მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოს მალავს კასპის აკლდამები, რომლის ანალოგი არსებობს ლიბანში, პალესტინაში... -"შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს"
რა საიდუმლოს მალავს კასპის აკლდამები, რომლის ანალოგი არსებობს ლიბანში, პალესტინაში... -"შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს"
  • ფო­ტო­ე­ბი: ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლი

თით­ქმის ეჭვგა­რე­შეა, რომ კას­პის აკ­ლდა­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ალ­ბათ, იბე­რი­ის სა­მე­ფოს) მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბულ, შე­საძ­ლოა, მმარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის საგ­ვა­რე­უ­ლო ნეკ­რო­პოლს წარ­მო­ად­გენს...

კას­პის აკ­ლდა­მე­ბის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ ცნო­ბებს პრო­ფე­სო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი ნო­დარ ბახ­ტა­ძე გვაწ­ვდის, რომ­ლის წიგნ­შიც "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა“, აკ­ლდა­მე­ბი ვრცლად არის აღ­წე­რი­ლი...

- ქვა­თა კომ­პლექ­სის ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გად ნა­თე­ლი გახ­და, რომ რო­გორც მისი სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რა, ისე ცალ­კე­ულ სა­თავ­სო­თა გეგ­მა­რე­ბა, საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ­თვის მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი კლდის ძეგ­ლე­ბის­გან. კომ­პლექ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი ტი­პის სა­თავ­სე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც რიგ-რი­გო­ბით, დრო­ის გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დით იკ­ვე­თე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თმა­ნე­თი­სა­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად. ამ სა­თავ­სებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი მცი­რე ფარ­თო­ბი და სი­მაღ­ლე აქვს - ზო­გი­ერთ მათ­გან­ში ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი წელ­ში ვერ გა­ი­მარ­თე­ბა. ძალ­ზე და­ბა­ლი და ვიწ­როა სა­თავ­სებ­ში შე­სას­ვლე­ლე­ბიც, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნი და­ჩო­ქი­ლი თუ გა­ივ­ლის.

  • რო­გორც ვხე­დავთ, ერთი მხრივ, კვე­თის მა­ღა­ლი ტექ­ნი­კა და კა­რიბ­ჭე­ე­ბის დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, ხოლო მე­ო­რე მხრივ - სა­ცხოვ­რებ­ლად სრუ­ლი­ად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი გეგ­მა­რე­ბა, ერ­თმა­ნეთს აშ­კა­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რაც ამ კომ­პლექ­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიზ­ნით შექ­მნას გა­მო­რი­ცხავს. საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, ამ კომ­პლექ­სის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო მიზ­ნით შექ­მნაც ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

სა­მა­გი­ე­როდ, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი, თით­ქმის ყო­ვე­ლი ქვა­ბის­თვის ტი­პი­უ­რი ნიშა-თა­რო­ე­ბის ფორ­მა და ზო­მე­ბი მიც­ვა­ლე­ბულ ადა­მი­ან­თა გა­შო­ტილ პო­ზა­ში დას­ვე­ნე­ბას ესა­და­გე­ბა ზედ­მი­წევ­ნით (და­სა­ძი­ნე­ბელ სა­რეც­ლე­ბად ისი­ნი სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, რად­გან იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერც გვერდს იც­ვლის და ოდ­ნა­ვაც ვერ წა­მო­ი­წე­ვა). ამ ფუნ­ქცი­ას სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა აგ­რეთ­ვე „ერთჯე­რა­დი“ გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი და­ბა­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბი და სა­თავ­სო­თა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ზო­მე­ბი. ამ­რი­გად, და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვაბ­თა ეს კომ­პლექ­სი სხვა არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ არა გეგ­მურ­სივ­რცობ­რი­ვად საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ტი­პის აკ­ლდა­მა-მავ­ზო­ლე­უ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, კლდე­ში ნაკ­ვე­თი ნეკ­რო­პო­ლი.

ამ ქვა­ბო­ვა­ნი ნეკ­რო­პო­ლის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ცხა­დი გახ­და, რომ საქ­მე წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ძეგლ­თან გვქონ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ამ აკ­ლდა­მებ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის მხა­რე­ე­ბის მი­მართ ხაზ­გას­მუ­ლად ნე­ბის­მი­ე­რი დამ­ხრო­ბით ყო­ფი­ლან დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი ურ­თი­ერთ მარ­თო­ბუ­ლად, მა­შინ რო­დე­საც კა­მე­რა­თა მო­პირ­და­პი­რე კედ­ლებ­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და თა­რო­ე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ღერ­ძის გას­წვრივ გა­მოკ­ვე­თა.

ამ­რი­გად, აქ სა­ხე­ზეა მიც­ვა­ლე­ბულ­თა აშ­კა­რად არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად დაკ­რძალ­ვის წესი. ქარ­თლში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვა კონ­ფე­სი­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ ასე­თი მას­შტა­ბის, მხო­ლოდ უმაღ­ლეს არის­ტოკ­რატ­თა შე­სა­ფე­რი ნეკ­რო­პო­ლის შექ­მნა­ზე ეზ­რუ­ნათ, თა­ნაც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (ამ აკ­ლდა­მა-სა­მარხთა რა­ო­დე­ნო­ბა, ნეკ­რო­პო­ლის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე უნდა მიგ­ვა­ნიშ­ნებ­დეს).

  • თით­ქმის უეჭ­ვე­ლია, რომ კას­პის აკ­ლდა­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ალ­ბათ იბე­რი­ის სა­მე­ფოს) მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბულ, შე­საძ­ლოა, მმარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის საგ­ვა­რე­უ­ლო ნეკ­რო­პოლს წარ­მო­ად­გენს. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ის არის, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი პე­რი­ო­დი­საა და რა სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს ეს ძეგლი.

ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ კას­პის აკ­ლდა­მებ­ში ლი­თო­ნის საჭ­რეთ­ლე­ბის კვა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, გა­დაჭ­რით არ მიგ­ვა­ნიშ­ნებ­და ამ ძეგ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლად რკი­ნის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ერა­ში შექ­მნა­ზე.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კლდე­ში სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ნაკ­ვეთ აკ­ლდა­მებ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის წესი, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის თით­ქმის ყვე­ლა უძ­ვე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო­ში (ეგ­ვიპ­ტე, ასუ­რე­თი, ურარ­ტუ, მცი­რე აზი­ის ქვეყ­ნე­ბი და სხვ.), ამ მიზ­ნით უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო კლდის ძეგ­ლე­ბი და მთე­ლი კომ­პლექ­სე­ბი იქ­მნე­ბო­და.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი უძ­ვე­ლე­სი კლდის აკ­ლდა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­რე­ბი­თი სტრუქ­ტუ­რი­სა და მას­შტა­ბის მი­ხედ­ვით კას­პის ტი­პის კლდის სა­მარ­ხე­ბის შო­რე­ულ პრო­ტო­ტი­პად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ, ის­ტო­რი­უ­ლი ლე­ვან­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცია შე­ვინ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვ. წ. დაახ. 2000 წ. შექ­მნი­ლი კლდე­ში ნაკ­ვე­თი ნეკ­რო­პო­ლი. აქ და­საკ­რძა­ლა­ვი კა­მე­რე­ბის ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4-6 მ2 -ს შე­ად­გენს, ისი­ნი მართკუ­თხა, ხში­რად კვად­რა­ტუ­ლი გეგ­მი­საა; შე­სას­ვლე­ლი ერთ-ერთი გვერ­დი­და­ნაა, ხოლო და­ნარ­ჩენ სამ კე­დელ­ში თითო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შე­სას­ვე­ნე­ბე­ლი ნიში-თა­რო­ე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი [457, გვ. 169]. რო­გორც შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ, ეს ლი­ბა­ნუ­რი აკ­ლდა­მე­ბი ევ­რა­ზი­ის მა­ტე­რიკ­ზე ფრი­ად გავ­რცე­ლე­ბულ, მცი­რე ზო­მის კა­მე­რი­ა­ნი და ნიშა-სა­რეც­ლე­ბი­ა­ნი კლდის სა­მარ­ხე­ბის კვე­თის მე­ტად ხან­გრძლივ, სულ ცოტა 2 ათას­წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­ის სა­თა­ვე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­ბა­ნის ამ რა­ი­ონ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, მიც­ვა­ლე­ბულ­თა დაკ­რძალ­ვის სხვა წე­სიც არ­სე­ბუ­ლა - აქ გვხვდე­ბა დოლ­მე­ნუ­რი ტი­პის სა­მარ­ხე­ბიც, რო­მელ­თა შექ­მნის კულ­ტუ­რა აგ­რეთ­ვე ევ­რა­ზი­ის მა­ტე­რი­კის ვრცე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის კავ­კა­სი­ის­თვი­საც იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. კლდის აკ­ლდა­მა­თა მსგავ­სი ნი­მუ­შე­ბი ლი­ბა­ნის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი

ძვ. წ. II ათას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, პა­ლეს­ტი­ნა­ში, თელ-ფა­რას მი­და­მო­ებ­ში მიკ­ვლე­უ­ლია გვი­ა­ნი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის (ძვ. წ. XIII-XII სს) კლდე­ში ნაკ­ვე­თი აკ­ლდა­მე­ბის დიდი კომ­პლექ­სი, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად პრი­მი­ტი­უ­ლი, მართკუ­თხედ­თან ოდ­ნავ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გეგ­მის ქვა­ბე­ბის გარ­და, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის, მართკუ­თხა გეგ­მის, სამ მხა­რეს ნიშა-თა­რო­ე­ბი­ა­ნი კა­მე­რე­ბიც გვხვდე­ბა. ასე­თი­ვე სუ­რა­თია ამა­ვე რე­გი­ო­ნის „მე­ჯი­დის“ ქვაბ-აკ­ლდა­მა­თა კომ­პლექსშიც.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შ.ლ.
9

არსენა ოძელაშვილი ხომ ამბობდა: "ჩემი სამასი თუმანი კასპში ერთ დიდ კლდეში დევსა", აი მანდ ინახავდა, როგორც ჩანს.

ანი
5

რა ლამაზი ყვავილებიანი მინდორია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

რა საიდუმლოს მალავს კასპის აკლდამები, რომლის ანალოგი არსებობს ლიბანში, პალესტინაში... -"შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს"

რა საიდუმლოს მალავს კასპის აკლდამები, რომლის ანალოგი არსებობს ლიბანში, პალესტინაში... -"შესაძლოა, ის წარმოადგენდეს მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს"
  • ფოტოები: ლაშა ზუბიაშვილი

თითქმის ეჭვგარეშეა, რომ კასპის აკლდამები აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანების (ალბათ, იბერიის სამეფოს) მეტად დაწინაურებულ, შესაძლოა, მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს წარმოადგენს...

კასპის აკლდამების შესახებ უნიკალურ ცნობებს პროფესორი, არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე გვაწვდის, რომლის წიგნშიც "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“, აკლდამები ვრცლად არის აღწერილი...

- ქვათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული ანალიზის შედეგად ნათელი გახდა, რომ როგორც მისი საერთო სტრუქტურა, ისე ცალკეულ სათავსოთა გეგმარება, საკმაოდ განსხვავდებოდა საქართველოში ჩვენთვის მანამდე ცნობილი კლდის ძეგლებისგან. კომპლექსი, დაახლოებით, ერთი ტიპის სათავსებისგან შედგება, რომლებიც რიგ-რიგობით, დროის გარკვეული შუალედით იკვეთებოდა ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაგრამ აუცილებლად ერთმანეთისაგან იზოლირებულად. ამ სათავსებს საცხოვრებელი დანიშნულებისათვის შეუფერებელი მცირე ფართობი და სიმაღლე აქვს - ზოგიერთ მათგანში ზრდასრული ადამიანი წელში ვერ გაიმართება. ძალზე დაბალი და ვიწროა სათავსებში შესასვლელებიც, რომელთაც ადამიანი დაჩოქილი თუ გაივლის.

  • როგორც ვხედავთ, ერთი მხრივ, კვეთის მაღალი ტექნიკა და კარიბჭეების დეკორატიული ელემენტები, ხოლო მეორე მხრივ - საცხოვრებლად სრულიად მოუხერხებელი გეგმარება, ერთმანეთს აშკარად არ შეესაბამება, რაც ამ კომპლექსის საცხოვრებელი მიზნით შექმნას გამორიცხავს. საკმაოდ ადვილად მისადგომი მდებარეობისა და ჩამოთვლილი ხუროთმოძღვრული თავისებურებების გამო, ამ კომპლექსის საფორტიფიკაციო მიზნით შექმნაც ძნელი წარმოსადგენია.

სამაგიეროდ, ზემოთ აღწერილი, თითქმის ყოველი ქვაბისთვის ტიპიური ნიშა-თაროების ფორმა და ზომები მიცვალებულ ადამიანთა გაშოტილ პოზაში დასვენებას ესადაგება ზედმიწევნით (დასაძინებელ სარეცლებად ისინი სრულიად გამოუსადეგარია, რადგან იქ მოთავსებული ადამიანი ვერც გვერდს იცვლის და ოდნავაც ვერ წამოიწევა). ამ ფუნქციას სავსებით შეესაბამება აგრეთვე „ერთჯერადი“ გამოყენებისთვის შესაფერისი დაბალი შესასვლელები და სათავსოთა მინიატურული ზომები. ამრიგად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქვაბთა ეს კომპლექსი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა გეგმურსივრცობრივად საკმაოდ ჩამოყალიბებული ტიპის აკლდამა-მავზოლეუმების ერთობლიობა, კლდეში ნაკვეთი ნეკროპოლი.

ამ ქვაბოვანი ნეკროპოლის გაცნობისთანავე ცხადი გახდა, რომ საქმე წინაქრისტიანული ხანის ძეგლთან გვქონდა. როგორც აღვნიშნეთ, ამ აკლდამებში მიცვალებულები ქვეყნის მხარეების მიმართ ხაზგასმულად ნებისმიერი დამხრობით ყოფილან დასვენებულები ურთიერთ მართობულად, მაშინ როდესაც კამერათა მოპირდაპირე კედლებში თავისუფლად შეიძლებოდა თაროების აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ გამოკვეთა.

ამრიგად, აქ სახეზეა მიცვალებულთა აშკარად არაქრისტიანულად დაკრძალვის წესი. ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი ისტორიული რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელია სხვა კონფესიათა წარმომადგენლებს საშუალება ჰქონოდათ ასეთი მასშტაბის, მხოლოდ უმაღლეს არისტოკრატთა შესაფერი ნეკროპოლის შექმნაზე ეზრუნათ, თანაც ათწლეულების განმავლობაში (ამ აკლდამა-სამარხთა რაოდენობა, ნეკროპოლის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებაზე უნდა მიგვანიშნებდეს).

  • თითქმის უეჭველია, რომ კასპის აკლდამები აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანების (ალბათ იბერიის სამეფოს) მეტად დაწინაურებულ, შესაძლოა, მმართველი არისტოკრატიის საგვარეულო ნეკროპოლს წარმოადგენს. პრობლემა მხოლოდ ის არის, თუ კონკრეტულად რომელი პერიოდისაა და რა სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას ასახავს ეს ძეგლი.

ის გარემოება, რომ კასპის აკლდამებში ლითონის საჭრეთლების კვალია შემორჩენილი, გადაჭრით არ მიგვანიშნებდა ამ ძეგლების აუცილებლად რკინის ფართოდ გამოყენების ერაში შექმნაზე.

როგორც აღვნიშნეთ, კლდეში სხვადასხვა ხერხით ნაკვეთ აკლდამებში მიცვალებულების დაკრძალვის წესი, მსოფლიოს მრავალი უძველესი ცივილიზაციისთვის იყო დამახასიათებელი: მახლობელი აღმოსავლეთის თითქმის ყველა უძველეს სახელმწიფოში (ეგვიპტე, ასურეთი, ურარტუ, მცირე აზიის ქვეყნები და სხვ.), ამ მიზნით უაღრესად საინტერესო კლდის ძეგლები და მთელი კომპლექსები იქმნებოდა.

ჩვენთვის ცნობილი უძველესი კლდის აკლდამები, რომლებიც გეგმარებითი სტრუქტურისა და მასშტაბის მიხედვით კასპის ტიპის კლდის სამარხების შორეულ პროტოტიპად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ისტორიული ლევანტის ტერიტორიაზეა დადასტურებული. დღევანდელი ლიბანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია შევინში აღმოჩენილია ძვ. წ. დაახ. 2000 წ. შექმნილი კლდეში ნაკვეთი ნეკროპოლი. აქ დასაკრძალავი კამერების ფართობი დაახლოებით 4-6 მ2 -ს შეადგენს, ისინი მართკუთხა, ხშირად კვადრატული გეგმისაა; შესასვლელი ერთ-ერთი გვერდიდანაა, ხოლო დანარჩენ სამ კედელში თითო მიცვალებულის შესასვენებელი ნიში-თაროებია გამოკვეთილი [457, გვ. 169]. როგორც შემდეგ დავინახავთ, ეს ლიბანური აკლდამები ევრაზიის მატერიკზე ფრიად გავრცელებულ, მცირე ზომის კამერიანი და ნიშა-სარეცლებიანი კლდის სამარხების კვეთის მეტად ხანგრძლივ, სულ ცოტა 2 ათასწლიანი ტრადიციის სათავეებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ამ რაიონში, დაახლოებით იმავე პერიოდში, მიცვალებულთა დაკრძალვის სხვა წესიც არსებულა - აქ გვხვდება დოლმენური ტიპის სამარხებიც, რომელთა შექმნის კულტურა აგრეთვე ევრაზიის მატერიკის ვრცელი რეგიონებისთვის, მათ შორის კავკასიისთვისაც იყო დამახასიათებელი. კლდის აკლდამათა მსგავსი ნიმუშები ლიბანის მეზობელ ქვეყნებშიც ყოფილა გავრცელებული

ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში. მაგალითად, პალესტინაში, თელ-ფარას მიდამოებში მიკვლეულია გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII სს) კლდეში ნაკვეთი აკლდამების დიდი კომპლექსი, რომელთა შემადგენლობაში სრულიად პრიმიტიული, მართკუთხედთან ოდნავ მიახლოებული გეგმის ქვაბების გარდა, ზემოთ აღნიშნული ტიპის, მართკუთხა გეგმის, სამ მხარეს ნიშა-თაროებიანი კამერებიც გვხვდება. ასეთივე სურათია ამავე რეგიონის „მეჯიდის“ ქვაბ-აკლდამათა კომპლექსშიც.