სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულზე?
"ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­უღ­ლი­სა და ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და მე­უღ­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში, ზღვის უბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქ.ვ.-მ მე­უღ­ლეს ლ.წ.-ს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მა აი­ძუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შე­ეს­წრნენ, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბულს და­ეხ­მარ­ნენ, რის გა­მოც, ბრალ­დე­ბუ­ლი მოკ­ვლის მიზ­ნით, მე­უღ­ლი­სა და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნით სწრა­ფი სიჩ­ქა­რით გა­ე­მარ­თა. ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ გა­დახ­ტო­მა და გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავ­ტო­მან­ქა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, რის შემ­დგო­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლეს გა­მო­ე­კი­და და ძირს დაგ­დე­ბულს ბას­რი სა­გა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე მო­უქ­ნია, თუმ­ცა ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლეს მის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რის გა­მოც ქ.ვ.-მ გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­იყ­ვა­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ იძუ­ლე­ბა) და 11 პრი­მა, 19, 109-ე მუხ­ლის "კ“ და "ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
51

სულელს ცოლ ქმრის ჩხუბი,მართალი ეგონაო... 

ცუდია
0

ერთი ამ მოქალაქეობას რატომ არ წერენ,ვუს უმალავენ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულზე?

"ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა თბილისში მომხდარ მძიმე დანაშაულზე?

საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს, ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის "კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.