სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს" - ზურაბ აზარაშვილი
"ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს" - ზურაბ აზარაშვილი

ნე­ბის­მი­ერ ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენტს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, რომ სრუ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით იმ­კურ­ნა­ლოს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, რო­გორც გეგ­მუ­რი, ისე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა ონ­კო­პა­ცი­ენტს და­უ­ფი­ნანსდე­ბა, მათ შო­რის არი­ან ის პა­ცი­ენ­ტე­ბიც, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000 ლარ­ზე მე­ტია.

ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს რო­გორც გა­მო­სავ­ლებს, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსაც.

"ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­დი­ო­და მშობ­ლე­ბის მხრი­დან, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ისე ექი­მე­ბის მი­მართ. სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ეს სხვა­დას­ხვა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ექი­მებ­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და ჩვენს გეგ­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვგუ­ლის­ხმობ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს.

ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სია, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ამ ბავ­შვე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ისი­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას თურ­ქე­თის, ის­რა­ე­ლი­სა და ეს­პა­ნე­თის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში შეძ­ლე­ბენ.

სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში 30-მდე ბავ­შვი მკურ­ნა­ლობს. ვა­მა­ტებთ პრო­ვა­ი­დე­რებს. ვფიქ­რობთ, რომ ესეც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ, თუ რო­გო­რი უნდა იყოს კარ­გად გა­მარ­თუ­ლი ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გია. ამ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა, ონ­კო­ლო­გი­ურ ქი­რურ­გი­ას რო­გორც გეგ­მუ­რი, ისე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა ონ­კო­პა­ცი­ენტს და­უ­ფი­ნანსდე­ბა. მათ შო­რის არი­ან ის პა­ცი­ენ­ტე­ბიც, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 40 000 ლარ­ზე მე­ტია.

ასე­ვე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის გზით, ინო­ვა­ცი­უ­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­სი და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სით, სა­ხელ­მწი­ფო ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს სპე­ცი­ა­ლურ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბალ ფა­სად შე­ი­ძენს და ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტთა სრულ სა­ჭი­რო­ე­ბებს და­ფა­რავს“,-გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე ჭანკვეტაძე
0

დაფინანსება იანვრიდან იქნება?მე ლიმიტი ამომემეწურა,ველოდები დაფინანსებას რომ ქიმია გავაგრძელო.

ნანი
0

როდიდან იქნება ძალაში, თუ საარჩევნოდ გვატყუებენ?შარშანაც ითქვა, მაგრამ ცვლილება დაფინანსებაში არაფერი ყოფილა!

ავტორი:

"ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს" - ზურაბ აზარაშვილი

"ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს" - ზურაბ აზარაშვილი

ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს, შესაძლებლობა აქვს, რომ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ონკოლოგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც.

"ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული, ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ.

სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს. ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან, ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად გამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც.

რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.