საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებული ვითარება ოპოზიციისგან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს - თუ მაქსიმუმ, თებერვალში, ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა , ეს ნიშნავს, რომ "ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება" - ექსპერტი
"არსებული ვითარება ოპოზიციისგან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს - თუ მაქსიმუმ, თებერვალში, ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა , ეს ნიშნავს, რომ  "ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება" - ექსპერტი

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა რე­ა­ლუ­რად უნდა შე­ა­ფა­სონ IRI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და იგ­რძნონ, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მათი მხრი­დან სას­წრა­ფოდ გა­დაჯ­გუ­ფე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თუ იან­ვრის ბო­ლომ­დე, მაქ­სი­მუმ, თე­ბერ­ვალ­ში ეს სპექტრი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ისე დარ­ჩა, რო­გორც დღეს არის, მათ მიერ არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ამ­ბი­ცი­ე­ბი ცოტა უკან უნდა და­წი­ონ და სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა­ზე იფიქ­რონ.

"ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს კვლე­ვა ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­მა­ვალ შა­ბათს ტარ­დე­ბო­დეს, გა­მო­კი­თხულ­თა 25% “ქარ­თულ ოც­ნე­ბას,” ხოლო 13% “ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” და­უ­ჭერ­და მხარს. თუ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ასე დარ­ჩე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პარ­ლა­მენ­ტში 2/3 ექ­ნე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და 1/3 "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. სწო­რედ ორი პარ­ტი­ით და­კომ­პლექტდე­ბა პარ­ლა­მენ­ტი. ამი­ტომ, ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პარ­ტი­ებ­მა და სწო­რად შე­ა­ფა­სონ ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან სას­წრა­ფოდ გა­დაჯ­გუ­ფე­ბას მო­ი­თხოვს. თუ იან­ვრის ბო­ლომ­დე, მაქ­სი­მუმ, თე­ბერ­ვალ­ში ეს სპექტრი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ისე დარ­ჩა, რო­გორც დღეს არის, მა­შინ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, 5%-იანი ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხეთ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ და ა.შ. გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რჩე­ბა. ამა­ზე უნდა იფიქ­რონ წვრილ­მა პარ­ტი­ებ­მა და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. მათ ამ­ბი­ცი­ე­ბი ცოტა უკან უნდა და­წი­ონ და სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა­ზე იფიქ­რონ და არა იმა­ზე, რომ თა­ვად გა­და­ლა­ხონ 5%-იანი ბა­რი­ე­რი და მშვი­დად იყ­ვნენ“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, 5%-იანი ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვის პრობ­ლე­მა არას­დროს ექ­ნე­ბათ, რად­გან თა­ვი­სი მყა­რი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავთ.

"არის კი­დევ ასე­თი­ვე თა­ნა­ზო­მა­დი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც არ­ცერ­თი უნდა და არც მე­ო­რე. ის, რომ 40% არას­დროს მის­ცემ­და ხმას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ხოლო თით­ქმის 30% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს კი­დევ 30%, რო­მე­ლიც არ­ჩე­ვანს ეძებს. ეს 30% უნდა აით­ვი­სონ წვრილ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა. თუ ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, ეს 30% იმ 2 პარ­ტი­ა­ზე იმ პრო­პორ­ცი­ით გა­და­ნა­წილ­დე­ბა, რა პრო­პორ­ცი­აც დღეს არის, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად 2-ჯერ მეტს აი­ღებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. ამი­ტომ, უნდა მოხ­დეს დაჯ­გუ­ფე­ბა. ამ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ ამომ­რჩევ­ლის 30%-ს, რო­მელ­საც არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა და არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ შე­იქ­მნას ძლი­ე­რი ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტია. იმ პარ­ტი­ებს, რომ­ლებ­საც შან­სი არ აქვთ 5%-იანი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხონ, თუ პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან და რე­ა­ლუ­რად, ცვლი­ლე­ბა უნ­დათ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ერ­თოდ არ უნდა მი­ი­ღონ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ (IRI) კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­მა­ვალ შა­ბათს ტარ­დე­ბო­დეს, გა­მო­კი­თხულ­თა 25% “ქარ­თულ ოც­ნე­ბას,” ხოლო 13% “ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” და­უ­ჭერ­და მხარს.

გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 25% “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” პირ­ველ არ­ჩევ­ნად ასა­ხე­ლებს (3% მე­ო­რე არ­ჩევ­ნად), 13% “ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” (3% მე­ო­რე არ­ჩევ­ნად).

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიდით
0

ოღონდ ჩაიხადეთ თქვენც გირჩივით და ისე გადაჯგუფდით, უფრო შეაშინებთ ქოცებს))))

ი.კ
0

სამი კაცი სამზარეულოში ჭორაობას რომ დაიწყებს, არაა აუცილებელი, პარტია დაირქვან, ხელისუფლებაში მოსვლა მოინდომონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"არსებული ვითარება ოპოზიციისგან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს - თუ მაქსიმუმ, თებერვალში, ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა , ეს ნიშნავს, რომ "ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება" - ექსპერტი

"არსებული ვითარება ოპოზიციისგან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს - თუ მაქსიმუმ, თებერვალში, ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა , ეს ნიშნავს, რომ  "ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება" - ექსპერტი

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად უნდა შეაფასონ IRI-ის კვლევის შედეგები და იგრძნონ, რომ არსებული ვითარება მათი მხრიდან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მათ მიერ არჩევნების მოგება გამორიცხულია.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ.

"ჩემი შეფასებით, ეს კვლევა ყველაზე ახლოს არის არსებულ მდგომარეობასთან. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს. თუ ეს მონაცემები ასე დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 2/3 ექნება "ქართულ ოცნებას“ და 1/3 "ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედ ორი პარტიით დაკომპლექტდება პარლამენტი. ამიტომ, ეს უნდა გაითვალისწინონ პარტიებმა და სწორად შეაფასონ ამ კვლევის შედეგები. არსებული ვითარება ოპოზიციის მხრიდან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მაშინ საუბარი იმაზე, 5%-იანი ბარიერი გადავლახეთ, არჩევნები მოვიგეთ და ა.შ. გამორიცხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება. ამაზე უნდა იფიქრონ წვრილმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა. მათ ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ თავად გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მშვიდად იყვნენ“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არასდროს ექნებათ, რადგან თავისი მყარი ელექტორატი ჰყავთ.

"არის კიდევ ასეთივე თანაზომადი ჯგუფი, რომელსაც არცერთი უნდა და არც მეორე. ის, რომ 40% არასდროს მისცემდა ხმას "ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო თითქმის 30% "ქართულ ოცნებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კიდევ 30%, რომელიც არჩევანს ეძებს. ეს 30% უნდა აითვისონ წვრილმა პოლიტიკურმა ძალებმა. თუ ფრაგმენტირებულები დარჩნენ, ეს 30% იმ 2 პარტიაზე იმ პროპორციით გადანაწილდება, რა პროპორციაც დღეს არის, ანუ, ფაქტობრივად 2-ჯერ მეტს აიღებს "ქართული ოცნება“, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, უნდა მოხდეს დაჯგუფება. ამ დაჯგუფებაში ვგულისხმობ ამომრჩევლის 30%-ს, რომელსაც არც "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და არც "ქართული ოცნება“. არსებობს თეორიული შანსი, რომ შეიქმნას ძლიერი ცენტრისტული პარტია. იმ პარტიებს, რომლებსაც შანსი არ აქვთ 5%-იანი ბარიერი გადალახონ, თუ პატრიოტები არიან და რეალურად, ცვლილება უნდათ ქვეყანაში, საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).