოვ­თხო­ვო სერ­ტი­ფი­კა­ტი. თუ პრო­ვა­ი­დე­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი, მას უნდა გა­აჩ­ნდეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი შვე­ი­ცა­რი­ი­დან. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტი­თაც. ის კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, რო­მე­ლიც თა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს, რო­გორც შვე­ი­ცა­რი­უ­ლის და სავ­სეა რეკ­ლა­მე­ბი კლი­ნი­კე­ბის, სა­დაც სთა­ვა­ზო­ბენ ხალ­ხს სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცი­ას, რო­გორც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, მათ შო­რის მათ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია, მათ მი­თი­თე­ბუ­ლი აქვთ, რომ ამ იმპლან­ტის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა უნ­გრეთ­ში.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს პა­ცი­ენ­ტმა, რო­მელ­საც არც შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა აქვს, რომ გა­არ­ჩი­ოს ხა­რის­ხი და მთლი­ა­ნად კლი­ნი­კის ნდო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- მარ­თლა სრუ­ლი ქა­ო­სია ამ სფე­რო­ში. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და არე­გუ­ლი­რებს სა­კი­თხებს, მაგ­რამ მსგავ­სი რე­გუ­ლა­ცია არ არის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში. რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბა, ისე­ვე რო­გორც სხვა სა­ხარ­ჯე მა­სა­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც თე­რა­პი­უ­ლი მიზ­ნით გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იმპლან­ტე­ბის, ესეც მო­ექ­ცეს ამ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში. ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ად­ვი­ლი გზაა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის და ეს სას­წრა­ფოდ გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

- მა­ნამ­დე რო­გორ და­იც­ვას თავი პა­ცი­ენ­ტმა?

- ვიდ­რე ამ სა­კითხს მი­ხე­დავს სა­ხელ­მწი­ფო, მა­ნამ­დე რაც შე­უძ­ლია პა­ცი­ენტს, თავი რომ და­ი­ზღვი­ოს, როცა მი­დის კლი­ნი­კა­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლიც კია, მო­თხო­ვოს კლი­ნი­კას ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცი­ის, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ მისი მკურ­ნა­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ამ პრო­დუქ­ცი­ის მი­ნი­მუმ შე­ფუთ­ვა და სერ­ტი­ფი­კა­ტი მისი ხა­რის­ხის შე­სა­ხებ. უბ­რა­ლოდ, არ ენ­დოს ექი­მის, კლი­ნი­კის ზე­პირ­სი­ტყვი­ერ გან­მარ­ტე­ბას, იმი­ტომ რომ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მი ვერ იცავს პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს და პა­ცი­ენ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­ნი­კის და ექი­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე, იმა­ზე რამ­დე­ნად სწო­რად მი­აწ­ვდის ის მას ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- გყავთ კონ­კრე­ტუ­ლად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი?

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ბით ჩვენ მო­ვაგ­რო­ვეთ არა­ერ­თი პოს­ტი და გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც პა­ცი­ენ­ტე­ბი ყვე­ბი­ან თა­ვი­ანთ ამ­ბებს, რომ და­ირ­ღვა მათი უფ­ლე­ბე­ბი. მას შემ­დეგ, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სხვა პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, გარ­თუ­ლე­ბა ხდე­ბა, ან ტყდე­ბა იმპლან­ტი, ამას მოყ­ვე­ბა შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ამ იმპლან­ტის ამო­ღე­ბის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვდგე­ბით ამ ფაქ­ტე­ბის წი­ნა­შე. ამ რე­ა­ლო­ბის შემ­დგომ კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მოს­ყიდ­ვის, ზე­წო­ლის ან მუ­ქა­რის ხარ­ჯზე ცდი­ლო­ბენ, რომ ეს ფაქ­ტე­ბი არ გახ­მა­ურ­დეს და ეს და­ვე­ბი არ წა­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო­ში. ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს აყე­ნე­ბენ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ მან უარი თქვას სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ადა­მი­ანს და­ე­მუქ­რა კლი­ნი­კა, თუ არ გა­ჩერ­დე­ბო­და და იჩივ­ლებ­და, მის მკურ­ნა­ლო­ბას არ გა­აგ­რძე­ლებ­დნენ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ უთხრა, რომ მას და­ტო­ვებ­და ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლე­ბით, არ ჩა­უს­ვამ­და ახალ იმპლან­ტებს. ერთი ცნო­ბი­ლი პი­რია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი თან­ხა გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე ჩა­უ­ტყდა ეს იმპლან­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერი­დე­ბი­ან ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკს. ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო პრობ­ლე­მაა, ასეთ დროს პა­ცი­ენ­ტი 100 პრო­ცენ­ტით და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­ნი­კა­ზე და ექიმ­ზე, ამი­ტომ მას უწევს არა­ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ზე და­თან­ხმე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით თა­ვის დაც­ვა­ზე უა­რის თქმა, რად­გან ხში­რად მუ­ქა­რის და შან­ტა­ჟის მსხვერ­პლნი არი­ან ისევ კლი­ნი­კე­ბის მხრი­დან.

20-მდე პა­ცი­ენ­ტმა მოგ­ვმარ­თა ჩვენ კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, თქვეს, რომ აპი­რებ­დნენ ჩი­ვილს. ჩვენ მათ გან­ვუ­მარ­ტეთ, რომ შე­უძ­ლი­ათ უჩივ­ლონ კლი­ნი­კას და და­ი­წყოს საქ­მეც შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ში, კა­ნო­ნით აქვს ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც დად­გეს, რად­გან ამ­ხე­ლა ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა პა­ცი­ენტს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რო­დე­საც ეუბ­ნე­ბი­ან ექი­მე­ბი, რომ არ და­უს­რუ­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას, ან გა­მო­უც­ვლი­ან იმპლანტს, უწევთ სარ­ჩელ­ზე უა­რის თქმა და არ­ჩე­ვანს აკე­თე­ბენ იმა­ზე, რომ იც­ვლი­ან და­ზი­ა­ნე­ბულ იმპლანტს. თუმ­ცა ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ასეთ საქ­მე­ებს შე­ვი­ტანთ სა­სა­მარ­თლო­ში, ახლა რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით და და­ვი­წყებთ და­ვებს ექი­მე­ბის და კლი­ნი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

სტო­მა­ტო­ლო­გი, იმპლან­ტო­ლოგ-ორ­თო­პე­დი ლე­ვან თა­დუ­მა­ძე:

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, ბოლო დროს მო­ქა­ლა­ქე­ებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ კბი­ლის იმპლან­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო. მათ ეგო­ნათ, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმპლან­ტი გა­ი­კე­თეს, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბიც გა­და­ი­ხა­დეს, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. იქ­ნებ გვი­თხრათ, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია დღეს პა­ცი­ენ­ტი? რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, კბი­ლის იმპლან­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­აც არ ხდე­ბა...

- ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იმა­ზე, რე­გის­ტრა­ცია ხდე­ბა თუ არა. რაც შე­ხე­ბა იმპლან­ტის და­ზი­ა­ნე­ბას, ამას მი­ზე­ზი ექ­ნე­ბა, თა­ვი­სით ვერ და­ზი­ან­დე­ბა. ის ტი­ტა­ნის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მსოფ­ლი­ო­ში 1000-ზე მეტი მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს იმპლან­ტებს და ფა­სიც ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით არის. უმე­ტე­სო­ბა კარ­გი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, არის ცირ­კო­ნის ინპ­ლან­ტიც, მაგ­რამ იმპლან­ტის 95% არის ტი­ტა­ნის, თუმ­ცა თვი­თონ ამ ტი­ტან­შია პირ­ველ რიგ­ში სხვა­ო­ბა. ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მი­ნა­რე­ვი, თუ რამ­დენ მი­ნა­რევს შე­ი­ცავს ის. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სუფ­თა ტი­ტა­ნი უნდა იყოს, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რია მისი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზე­და­პი­რი. არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხრახ­ნი, ეს არის ძვალ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზე­და­პი­რით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს ძვალს და ორ­გა­ნიზ­მი ამას არ აღიქ­ვამს რო­გორც უცხო სხე­ულს, არა­მედ აღიქ­ვამს რო­გორც ძვალს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სია, იმი­ტომ არის შე­ხორ­ცე­ბა ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კარ­გი ხა­რის­ხის იმპლან­ტებს კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზე­და­პი­რი აქვს, ანა­ტო­მი­უ­რი სტრუქ­ტუ­რა, მე­ქა­ნი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რაც კარ­გი უნდა იყოს.

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმპლან­ტა­ცი­ის შემ­დგო­მი ეტა­პიც, ორ­თო­პე­დი­უ­ლი ეტა­პი. თა­ნა­მედ­რო­ვე იმპლან­ტებს აქვთ უკვე თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ერ­თე­ბა საყ­რდენ ელე­მენ­ტთან, რო­დე­საც ხდე­ბა იმპლან­ტის შე­ხორ­ცე­ბა, მერე ხდე­ბა ფიქ­სი­რე­ბა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია. პირ­ველ რიგ­ში და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ცუდი ხა­რის­ხის მი­ნა­რევ­მა ტი­ტან­ში, არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბულ­მა ზე­და­პირ­მა, ამი­ტომ ჯო­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე და დახ­ვე­წი­ლი იყოს მა­სა­ლა.

სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ ისიც ხდე­ბა, რომ არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ამ, არას­წორ­მა ორ­თო­პე­დი­ულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ჩვენ იმპლანტს ვსვამთ ძი­რი­თა­დად გვირ­გვი­ნის­თვის ან ხი­დე­ბის­თვის, სხვა კონ­სტრუქ­ცი­ის მო­სახ­სნე­ლი ან პი­რო­ბით მო­სახ­სნე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­თვის. თუკი ამის შემ­დეგ არ არის სწო­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, ესეც იწ­ვევს იმპლან­ტის და­ზი­ა­ნე­ბას. სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი. ზო­გა­დად მე­დი­ცი­ნა­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის 6% შე­იძ­ლე­ბა იყოს წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი­თაც იმპლან­ტა­ცი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არის 1-2 პრო­ცენ­ტი მა­ში­ნაც კი, როცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მა­ინც არის ამის ალ­ბა­თო­ბა, უკუჩ­ვე­ნე­ბაც აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს იმ პრობ­ლე­მებს, რა­საც პა­ცი­ენ­ტი ხან­და­ხან აწყდე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ ხში­რად არის ასე­თი ფაქ­ტე­ბი.

- ფა­სე­ბი სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კას სხვა­დას­ხვა აქვს, პა­ცი­ენ­ტმა რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს რო­მე­ლი იმპლან­ტი ჯო­ბია?

- მარ­თლა რთუ­ლია ხა­რის­ხის გარ­ჩე­ვა პა­ცი­ენ­ტის­თვის. ამის გან­მსა­ზღვრე­ლი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფასი იყოს. თუმ­ცა იმ ექიმ­მა, რო­მელ­მაც ეს პრო­ცე­დუ­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, უნდა იცო­დეს ხა­რის­ხი. თით­ქმის ყვე­ლა ექიმს აქვს კონ­ტაქ­ტი იმ მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას­თან თუ არა, სა­დი­ლე­რო კომ­პა­ნი­ას­თან მა­ინც, ვინც აწარ­მო­ებს ამის შე­მო­ტა­ნას, ვის პრო­დუქ­ცი­ა­საც ის იყე­ნებს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს და უნდა ჰქონ­დეს ექიმს იმის გარ­ჩე­ვის უნა­რი, რა არის ცუდი და რა არის კარ­გი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია პა­ცი­ენ­ტის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან ძვი­რი­ა­ნი იმპლან­ტე­ბი, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო ფა­სის და იაფი იმპლან­ტე­ბიც. არა­მარ­ტო მისი ხა­რის­ხია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია, რად­გან ხში­რად კვა­ლი­ფი­კა­ცია ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს წარ­მა­ტე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. რო­მე­ლია კარ­გი და რო­მე­ლი ცუდი, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით ექი­მებ­მა...

- გა­მო­დის პა­ცი­ენ­ტი ექი­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- დიახ, მეტ­წი­ლად ასეა. არ ვიცი, რამ­დე­ნად ხში­რად ხდე­ბა ეს, მაგ­რამ არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც, როცა პა­ცი­ენ­ტმა იცის, რომ ის არის და­ბა­ლი ხა­რის­ხის, მაგ­რამ მა­ინც იმას ირ­ჩევს მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე რა ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს პა­ცი­ენტს. შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს, რომ ეს არ არის ასე­თი ძვირ­ფა­სი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა, მაგ­რამ ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ირ­ჩევს ამას. მი­თუ­მე­ტეს, როცა მრავ­ლო­ბით იმპლანტზეა სა­უ­ბა­რი. ჩვე­ნი, ექი­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მას მი­ვა­წო­დოთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ავუხ­სნათ სხვა­ო­ბა რა არის და რა შე­დე­გებს უნდა ვე­ლო­დოთ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mia
3

მერე ამხელა წერილი რომ გააშანშალეთ,რატომ საუბრობთ ისევ ქარაგმებით,გვითხარით ვინ არიან,ვის ვერიდოთ😡😡😡

246
5

მსოფლიოში თურმე 1000-ზე მეტი მწარმოებელი ქვეყანა არსებობს იმპლანტების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პაციენტებს ეუბნებიან, რომ იმპლანტები არის შვეიცარიული, არადა, მწარმოებელი კომპანია არ გახლავთ არანაირ კავშირში შვეიცარიასთან" - რა უნდა იცოდეთ, თუ კბილის იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტთ?

"პაციენტებს ეუბნებიან, რომ იმპლანტები არის შვეიცარიული, არადა, მწარმოებელი კომპანია არ გახლავთ არანაირ კავშირში შვეიცარიასთან" - რა უნდა იცოდეთ, თუ კბილის იმპლანტის ჩასმას გადაწყვეტთ?

საქართველოში უამრავი სტომატოლოგიური კლინიკა სთავაზობს მოქალაქეებს სხვადასხვა ფასად კბილის იმპლანტის გაკეთებას და ამ მომსახურებაზე მოთხოვნაც დიდია. სოციალური ქსელები სავსეა სარეკლამო, მიმზიდველი განცხადებებით. ხშირად ვხვდებით ასეთ წარწერასაც, რომ ფასი ბრენდზეა დამოკიდებული, ხშირად კი აქციას სთავაზობენ კლინიკები პაციენტებს და არწმუნებენ, რომ ხარისხი მაღალია. როგორც ირკვევა, კბილის იმპლანტები თურმე არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ასეთ დროს გამოდის, პაციენტი ძირითადად ექიმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან მისთვის რთულია ხარისხის გარჩევა.

როგორც ჩვენთან საუბარში იურისტი ომარ ფურცელაძე ამბობს, ბოლო დროს, სამწუხაროდ, გახშირდა იმპლანტის შემდგომი გართულების, ასევე უხარისხო პროდუქციის გამოყენების შემთხვევები. ამიტომ უკმაყოფილო პაციენტებს უწევთ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასაცავად, რაც არცთუ ისე მარტივია. ისინი ითხოვენ დაზიანებული იმპლანტის შეცვლას და ამის გამო კლინიკასთან ჭიდილი უწევთ.

იმპლანტაცია საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, დიდ დროს, ენერგიას და რთული პროცედურის გავლას მოითხოვს, როცა ზიანდება იმპლანტი, ადამიანისთვის ფსიქოლოგიურადაც რთულია ისევ ამ ყველაფერის თავიდან გავლა, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში მყოფებს სხვა გზა არ აქვთ. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს იმას, რომ ბაზარზე არსებული პროდუქტი, რომელსაც მუდმივად არეკლამებენ კლინიკები და რომლის იმპლანტებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს, თურმე იმ ქვეყნის წარმოებული საერთოდ არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ" ამ მიმართულებით კვლევები ჩაატარა და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.

გვესაუბრება სამოქალაქო განვითარების საზოგადოების მიერ მოწვეული კონსულტანტი, იურისტი, ომარ ფურცელაძე:

- ერთ-ერთ აქტუალური საკითხია სტომატოლოგია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, რადგან არაერთი უკმაყოფილო მომხმარებლის მომართვა მივიღეთ, რომელიც შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებასა და მისგან მიყენებულ ზიანს... მთელი პროდუქცია, სახარჯი მასალა, ინვენტარი, რომელიც გამოიყენება სამედიცინო სფეროში, ექვემდებარება რეგისტრაციას და გადის კონტროლს ჯანდაცვის სამინისტროში. მაშინაც, როცა ხდება პროდუქციის იმპორტირება ქართულ ბაზრებზე. საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ის გახლავთ, რომ სტომატოლოგიური სფერო ამ მხრივ მოუწესრიგებელია იმპლანტებთან დაკავშირებით.

ამ სფეროში გვაქვს კრიტიკული მდგომარეობა. იმპლანტს როცა ადამიანი იკეთებს, მას გათვლილი აქვს, რომ ის ჰქონდეს მთელი ცხოვრება, როგორც სხვა ნებისმიერი პროთეზი რჩება ადამიანის სხეულში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გადიოდეს სათანადო კონტროლს. დღეს კანონით კონტროლს და რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ თერაპიული მიზნით გამოსაყენებელი იმპლანტები, სტანდარტული და სხვა ტიპის იმპლანტები არ ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. არადა, ის იმპლანტები გაცილებით დიდი ოდენობით გამოიყენება საქართველოში. მას ძირითადად იყენებენ ხიდებისთვის.

ჩვენი, "სამოქალაქო განვითარების საზოგადოების" მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც ლამის ერთი წელია გრძელდება, აღმოჩენილია არაერთი უკმაყოფილო მომხმარებელი და არაერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული პრობლემა პროცედურის შემდეგ. ისინი განიხილავდნენ სასამართლოში ჩივილსაც, რომ ამ კლინიკების წინააღმდეგ აღძრულიყო საქმეც, რადგან ხშირად კლინიკების მიერ გაკეთებული იმპლანტები ზიანდება, მიუხედავად მისი ძალიან მაღალი ფასისა. ურთულესი პროცედურის შემდეგ, გადახდილი დიდი ფასის შემდეგ, როცა ადამიანი ხარ იმის მოლოდინში, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა იმპლანტაციით, მაგრამ ხედავ პროცედურიდან ზოგჯერ რამდენიმე კვირის შემდეგაც რომ ჩნდება პრობლემები, ბუნებრივია, ეს ხარისხის საკითხია.

საინტერესოა ისიც, რომ პრობლემები ხშირ შემთხვევაში იქმნება იმ იმპლანტებთან დაკავშირებით, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც სხვა ქვეყნის წარმოებული, მაგრამ რეალურად არ არის იმ ქვეყნის.

- კონკრეტულ ფაქტზე იქნებ უფრო დეტალურად გვესაუბროთ?

- მაგალითად, ჩვენ გვაქვს ამის ნათელი მაგალითი: ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი პროვაიდერია, რომელიც ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც შვეიცარიული კომპანია და საკუთარ პროდუქციას მოიხსენიებს, როგორც შვეიცარიულს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ჩვენ შევისწავლეთ სოციალური ქსელების მეშვეობით 30-მდე კლინიკა, რომლებსაც ოფიციალურადაც განთავსებული აქვთ სტატუსები, აქვთ რეკლამები და სადაც უთითებენ, რომ ის კონკრეტული პროდუქტი არის შვეიცარიული, ასევე პირად მიმოწერებში პოტენციურ პაციენტებს ეუბნებიან, რომ იმპლანტები, რომლებსაც მისი მკურნალობისთვის გამოიყენებენ, არის შვეიცარიული, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივად იძებნება, რომ ის კომპანია არ გახლავთ არანაირ კავშირში შვეიცარიასთან.

აღნიშნულს განაპირობებს ბაზარზე უკონტროლო სიტუაცია - კერძოდ, იმპლანტების ცალკეული პროვაიდერები, კლინიკები და მედიკოსები, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კლიენტების მოსაზიდად, პროდუქციის მწარმოებლად უთითებენ მაღალავტორიტეტულ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, შვეიცარია, მაშინ, როდესაც ჩატარებული კვლევით და ადგილზე მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, მითითებული კომპანიები საერთოდ რეგისტრირებულიც კი არ არიან ამ ქვეყნებში. ასე ატყუებენ პაციენტს...

კვლევის ფარგლებში მივმართეთ შვეიცარიულ იურიდიულ ფირმას, რომ შეესწავლა ეს საკითხი. მან ჩაატარა ძირფესვიანი კვლევა, მიმართა შვეიცარიის იმპლანტოლოგთა ასოციაციას, მიმართა სტომატოლოგთა ასოციაციას და სტომატოლოგიის დარგში მომუშავე სხვა ორგანიზაციებს, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუდასტურეს, რომ მსგავსი კომპანია არ არსებობს. უფრო მეტიც, შვეიცარიაში არ არის ცნობილი ასეთი პროდუქციაც კი.

არადა, ინტერნეტით რასაც ვახერხებთ და ვნახულობთ, მსგავსი დასახელების კომპანია ოპერირებს ბაზარზე. ირკვევა, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ის უთითებს არა შვეიცარიულს, არამედ ხშირად თავის თავს მოიხსენიებს, როგორც წარმოების მქონეს უნგრეთში, ან უკრაინაში, ან თურქეთში. ფაქტობრივად, არსად ოფიციალურ დოკუმენტებში არ წერია, რომ ის არის შვეიცარიული ფირმა. ერთადერთი, სადაც ის როგორც შვეიცარიული პოზიციონირებს, ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობა.

მინდა მჯეროდეს, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი თვითონ სამედიცინო კლინიკები და ექიმები, სპეციალისტები, იმდენად რამდენადაც შესაძლოა თვითონაც არ ფლობდნენ ამაზე ინფორმაციას, რომ შვეიცარიული არ არის ეს კონკრეტული კომპანია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ძალიან სუსტია ქვეყანაში რეგულაციები. ჩვენ პრაქტიკაშიც ვნახეთ შემთხვევები, რომ რეალურად თვითონ კლინიკებმა, ექიმებმაც კი არ იციან, რომ პროდუქცია, რომელსაც იყენებენ და პაციენტს სთავაზობენ, რეალურად არ არის შვეიცარიული. ისინი შეცდომაში შეჰყავს მიმწოდებელს.

ასევე არაერთი შემთხვევა იყო, როცა იყენებდნენ პროდუქციას, როგორც ისრაელში წარმოებულს, მაგრამ ის რეალურად ნაწარმოებია უკრაინაში და ასევე ამ კომპანიასაც არანაირი კავშირი არ აქვს ისრაელთან. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, როგორც ექიმების, ასევე კონკრეტული კლინიკების პასუხისმგებლობაა უფრო მეტად, ვიდრე მომწოდებელი კომპანიის. ვფიქრობ, კლინიკებმა უფრო ძირფესვიანად უნდა შეისწავლონ ეს საკითხი და ისე შესთავაზონ მომხმარებლებს პროდუქცია. გამოდის, შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი, ახდევინებენ კოლოსალურ თანხებს და რეალურად არ არის ის, რასაც სთავაზობენ. რაც შეეხება თავად მომწოდებლის პასუხისმგებლობას, აქ ერთადერთი ორგანო, ვისაც შეუძლია რაღაც ღონისძიება გაატაროს, გახლავთ სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო.

- გამოდის, დღეს პაციენტი ექიმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული?

- კანონით, ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ ეს იქნება სახარჯი მასალა, იმპლანტი თუ სხვა პროდუქტი, რასაც ის იყენებს, ამაზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს, შესაბამისად, თუ დაზიანდება იმპლანტი და პაციენტს გაუჩნდება პრეტენზია, ბუნებრივია, ეს მიმართულია ყოველთვის კლინიკისკენ და არა მომწოდებლისკენ. შესაბამისად, ვინც რეალურად არღვევს გულისხმიერების ვალდებულებას, ეს გახლავთ სწორედ ექიმი და კლინიკა, რომელიც სათანადოდ არ სწავლობს კომპანიას, არ ეკითხება დეტალებს მის პროვაიდერს, არ სთხოვს სათანადო სერტიფიკატებს და დოკუმენტებს, თუ რამდენად არის ის პროდუქცია, რომელსაც ის იღებს, შვეიცარიული. გამოდის, თვითონ ხდება ამ ტყუილის ჯაჭვის მონაწილე და უწევს მოატყუოს პაციენტი განზრახ ან უნებლიედ. სამედიცინო დაწესებულებას აქვს ბევრად მეტი ვალდებულება. როდესაც პროდუქციას იღებს და იყენებს, ის უნდა შეისწავლოს. დღეს ბევრად ადვილი და გაიოლებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც. როდესაც ჩემთან მოდის კომპანიის წარმომადგენელი და მთავაზობს პროდუქციას, პირველი და ლოგიკურია, ვიდრე ამაში ფულს გადავიხდი, მას მოვთხოვო სერტიფიკატი. თუ პროვაიდერი მეუბნება, რომ არის შვეიცარიული, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტი შვეიცარიიდან. ამ ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ინტერნეტითაც. ის კონკრეტული კომპანია, რომელზეც ვსაუბრობთ, რომელიც თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც შვეიცარიულის და სავსეა რეკლამები კლინიკების, სადაც სთავაზობენ ხალხს სწორედ ამ კომპანიის პროდუქციას, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციას. ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მათ შორის მათ გვერდზე განთავსებულია, მათ მითითებული აქვთ, რომ ამ იმპლანტის წარმოება ხდება უნგრეთში.

- რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, რომელსაც არც შესაბამისი ცოდნა აქვს, რომ გაარჩიოს ხარისხი და მთლიანად კლინიკის ნდობაზეა დამოკიდებული?

- მართლა სრული ქაოსია ამ სფეროში. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და არეგულირებს საკითხებს, მაგრამ მსგავსი რეგულაცია არ არის სტომატოლოგიურ კლინიკებში. რეალურად პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზა იქნება გარკვეული რეგულაციის შემოღება, ისევე როგორც სხვა სახარჯე მასალების შემოწმება ხდება, მაგალითად, თუნდაც თერაპიული მიზნით გამოსაყენებელი იმპლანტების, ესეც მოექცეს ამ რეგულაციაში. ეს ძალიან მარტივი და ადვილი გზაა პრობლემის გადაჭრის და ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია.

- მანამდე როგორ დაიცვას თავი პაციენტმა?

- ვიდრე ამ საკითხს მიხედავს სახელმწიფო, მანამდე რაც შეუძლია პაციენტს, თავი რომ დაიზღვიოს, როცა მიდის კლინიკაში, მიზანშეწონილიც კია, მოთხოვოს კლინიკას ნებისმიერი პროდუქციის, რომელსაც იყენებენ მისი მკურნალობის ფარგლებში, ამ პროდუქციის მინიმუმ შეფუთვა და სერტიფიკატი მისი ხარისხის შესახებ. უბრალოდ, არ ენდოს ექიმის, კლინიკის ზეპირსიტყვიერ განმარტებას, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი ვერ იცავს პაციენტის საუკეთესო ინტერესს და პაციენტი დამოკიდებულია კლინიკის და ექიმის კეთილსინდისიერებაზე, იმაზე რამდენად სწორად მიაწვდის ის მას ინფორმაციას.

- გყავთ კონკრეტულად დაზარალებული პირები?

- სოციალური ქსელის მეშვებით ჩვენ მოვაგროვეთ არაერთი პოსტი და განცხადება, რომელშიც პაციენტები ყვებიან თავიანთ ამბებს, რომ დაირღვა მათი უფლებები. მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, სხვა პროდუქციას სთავაზობენ, გართულება ხდება, ან ტყდება იმპლანტი, ამას მოყვება შემდგომი გართულება და აუცილებლობა ამ იმპლანტის ამოღების. ფაქტობრივად, ვდგებით ამ ფაქტების წინაშე. ამ რეალობის შემდგომ კლინიკები პაციენტების მოსყიდვის, ზეწოლის ან მუქარის ხარჯზე ცდილობენ, რომ ეს ფაქტები არ გახმაურდეს და ეს დავები არ წავიდეს სასამართლოში. ხშირად პაციენტებს აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მან უარი თქვას საკუთარი უფლებების დაცვაზე. კონკრეტული შემთხვევა იყო, როცა ადამიანს დაემუქრა კლინიკა, თუ არ გაჩერდებოდა და იჩივლებდა, მის მკურნალობას არ გააგრძელებდნენ და წარმოიდგინეთ უთხრა, რომ მას დატოვებდა ამოღებული კბილებით, არ ჩაუსვამდა ახალ იმპლანტებს. ერთი ცნობილი პირია, რომელმაც ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ მალევე ჩაუტყდა ეს იმპლანტი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ერიდებიან ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. ძალიან საყურადღებო პრობლემაა, ასეთ დროს პაციენტი 100 პროცენტით დამოკიდებულია კლინიკაზე და ექიმზე, ამიტომ მას უწევს არახელსაყრელ პირობებზე დათანხმება და სამართლებრივი გზით თავის დაცვაზე უარის თქმა, რადგან ხშირად მუქარის და შანტაჟის მსხვერპლნი არიან ისევ კლინიკების მხრიდან.

20-მდე პაციენტმა მოგვმართა ჩვენ კონსულტაციის მიზნით, თქვეს, რომ აპირებდნენ ჩივილს. ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ შეუძლიათ უჩივლონ კლინიკას და დაიწყოს საქმეც შესაბამის ორგანოში, კანონით აქვს ამის სრული უფლება და ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს, რადგან ამხელა ქონებრივი ზიანი მიადგა პაციენტს, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ეუბნებიან ექიმები, რომ არ დაუსრულებენ მკურნალობას, ან გამოუცვლიან იმპლანტს, უწევთ სარჩელზე უარის თქმა და არჩევანს აკეთებენ იმაზე, რომ იცვლიან დაზიანებულ იმპლანტს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ასეთ საქმეებს შევიტანთ სასამართლოში, ახლა რამდენიმე პაციენტის პასუხს ველოდებით და დავიწყებთ დავებს ექიმების და კლინიკების წინააღმდეგ.

სტომატოლოგი, იმპლანტოლოგ-ორთოპედი ლევან თადუმაძე:

- ბატონო ლევან, ბოლო დროს მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ კბილის იმპლანტების დაზიანების გამო. მათ ეგონათ, რომ მაღალი ხარისხის იმპლანტი გაიკეთეს, საკმაოდ სოლიდური თანხებიც გადაიხადეს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. იქნებ გვითხრათ, რამდენად დაცულია დღეს პაციენტი? როგორც შევიტყვეთ, კბილის იმპლანტების რეგისტრაციაც არ ხდება...

- ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს იმაზე, რეგისტრაცია ხდება თუ არა. რაც შეხება იმპლანტის დაზიანებას, ამას მიზეზი ექნება, თავისით ვერ დაზიანდება. ის ტიტანისგან არის დამზადებული. მსოფლიოში 1000-ზე მეტი მწარმოებელი ქვეყანა არსებობს, რომელიც აწარმოებს იმპლანტებს და ფასიც ხარისხის მიხედვით არის. უმეტესობა კარგი და მაღალი ხარისხია, არის ცირკონის ინპლანტიც, მაგრამ იმპლანტის 95% არის ტიტანის, თუმცა თვითონ ამ ტიტანშია პირველ რიგში სხვაობა. ხარისხის მაჩვენებელია მინარევი, თუ რამდენ მინარევს შეიცავს ის. მაღალი ხარისხის სუფთა ტიტანი უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია, როგორია მისი დამუშავებული ზედაპირი. არ არის მხოლოდ და მხოლოდ ხრახნი, ეს არის ძვალთან დაახლოებული სტრუქტურა, დამუშავებული ზედაპირით, რომელიც ძალიან გავს ძვალს და ორგანიზმი ამას არ აღიქვამს როგორც უცხო სხეულს, არამედ აღიქვამს როგორც ძვალს. ფიზიოლოგიური პროცესია, იმიტომ არის შეხორცება ასეთ დროს მნიშვნელოვანი. კარგი ხარისხის იმპლანტებს კარგად დამუშავებული ზედაპირი აქვს, ანატომიური სტრუქტურა, მექანიკური სტრუქტურაც კარგი უნდა იყოს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტაციის შემდგომი ეტაპიც, ორთოპედიული ეტაპი. თანამედროვე იმპლანტებს აქვთ უკვე თანამედროვე შეერთება საყრდენ ელემენტთან, როდესაც ხდება იმპლანტის შეხორცება, მერე ხდება ფიქსირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. პირველ რიგში დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ცუდი ხარისხის მინარევმა ტიტანში, არასათანადოდ დამუშავებულმა ზედაპირმა, ამიტომ ჯობია თანამედროვე და დახვეწილი იყოს მასალა.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ისიც ხდება, რომ არასწორად ჩატარებულმა სამედიცინო მანიპულაციამ, არასწორმა ორთოპედიულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემა. ჩვენ იმპლანტს ვსვამთ ძირითადად გვირგვინისთვის ან ხიდებისთვის, სხვა კონსტრუქციის მოსახსნელი ან პირობით მოსახსნელი კონსტრუქციებისთვის. თუკი ამის შემდეგ არ არის სწორად შესრულებული სამუშაო, ესეც იწვევს იმპლანტის დაზიანებას. სხვადასხვა პრობლემების ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგი. ზოგადად მედიცინაში მიიჩნევა, რომ სამედიცინო მკურნალობის 6% შეიძლება იყოს წარუმატებელი. თანამედროვე კვლევებითაც იმპლანტაციის წარუმატებლობა არის 1-2 პროცენტი მაშინაც კი, როცა ყველაფერი მაღალ დონეზეა შესრულებული. მაინც არის ამის ალბათობა, უკუჩვენებაც აქვს. ეს ყველაფერი იწვევს იმ პრობლემებს, რასაც პაციენტი ხანდახან აწყდება. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად არის ასეთი ფაქტები.

- ფასები სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა აქვს, პაციენტმა როგორ უნდა გაარჩიოს რომელი იმპლანტი ჯობია?

- მართლა რთულია ხარისხის გარჩევა პაციენტისთვის. ამის განმსაზღვრელი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ფასი იყოს. თუმცა იმ ექიმმა, რომელმაც ეს პროცედურა განახორციელა, უნდა იცოდეს ხარისხი. თითქმის ყველა ექიმს აქვს კონტაქტი იმ მწარმოებელ კომპანიასთან თუ არა, სადილერო კომპანიასთან მაინც, ვინც აწარმოებს ამის შემოტანას, ვის პროდუქციასაც ის იყენებს და აუცილებლად უნდა იცოდეს და უნდა ჰქონდეს ექიმს იმის გარჩევის უნარი, რა არის ცუდი და რა არის კარგი. კარგი იქნება, თუ ეს ინფორმაცია პაციენტისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. რა თქმა უნდა, არის ძალიან ძვირიანი იმპლანტები, ასევე საშუალო ფასის და იაფი იმპლანტებიც. არამარტო მისი ხარისხია მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ექიმის კვალიფიკაცია, რადგან ხშირად კვალიფიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმატებულ მკურნალობაში. რომელია კარგი და რომელი ცუდი, ძალიან კარგად ვიცით ექიმებმა...

- გამოდის პაციენტი ექიმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული...

- დიახ, მეტწილად ასეა. არ ვიცი, რამდენად ხშირად ხდება ეს, მაგრამ არის ასეთი სიტუაციებიც, როცა პაციენტმა იცის, რომ ის არის დაბალი ხარისხის, მაგრამ მაინც იმას ირჩევს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ეს დამოკიდებულია იმაზე რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს პაციენტს. შეიძლება იცოდეს, რომ ეს არ არის ასეთი ძვირფასი, როგორც შეიძლება იყოს სხვა, მაგრამ ფასიდან გამომდინარე ირჩევს ამას. მითუმეტეს, როცა მრავლობით იმპლანტზეა საუბარი. ჩვენი, ექიმების ვალდებულებაა მას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ავუხსნათ სხვაობა რა არის და რა შედეგებს უნდა ველოდოთ.