კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი კლინიკები გასცემდნენ რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია
რომელი კლინიკები გასცემდნენ რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ, შპს „ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი კლი­ნი­კის“ თბი­ლი­სი­სა და გო­რის ფი­ლი­ა­ლის, ასე­ვე შპს „ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლას­თვის 3“ შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ძლი­ერ­მოქ­მე­დი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპტს, უკა­ნო­ნოდ ყო­ველ­გვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე გას­ცემ­დნენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის 3 457 რე­ცეპ­ტი გა­მო­წე­რეს, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბაა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-ს შე­ად­გენს.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­ცე­მი­სას, არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის, დო­ზი­რე­ბის და ხან­გრძლი­ვო­ბის პრინ­ცი­პე­ბი. კერ­ძოდ, ექი­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რას გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით ახ­დენ­და, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებ­და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას. დარ­ღვე­უ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ტო­კო­ლი და გა­იდ­ლა­ი­ნი.

ათა­სო­ბით პა­ცი­ენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლი­სა და ანა­ლი­ზის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მოქ­მე­დებ­დნენ, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნებ­დნენ ათა­სო­ბით პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, ხელს უწყობ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ერ­მოქ­მე­დი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკა­ნო­ნოდ და უკონ­ტრო­ლოდ მი­მოქ­ცე­ვას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ერთი მე­სა­კუთ­რე და სა­ერ­თო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ჰყავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა კი მხო­ლოდ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის რე­ცეპ­ტე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­წე­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლის 3 ექიმს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭომ, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­უ­უქ­მა. მძი­მე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ხელ­მძღვა­ნელ­სა და 3 ექიმს საქ­მი­ა­ნო­ბა აუკ­რძა­ლა.

საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, პრო­კუ­რა­ტუ­რას და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­და­ეგ­ზავ­ნა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოვა
0

ნოშპაც მიაკუთვნეთ ნარკოტიკს, 50 წელია ვერავინ მოერია ჯანდაცვაში ჩაბუდებულ საბჭოთა ნარკომაფიას

ავტორი:

რომელი კლინიკები გასცემდნენ რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

რომელი კლინიკები გასცემდნენ რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.

"აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.

ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას.

აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.

აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა.

საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.