სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკით მასობრივი მოწამვლა რუსეთში - გარდაცვლილია 3 ახალგაზრდა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება
ნარკოტიკით მასობრივი მოწამვლა რუსეთში - გარდაცვლილია 3 ახალგაზრდა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

რუ­სეთ­ში, ას­ტრა­ხან­ში მე­ტა­დო­ნით 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა. ამ დრო­ის­თვის 6 ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, 29 წლის ბიჭი და ორი გო­გო­ნა, რო­მელ­თა ასა­კიც 19 წე­ლია, და­ი­ღუპ­ნენ.

ქა­ლაქ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ წყდე­ბა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მათ შო­რის ერთი ახალ­გაზ­რდა კო­მა­შია.

მო­წამ­ლუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­სულ პა­რას­კევს, 17 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მსხვერ­პლთა რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. მათ შო­რის ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 42 წლი­საა.

რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირი­ნა ვოლკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს დად­გე­ნი­ლია ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა ვი­ნა­ო­ბა. მე­დია წერს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეგო­ნათ, რომ სტი­მუ­ლა­ტორ მე­ფედ­რონს ყი­დუ­ლობ­დნენ.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყირ­გი­ზე­თის, უზ­ბე­კე­თი­სა და ტა­ჯი­კე­თის სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ავ­რცე­ლა. ისი­ნი სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში და­ა­კა­ვეს. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე "ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ან მათი ანა­ლო­გის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მუხ­ლით“.

სა­ა­გენ­ტო TASS-ი, რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრის ან­გა­რიშ­ზე დაყ­რდნო­ბით, წერს, რომ ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სამი უცხო­ე­ლი­დან ორმა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
13
0

იმაზე დაწერეთ, თბილისში ღიად რომ იყიდება ნარკოტიკები, ციფრული ვალუტის (ბტკოინი და ა.შ.) შესაძენი აპარატების საშუალებით, რომელიც უამრავი დგას მთელ ქალაქში და მაინც რიგებია ყვეგან. იქ ნახავთ თითქმის ყველა ასაკის, სქესის და სოციალური ფენის წარმომადგენლებს. რომ დაუკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოსახლეობის (მათ შორის არასრულწლოვანებიცაა) 70-80 % წმალდამოკიდებულია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ქვეყანა, ქართველი ერი დაღუპვის პირასაა. რაც საუკუნეების განმავლობაში ქართველ ერს მუსულმანთა გამუდმებულმა შემოსევებმა ვერ დააკლო, ის ნარკოტიკებმა შეუსრულა. 

დათა
37

ამ ხალხმა ვერ გაიგო რუსეთს ნებისმიერი მსხვერპლი რომ კიდია .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნარკოტიკით მასობრივი მოწამვლა რუსეთში - გარდაცვლილია 3 ახალგაზრდა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

ნარკოტიკით მასობრივი მოწამვლა რუსეთში - გარდაცვლილია 3 ახალგაზრდა, მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

რუსეთში, ასტრახანში მეტადონით 20-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. ამ დროისთვის 6 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 29 წლის ბიჭი და ორი გოგონა, რომელთა ასაკიც 19 წელია, დაიღუპნენ.

ქალაქში ნარკოტიკებით მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არ წყდება. რუსული მედია წერს, რომ რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი ახალგაზრდა კომაშია.

მოწამლული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია გასულ პარასკევს, 17 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მათ შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან, მათგან ყველაზე უფროსი 42 წლისაა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, რომ ოპერატიული სამძებრო სამუშაოების დროს დადგენილია ეჭვმიტანილთა ვინაობა. მედია წერს, რომ დაზარალებულებს ეგონათ, რომ სტიმულატორ მეფედრონს ყიდულობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სინთეტიკური ნარკოტიკი, სავარაუდოდ, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამმა მოქალაქემ გაავრცელა. ისინი სტავროპოლის მხარეში დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მათი ანალოგის უკანონო რეალიზაციის მუხლით“.

სააგენტო TASS-ი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ ნარკოტიკის გაყიდვაში ეჭვმიტანილი სამი უცხოელიდან ორმა აღიარა დანაშაული.