საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მთავრობა ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურის დასაბრკოლებლად .მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა ჩაეშალა და საბოტაჟი გაეწია ქვეყნისთვის მიცემულ წინადადებას რუსეთის დავალებით,ევროკავშირის კომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაცია გაუწია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ,ქართული ოცნების მთავრობის გასაკვირად და იმედგაცრუებით.
24 ნოემბერს პარლამენტში "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სხვა პარტიის წევრებთან ერთად მიანიშნეს მათ ახალ სტრატეგიაზე, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს ევროკავშირში კანდიდატურას. ეს გეგმა გულისხმობს საქართველოს კანდიდატურის ასოცირებას ორ სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. ცხადია რუსეთი, რომელიც ახდენდა ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟისთვის, არ დაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მისცეს მის მიერ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპირებული და კონტროლირებადი სეპარატისტული რეგიონების მარიონეტულ მთავრობებს.
შესაბამისად, მათი პირდაპირი კანდიდატურის მიბმა დამოუკიდებელ საქართველოს კანდიდატურასთან სახიფათო იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, რომელიც 69 700 კმ2-ია მოიცავს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამრიგად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თეორიულად მოიცავს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონსაც.
საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კანდიდატურებიდან ხელოვნურად გამორიცხვისა და საქართველოს თავისუფალი და ოკუპირებული რეგიონების ერთმანეთისაგან გამიჯვნისკენ მიმართულია იმისთვის, რომ შექმნას ყალბი საკითხი, რომელიც ემსახურება რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და დღის წესრიგს.
ეს არის უახლესი სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირში კანდიდატურას. საქართველოში მათი მარიონეტების, პარტია "ქართული ოცნების“ მეშვეობით" - წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.
მშვენიერი ქართული ანდაზაა: „არამკითხე მოამბეო მიტყეპეს და მიაგდესო“!
ანუ, როდესაც არავინ არ გეკითხება და მაინც ლაპარაკობ იმას რაც შენი საქმე არააა.
მრავალი წელია რაც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ქართული ვერ უსწავლია, ამიტომ მივუთითებ თუ როგორ ჟღერს მის მშობლიურ ლიბანურ ენაზე ზემოთ მოყვანილი ანდაზა:
„واين رايح سمك؟ طالع قلعة عراد“
(იმედს გამოვთქვამ, რომ ვინმე მისი კეთილისმოსურნე მის შინაარს გააცნობს ბიზნესმენ ფადი ასლის).
რაც შეეხება მის ნარატივს ქართული ოცნების მთავრობის მიერ ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურის დასაბრკოლებლად მიმართულ ნაბიჯებს.
რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მსგავსად იმეორებს მათ მიერ გამოგონილ სიცრუეს ე.წ. “რუსული ოცნებისა“ და „რუსული მთავრობის“ შესახებ, რომლებიც ვითომ მოქმედებენ პუტინის მითითებებითა და დავალებებით...
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებები აფხაზეთთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შესაბამისს სტრუქტურებთან...
პირადად ბიზნესმენ ფადი ასლის ვურჩევ უფრო კარგად გაეცნოს ამ ორგანიზაციების მიერ საქართველოსადმი წაყენებულ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს...
კომენტარებს გადავხედე და აზრი ვერ გამოაქვს მკითხველს! გვიჭირს გაგება!(ან რუსეთის მხარდამჭერები არიან)