სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება
მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება

მო­მა­ვა­ლი წლი­დან, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის პენ­სი­ის ზედა ზღვა­რი 560-დან 1000 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ და და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა ზედა ზღვრის, ე.წ. ჩამ­კე­ტის მოხ­სნის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მომ­ხრე­ნი არი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი "ხალ­ხის ძა­ლი­და­ნაც“. პარ­ტი­ის წევ­რმა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის კომ­პენ­სა­ცია ანა­ზღა­უ­რე­ბის 1/3 უნდა იყოს ე.წ. ჩამ­კე­ტის გა­რე­შე.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის პენ­სი­ის ზედა ზღვრის ცვლი­ლე­ბა 2024 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ეს არა მხო­ლოდ ყო­ფილ დე­პუ­ტა­ტებს, არა­მედ სხვა სეგ­მენ­ტის პი­რებ­საც შე­ე­ხე­ბა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "ე.წ. ჩამ­კე­ტის სრუ­ლად მოხ­სნას ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად და­მა­ტე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 10 მლნ ლარი დას­ჭირ­დე­ბა“.

"ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის პენ­სი­ებ­ში არის ცვლი­ლე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მით ანა­ზღა­უ­რე­ბის 1/3 არის პენ­სია, თუმ­ცა ჭერი არის 560 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს ზედა ზღვა­რი იც­ვლე­ბა, ეს არის იგი­ვე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს და ა.შ. - ბევრ სეგ­მენტს ფა­რავს. ეს ჭერი 1000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. ასე რომ, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რებ­საც შე­ე­ხე­ბათ ეს ცვლი­ლე­ბა. 1-ელი იან­ვრი­დან პენ­სია 560 ლა­რის ნაც­ვლად 1000 ლარი იქ­ნე­ბა. დღეს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის პენ­სია 560 ლარი იმი­ტო­მაა, რომ დად­გე­ნი­ლია ჭერი 560 ლარი. წე­სით უნდა იყოს ხელ­ფა­სის 1/3, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდე­ბა. ჭერი ბი­უ­ჯე­ტით 1000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პენ­სია იქ­ნე­ბა 1000 ლარი“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
1

1200 ლარს აძლევენ მუშებს რომლებიც მართლა მთელი დღე გაუსაძლის პირობებში მუშაობენ.ყველა პარლამენტარი უნდა ამუშაო ლაფატკაზე და მიხვდებიან შრომის ფასს.😡😡😡

ჭორლეონე
0

ეს ნიკა მაჭუტაძე კარგად მუშაობს ქოცებთან. ტკბილია ვერცხლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება

მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება

მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

აღნიშნულ საკითხზე დებატები გაიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა, ნიკა მაჭუტაძემ და დავით ზილფიმიანმა ზედა ზღვრის, ე.წ. ჩამკეტის მოხსნის საკითხი დააყენეს. აღნიშნულის მომხრენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატები "ხალხის ძალიდანაც“. პარტიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი დეპუტატების კომპენსაცია ანაზღაურების 1/3 უნდა იყოს ე.წ. ჩამკეტის გარეშე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვრის ცვლილება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული და ეს არა მხოლოდ ყოფილ დეპუტატებს, არამედ სხვა სეგმენტის პირებსაც შეეხება.

მისი განმარტებით, "ე.წ. ჩამკეტის სრულად მოხსნას ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით დაახლოებით 10 მლნ ლარი დასჭირდება“.

"ყოფილი წევრების პენსიებში არის ცვლილება. დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. - ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.