კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს" - "სისტრა ჯგუფი“ ვაშაძის განცხადებაზე
"მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს" - "სისტრა ჯგუფი“ ვაშაძის განცხადებაზე

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია ზედ­მი­წევ­ნით და სკურ­პუ­ლო­ზუ­რად მიყ­ვე­ბა "სის­ტრა ჯგუ­ფის“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და იმ 10 ძი­რი­თა­დი დე­რეფ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ძი­რი­თა­დი უწყვე­ტი არ­ტე­რია უნდა გახ­დეს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "სის­ტრა ჯგუ­ფი“ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მის დროს თბი­ლი­სის მე­რია "სის­ტრას ჯგუ­ფის“ მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომ­პა­ნია თხოვ­ნით მი­მარ­თავს ყვე­ლას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ "სის­ტრას“ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ფე­სი­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

"სწო­რედ "სის­ტრას ჯგუ­ფის“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და და­გეგ­მა­რე­ბა. იგი­ვე პრინ­ცი­პით მოხ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

გვინ­და, ხაზი გა­ვუს­ვათ იმ ფაქტს, რომ, რო­გორც ფრან­გუ­ლი, ასე­ვე ზო­გა­დად, ევ­რო­პუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა უპი­რო­ბო უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კერ­ძო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა იზღუ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ. ეს ხდე­ბა ისეთ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც ორი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ხა­ზის დაპ­რო­ექ­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ვიწ­რო­ვის გამო.

ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას და მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, თუკი ჩვენ შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე, კომ­ფორ­ტულ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­სა და ეკო­ლო­გი­ა­ზე ვზრუ­ნავთ.

და ბო­ლოს, ჩვე­ნი ჯგუ­ფი თხოვ­ნით მი­მარ­თავს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის "სის­ტრას“ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პრო­ფე­სი­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მით უმე­ტეს მათი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, რად­გან იგი აზი­ა­ნებს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან და რთულ სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "სის­ტრა ჯგუ­ფი“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­საც თბი­ლი­სის მე­რია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე და წე­რე­თელ­ზე აკე­თებს კომ­პა­ნია "სის­ტრას“ უწე­რია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა.

"კა­ლა­ძის გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი გზე­ბი ისეთ დღე­ში ჩაგ­ვაგ­დებს, რომ შემ­დეგ სა­ერ­თოდ ვერ გა­ვივ­ლით და რა­ტომ ხდე­ბა ეს? უცხო­უ­რი კომ­პა­ნია "სის­ტრა“ ხომ და­ი­ქი­რა­ვეს და სულ მე­გო­ნა, რომ ეს უცხო­უ­რი კომ­პა­ნია რამ გა­ა­გი­ჟა, ასე გი­ჟუ­რად რო­გორ და­გეგ­მა გზე­ბი-მეთ­ქი და იცით, რომ იქ, სა­დაც ერთი მან­ქა­ნის გზა რჩე­ბა, ერთი სა­მან­ქა­ნო გზა რჩე­ბა, იქ "ბას­ლა­ი­ნის“ გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ანუ რა­საც აკე­თებს ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­ზე, წე­რე­თელ­ზე, პირ­და­პირ უწე­რია "სის­ტრას“, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს მა­ინც აკე­თებს, რად­გან ამ ადა­მი­ან­მა ფეხ­ბურთში ხომ ბო­ლოს თავი იმით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა, რომ ორი გოლი სა­კუ­თარ კარ­ში გა­ი­ტა­ნა და წერა-კი­თხვაც არ იცის, მგო­ნი. კახი, წა­ი­კი­თხე ბიჭო, რა და­წე­რა იმ კომ­პა­ნი­ამ. მე წა­ვი­კი­თხე, სხვებ­მაც წა­ი­კი­თხა, შენც წა­ი­კი­თხე. თუ კი­თხვა არ იცი, გვერ­დზე და­ი­ყე­ნე, ბევ­რი ასის­ტენ­ტი გყავს, წა­ა­კი­თხე და მო­უს­მი­ნე“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

g
0

გამოდის:ურავაშაძეს არ ცოდნია კითხვა)აბა ტყუილს ხომ არ იკადრებდა ხაბეს ძმაკაცი))

ავტორი:

"მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს" - "სისტრა ჯგუფი“ ვაშაძის განცხადებაზე

"მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს" - "სისტრა ჯგუფი“ ვაშაძის განცხადებაზე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება "სისტრა ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს, - ასე ეხმაურება "სისტრა ჯგუფი“ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია "სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

კომპანია თხოვნით მიმართავს ყველას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ "სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს.

"სწორედ "სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.

ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.

და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის "სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "სისტრა ჯგუფი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია "სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

"კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია "სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ "ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია "სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, - განაცხადა ვაშაძემ.