სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე
"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა და სა­ნაკ­რე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. იაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს:

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რის მიერ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი შეც­დო­მა­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც თა­ვის­თა­ვად და­უშ­ვე­ბე­ლია! 21 მარტს მო­ე­დან­ზე ხვი­ჩას არ­ყოფ­ნა დიდი და­ნაკ­ლი­სია გუნ­დის­თვის, ფე­დე­რა­ცი­ის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­დი­ვართ იმ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ, რა­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­ში ჰქვია. მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ დაშ­ვე­ბულ იქნა ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა, რის­თვი­საც მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით ვიხ­დი ბო­დიშს და მე, რო­გორც სა­ნაკ­რე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ.

დღეს, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მარ­ტის გა­დამ­წყვე­ტი თა­მა­შის­თვის მომ­ზა­დე­ბა. იმე­დი მაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის, მჯე­რა ჩვე­ნი გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბის, მისი ძა­ლის და მწამს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რებს, გა­ვალთ პლეი-ოფის ფი­ნალ­ში, სა­დაც სა­ნუკ­ვარ ოც­ნე­ბას უკვე ხვი­ჩას­თან ერ­თად შე­ვე­ჭი­დე­ბით და ავიხ­დენთ" - აცხა­დებს იაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ­ზე, ერთა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 21 მარტს ლუქ­სემ­ბურ­გის ნაკ­რებს უმას­პინ­ძლებს, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ნალ­ში 26 მარტს, სა­ბერ­ძნეთს, ან ყა­ზა­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. კვა­რა­ცხე­ლია კი ეს­პა­ნეთ­თან მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თის გამო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს გა­მო­ტო­ვებს, თუმ­ცა თუ ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნალ­ში გავა, "კვა­რას" უკვე იქ თა­მა­შის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე!
0

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის გამო" ეს ნიშნავს, შენ "ნაჩალნიკმა", სრულიად შენს თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გადადგე. ეხლა, რომ ნაკრებმა წააგოს, მართლა გადასაყენებელი ხარ, უტვინოვ!

Status quo
0

ჰოდა აგეთ პასუხი და წადით.ხომ ხედავთ, უწიგნურები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

"სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი რეგულაციასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა განცხადება. იაშვილის განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ" - აცხადებს იაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 26 მარტს, საბერძნეთს, ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. კვარაცხელია კი ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა თუ ჩვენი გუნდი ფინალში გავა, "კვარას" უკვე იქ თამაშის უფლება ექნება.