კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის გამო ვინმე დააბულინგო, რომ თანხა რატომ თანაბრად არ გაყვეს, არასწორია" - რას ამბობს "დიდი თამაშის" წამყვანი გიორგი ბახუტაშვილი გადაცემის სკანდალურ ეპიზოდზე
"იმის გამო ვინმე დააბულინგო, რომ თანხა რატომ თანაბრად არ გაყვეს, არასწორია" - რას ამბობს "დიდი თამაშის" წამყვანი გიორგი ბახუტაშვილი გადაცემის სკანდალურ ეპიზოდზე

გა­სულ კვი­რას, სამ ახალ­გაზ­რდას, რომ­ლებ­მაც გა­და­ცე­მა­ში "დიდი თა­მა­ში“, მო­გე­ბუ­ლი 17 950 ლარი გა­ა­ნუ­ლეს, მა­ყუ­რებ­ლის კრი­ტი­კა არ ას­ცდა. მათ მი­მართ იმ­დე­ნად ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, რომ ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტიც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა...

გა­და­ცე­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში მე­სა­მე თვეა გა­დის და მისი წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლია. აზარ­ტულ შო­უ­ში ოთხი, ერ­თმა­ნე­თის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის მო­სა­გე­ბად ერ­თად იბ­რძი­ან, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, თან­ხა სამ ნა­წი­ლად იყო­ფა - 60% 30% და 10% მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვად ირ­ჩე­ვენ ვის რამ­დე­ნი ეკუთ­ვნის, რაც უცხო ადა­მი­ა­ნებ­ში სე­რი­ო­ზულ დის­კუ­სი­ას იწ­ვევს და სა­ბო­ლო­ოდ, შე­საძ­ლოა ვერც შე­თან­ხმდნენ და ამა­სო­ბა­ში თან­ხა გა­ნულ­დეს.

ასე მოხ­და წინა გა­და­ცე­მა­შიც. "ძა­ლი­ან ბევრ ფულს დავ­კარ­გავთ“, - ამ­ბობ­და ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, მაგ­რამ მო­თა­მა­შე­ებ­მა პრინ­ცი­პებს ვერ უღა­ლა­ტეს.

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ეთე­რით და­ვი­წყეთ. რო­გორც გაგ­ვიმ­ხი­ლა, მა­ყუ­რე­ბელს დღეს უფრო დიდი თან­ხის გა­ყო­ფის სცე­ნა ელო­დე­ბა.

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რომ ცოტა გა­მიკ­ვირ­და ხალ­ხის რე­აქ­ცი­ის, რად­გან აქამ­დეც ყო­ფი­ლა გა­და­ცე­მე­ბი, სა­დაც მო­თა­მა­შე­ებს თან­ხა გა­უ­ნუ­ლე­ბი­ათ. თუმ­ცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქამ­დე ამ­ხე­ლა თან­ხა (17 980 ლარი) არ გა­უ­ნუ­ლე­ბი­ათ.

საქ­მე ისაა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი არას­წო­რი პო­ზი­ცი­ი­დან მსჯე­ლო­ბენ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მომ­წონს.

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თა­მა­შის წე­სე­ბი არ იცი­ან. იმის გამო ვინ­მე და­ა­ბუ­ლინ­გო, რომ თან­ხა რა­ტომ თა­ნაბ­რად არ გაყ­ვეს, არას­წო­რია, რად­გან ეს თა­მა­შის წე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

მო­თა­მა­შე­ე­ბი თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ, ჩა­წე­რამ­დე ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლად სხე­დან სხვა­დას­ხვა ოთა­ხებ­ში. თი­თო­ე­ულ მათ­განს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს მი­მაგ­რე­ბუ­ლი ვინც აკონ­ტრო­ლებს, რომ ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი ვერ შეძ­ლონ. რო­დე­საც უკვე გა­იც­ნო­ბენ და სა­უ­ბა­რიც შე­უძ­ლი­ათ, კა­მე­რე­ბი ჩარ­თუ­ლია და მიკრო­ფო­ნე­ბი უკე­თი­ათ, თა­მა­ში იწყე­ბა. წი­ნას­წარ რომ შე­თან­ხმდნენ თან­ხის თა­ნაბ­რად გა­ყო­ფა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- თუმ­ცა თქვენც ვერ და­მა­ლეთ ემო­ცია გა­ნუ­ლე­ბუ­ლი თან­ხის გამო...

- დიახ, რად­გან დიდ ფულ­ზე ვთა­მა­შობთ და მარ­თლა დიდი ფული იყო გა­სა­ყო­ფი. მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­შიც არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ფულ­ზე მაღ­ლა სხვა რა­ღა­ცე­ბი დგე­ბა, თუნ­დაც პრინ­ცი­პე­ბი. მაგ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. არ ვიცი, რამ­დე­ნად სწო­რია ადა­მი­ა­ნი იმის გამო აკ­რი­ტი­კო თუ მი­იჩ­ნევ­და, რომ მეტი ეკუთ­ვნო­და და სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის არ და­თან­ხმე­ბის გამო, თან­ხა გა­ე­ნუ­ლე­ბი­ნა.

- ამ ჩა­ნა­წერ­მა ძა­ლი­ან გა­ზარ­და გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბელ­თა რი­ცხვი, ელო­დე­ბი­ან ახალ გა­და­ცე­მას. დღე­საც სა­ინ­ტე­რე­სო ეთე­რი გაქვთ, რო­გორც ვიცი...

- მი­ხა­რია, რომ ამ გა­და­ცე­მის გარ­შე­მო ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟია, ისე­თი ფორ­მა­ტი აქვს, რომ გარ­და შე­მეც­ნე­ბი­თი­სა, დიდ როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნუ­რი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან დაკ­ვირ­ვე­ბა. დღეს მო­თა­მა­შე­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ თან­ხას დე­ბენ გა­სა­ყო­ფად, 17 ათას­ზე ბევ­რად მეტს, მაგ­რამ რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან, ამას უკვე გა­და­ცე­მა­ში ნა­ხავთ.

- მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან?

- არა, შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა, ვინც ან­კე­ტას გა­მო­აგ­ზავ­ნის. ოთხე­უ­ლის შერ­ჩე­ვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ისაა, რომ ერ­თმა­ნეთს არ უნდა იც­ნობ­დნენ. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა. აქვე გე­ტყვით, რომ მკაც­რი წე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თუ გა­და­ცე­მის დროს მა­ინც შე­ვა­ტყობთ, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გა, უფ­ლე­ბა გვაქვს, ჩვენ გა­ვა­ნუ­ლოთ თან­ხა.

- ამ ჩა­ნა­წერ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედს ჰგავ­და, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ბო­ლოს მა­ინც იშ­ლე­ბი­ან.

- არა, სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­საქ­მე­ლად მთე­ლი გა­და­ცე­მა უნდა ნა­ხონ. იმა­ში ვე­თან­ხმე­ბი ყვე­ლას, რომ გა­ყო­ფის სცე­ნა ყო­ველ­თვის ცალ­კე "ქე­ი­სია“. მარ­ტი­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლი არ არის, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი დგა­ნან და უყუ­რე­ბენ, რო­გორ ნულ­დე­ბა მათი ფული.

- გა­და­ცე­მის შემ­დეგ თუ კა­მა­თო­ბენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ისი­ნი ვინც თან­ხას ანუ­ლე­ბენ?

- გან­ხილ­ვე­ბი გვაქვს ხოლ­მე, მეც ვერ­თვე­ბი, მაგ­რამ ეს უკვე შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნას აღარ ახ­დენს. პა­ტი­ვის­ცე­მა და­ა­ფიქ­სი­რეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და, რომ ამ სამი ადა­მი­ა­ნის პრინ­ციპ­მა ასე გა­დაკ­ვე­თა ერ­თმა­ნე­თი.

- თქვენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით მათ ად­გი­ლას?

- ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ფა­სუ­რი აქვს, მაგ­რამ არ შემ­რცხვე­ბა იმის თქმა, რომ ჩემ­თვის პრინ­ცი­პე­ბი მთა­ვა­რია და არა­ნა­ი­რი თან­ხა არ ღირს. ცდი­ლობ­დნენ ერ­თმა­ნე­თი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­ცე­მა იგი­ვე მას­შტა­ბის დის­კუ­სი­ას გა­მო­იწ­ვევს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

- მგო­ნია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრივ, ისე თან­ხის. გა­მი­ხარ­დე­ბა თუ ამ გა­და­ცე­მა­საც იმ­დე­ნი­ვე ადა­მი­ა­ნი ნა­ხავს, რო­გორც წი­ნას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საშუალო ფენა
0

და ცოტაა?

უი, უი და ვაი...
0

უნიჭიდ დადგმული სპექტაკლია, თვიდანვე ,,განაწილებული,, როლებით...👎

ავტორი:

"იმის გამო ვინმე დააბულინგო, რომ თანხა რატომ თანაბრად არ გაყვეს, არასწორია" - რას ამბობს "დიდი თამაშის" წამყვანი გიორგი ბახუტაშვილი გადაცემის სკანდალურ ეპიზოდზე

"იმის გამო ვინმე დააბულინგო, რომ თანხა რატომ თანაბრად არ გაყვეს, არასწორია" - რას ამბობს "დიდი თამაშის" წამყვანი გიორგი ბახუტაშვილი გადაცემის სკანდალურ ეპიზოდზე

გასულ კვირას, სამ ახალგაზრდას, რომლებმაც გადაცემაში "დიდი თამაში“, მოგებული 17 950 ლარი გაანულეს, მაყურებლის კრიტიკა არ ასცდა. მათ მიმართ იმდენად ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა თავის გასამართლებლად სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც კი გამოაქვეყნა...

გადაცემა ტელეკომპანია "ფორმულას“ ეთერში მესამე თვეა გადის და მისი წამყვანი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილია. აზარტულ შოუში ოთხი, ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც ფულის მოსაგებად ერთად იბრძიან, თუმცა საბოლოოდ, თანხა სამ ნაწილად იყოფა - 60% 30% და 10% მონაწილეები თავად ირჩევენ ვის რამდენი ეკუთვნის, რაც უცხო ადამიანებში სერიოზულ დისკუსიას იწვევს და საბოლოოდ, შესაძლოა ვერც შეთანხმდნენ და ამასობაში თანხა განულდეს.

ასე მოხდა წინა გადაცემაშიც. "ძალიან ბევრ ფულს დავკარგავთ“, - ამბობდა ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ მოთამაშეებმა პრინციპებს ვერ უღალატეს.

გიორგი ბახუტაშვილთან საუბარი ყველაზე სკანდალური ეთერით დავიწყეთ. როგორც გაგვიმხილა, მაყურებელს დღეს უფრო დიდი თანხის გაყოფის სცენა ელოდება.

გიორგი ბახუტაშვილი:

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ცოტა გამიკვირდა ხალხის რეაქციის, რადგან აქამდეც ყოფილა გადაცემები, სადაც მოთამაშეებს თანხა გაუნულებიათ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქამდე ამხელა თანხა (17 980 ლარი) არ გაუნულებიათ.

საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელში კომენტარების ავტორები არასწორი პოზიციიდან მსჯელობენ, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს.

მეჩვენება, რომ თამაშის წესები არ იციან. იმის გამო ვინმე დააბულინგო, რომ თანხა რატომ თანაბრად არ გაყვეს, არასწორია, რადგან ეს თამაშის წესებს ეწინააღმდეგება.

მოთამაშეები თამაშის დაწყებამდე ერთმანეთს არ იცნობენ, ჩაწერამდე ისინი იზოლირებულად სხედან სხვადასხვა ოთახებში. თითოეულ მათგანს ერთი თანამშრომელი ჰყავს მიმაგრებული ვინც აკონტროლებს, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ვერ შეძლონ. როდესაც უკვე გაიცნობენ და საუბარიც შეუძლიათ, კამერები ჩართულია და მიკროფონები უკეთიათ, თამაში იწყება. წინასწარ რომ შეთანხმდნენ თანხის თანაბრად გაყოფაზე, შეუძლებელია.

- თუმცა თქვენც ვერ დამალეთ ემოცია განულებული თანხის გამო...

- დიახ, რადგან დიდ ფულზე ვთამაშობთ და მართლა დიდი ფული იყო გასაყოფი. მაგრამ ცხოვრებაშიც არის მომენტები, როდესაც ფულზე მაღლა სხვა რაღაცები დგება, თუნდაც პრინციპები. მაგ შემთხვევაშიც ასე მოხდა. არ ვიცი, რამდენად სწორია ადამიანი იმის გამო აკრიტიკო თუ მიიჩნევდა, რომ მეტი ეკუთვნოდა და სხვა მოთამაშეების არ დათანხმების გამო, თანხა გაენულებინა.

- ამ ჩანაწერმა ძალიან გაზარდა გადაცემის მაყურებელთა რიცხვი, ელოდებიან ახალ გადაცემას. დღესაც საინტერესო ეთერი გაქვთ, როგორც ვიცი...

- მიხარია, რომ ამ გადაცემის გარშემო ამხელა აჟიოტაჟია, ისეთი ფორმატი აქვს, რომ გარდა შემეცნებითისა, დიდ როლს თამაშობს ადამიანური უნარების წარმოჩენაში, ძალიან საინტერესოა მაყურებლის პოზიციიდან დაკვირვება. დღეს მოთამაშეები ძალიან დიდ თანხას დებენ გასაყოფად, 17 ათასზე ბევრად მეტს, მაგრამ როგორ მოიქცევიან, ამას უკვე გადაცემაში ნახავთ.

- მონაწილეები ყოველთვის ახალგაზრდები არიან?

- არა, შეიძლება იყოს ყველა, ვინც ანკეტას გამოაგზავნის. ოთხეულის შერჩევის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ. ზუსტად იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი შეთანხმება. აქვე გეტყვით, რომ მკაცრი წესების მიუხედავად, თუ გადაცემის დროს მაინც შევატყობთ, რომ შეთანხმება შედგა, უფლება გვაქვს, ჩვენ გავანულოთ თანხა.

- ამ ჩანაწერზე სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ საქართველოს ბედს ჰგავდა, როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან და ბოლოს მაინც იშლებიან.

- არა, სრული სურათის აღსაქმელად მთელი გადაცემა უნდა ნახონ. იმაში ვეთანხმები ყველას, რომ გაყოფის სცენა ყოველთვის ცალკე "ქეისია“. მარტივი საყურებელი არ არის, როდესაც ადამიანები გულხელდაკრეფილები დგანან და უყურებენ, როგორ ნულდება მათი ფული.

- გადაცემის შემდეგ თუ კამათობენ მონაწილეები, ისინი ვინც თანხას ანულებენ?

- განხილვები გვაქვს ხოლმე, მეც ვერთვები, მაგრამ ეს უკვე შედეგზე გავლენას აღარ ახდენს. პატივისცემა დააფიქსირეს ერთმანეთის მიმართ. უბრალოდ ასე მოხდა, რომ ამ სამი ადამიანის პრინციპმა ასე გადაკვეთა ერთმანეთი.

- თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას?

- ყველაფერს თავისი საფასური აქვს, მაგრამ არ შემრცხვება იმის თქმა, რომ ჩემთვის პრინციპები მთავარია და არანაირი თანხა არ ღირს. ცდილობდნენ ერთმანეთი დაერწმუნებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადაცემა იგივე მასშტაბის დისკუსიას გამოიწვევს სოციალურ ქსელში?

- მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გადაცემა იქნება როგორც მონაწილეების მხრივ, ისე თანხის. გამიხარდება თუ ამ გადაცემასაც იმდენივე ადამიანი ნახავს, როგორც წინას.