სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლის ბუფეტების მონიტორინგს მშობლებიც შეძლებენ - რა სიახლეზე ისაუბრა განათლების მინისტრმა?
სკოლის ბუფეტების მონიტორინგს მშობლებიც შეძლებენ - რა სიახლეზე ისაუბრა განათლების მინისტრმა?

ავა­მოქ­მე­დეთ ბრძა­ნე­ბა, და­საშ­ვე­ბია ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი და მი­სა­ღე­ბია მო­ზარ­დის­თვის. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მო­ნი­ტო­რინ­გის გარ­და შე­მო­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი - სას­კო­ლო მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­დაც შევ­ლენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს სას­კო­ლო ბუ­ფე­ტებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა სას­კო­ლო კვე­ბა­ზე.

"რო­დე­საც სას­კო­ლო კვე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, თუ გვინ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნად ვი­სა­უბ­როთ და სი­მარ­თლე ვთქვათ, აქ პრობ­ლე­მა არ არის ფი­ნან­სებ­ში, პრობ­ლე­მა არის საკ­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ფი­ზი­კუ­რად არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ბუ­ფე­ტი არ არის და სამ­წუ­ხა­როდ, არც სკო­ლე­ბის გა­რეთ არ არის არა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ბევ­რი სკო­ლა გვაქვს, სა­დაც არის ბუ­ფე­ტი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იქაც იყო გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, ჰი­გი­ე­ნის იმ პრო­დუქ­ტე­ბის დაშ­ვე­ბა­ში, რო­მე­ლიც, არ მინ­და სი­ტყვა აკ­რძა­ლუ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნო, მაგ­რამ მო­ზარ­დის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია.

მშო­ბელ­თა კავ­ში­რი­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, მათი უკუ­კავ­ში­რის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ვამ­ტკი­ცეთ ახა­ლი ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას­თან და ყვე­ლა უწყე­ბას­თან არის გავ­ლი­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ჩვენ ავა­მოქ­მე­დეთ ეს ბრძა­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კვე­უ­ლი გო­ნივ­რუ­ლი ვადა დას­ჭირ­დე­ბა ამ ბრძა­ნე­ბის სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბას იმის­თვის, რომ და­ცუ­ლი იყოს ჰი­გი­ე­ნა. აკ­რძა­ლუ­ლია ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­მოთ­ვლი­ლია ბრძა­ნე­ბა­ში. და­საშ­ვე­ბია ის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი და მი­სა­ღე­ბია მო­ზარ­დის­თვის.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მო­ნი­ტო­რინ­გის გარ­და შე­მო­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი - სას­კო­ლო მო­ნი­ტო­რინ­გი, კერ­ძოდ, ამ კუ­თხით, სა­დაც შევ­ლენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს სას­კო­ლო ბუ­ფე­ტებ­ზე. ეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თვი­თონ სკო­ლის მხრი­დან, თუ შე­საძ­ლოა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლიც იყოს და ბუ­ფეტ­ში სხვა გარე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ახორ­ცი­ე­ლებ­დეს მე­ნე­ჯმენტს. ამი­ტომ, ამ კუ­თხით შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, იქ, სა­დაც უკვე ბუ­ფე­ტე­ბი არის სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბი და ამის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც ინერ­გე­ბა“-გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი.90
1

მშობლების მადლიერი ვარ, ყველაფერს იკლებდნენ, რომ ეგ კარაქიანი პური და ჩაი მაინც გვქონოდა დილაობით.. თუმცაღა, მას მერე აღარც მდომებია და აღარც მიჭამია კარაქიანი პური. ბავშვებს სასუსნავები უყვართ, ღმერთმა შეძლება მოგცეთ <3

izi
0

სწავლების მონიტორინგიც ხომ არ დაგვეწყო ... თუმცა ვინ უნდა დაიწყოს მჭადი ყურში მიაქვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სკოლის ბუფეტების მონიტორინგს მშობლებიც შეძლებენ - რა სიახლეზე ისაუბრა განათლების მინისტრმა?

სკოლის ბუფეტების მონიტორინგს მშობლებიც შეძლებენ - რა სიახლეზე ისაუბრა განათლების მინისტრმა?

ავამოქმედეთ ბრძანება, დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა სასკოლო კვებაზე.

"როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა პასუხისმგებლობიანად ვისაუბროთ და სიმართლე ვთქვათ, აქ პრობლემა არ არის ფინანსებში, პრობლემა არის საკვების ხელმისაწვდომობაში, ვინაიდან ფიზიკურად არის სკოლები, სადაც ბუფეტი არ არის და სამწუხაროდ, არც სკოლების გარეთ არ არის არანაირი საკვები ობიექტი. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც არის ბუფეტი, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც იყო გარკვეული ხარვეზები ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის იმ პროდუქტების დაშვებაში, რომელიც, არ მინდა სიტყვა აკრძალულია გამოვიყენო, მაგრამ მოზარდისთვის არასასურველია.

მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასთან და ყველა უწყებასთან არის გავლილი და გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები. ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება, ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ჰიგიენა. აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ბრძანებაში. დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის.

რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, კერძოდ, ამ კუთხით, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე. ეს ადმინისტრირებული იქნება თვითონ სკოლის მხრიდან, თუ შესაძლოა გაქირავებულიც იყოს და ბუფეტში სხვა გარე ბენეფიციარი ახორციელებდეს მენეჯმენტს. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, იქ, სადაც უკვე ბუფეტები არის სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება“-განაცხადა ამილახვარმა.