მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები)
ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები)

გუ­შინ წი­ნან­დლის მა­მულ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც ეს­წრე­ბო­და. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი რცხი­ლა­ძის ქორ­წილ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად, სტუმ­რის რან­გში ჩა­ვი­და. ბიზ­ნეს­მე­ნი რცხი­ლა­ძე წლე­ბია, რაც მსა­ხი­ობ და მო­დის დი­ზა­ნერ აი­ნათ ქსენ­ბა­ი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ქორ­წილს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ჯვა­რი ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა.

  • ვინ არის ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე?

მის სა­ხელ­სა და გვარს უცხო­ურ მე­დი­ა­ში უფრო შეხ­ვდე­ბით, ვიდ­რე ქარ­თულ­ში. ბიზ­ნეს­მე­ნი წლე­ბია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და Silk Road Group-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რია. 2017 წელს რა­მიშ­ვილ­სა და რცხი­ლა­ძე­ზე წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყალ­ბი "ტრამ­პთა­უ­ე­რის" აშე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ.

ბა­თუმ­ში Trump-tower-ის აშე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ­მა დო­ნალდ ტრამპმა და სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს ხელი. ტრამ­პის პარტნი­ო­რი სწო­რედ Silk Road Group იყო. პრო­ექ­ტი დრო­ში გა­ი­წე­ლა, ხოლო 2017 წლის იან­ვარ­ში კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბა­თუ­მის Trump-tower-ის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას აჩე­რებ­დნენ.

მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, რომ რა­მიშ­ვილ­მა პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა სხვა პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა.

"მე ჩა­მო­ვიყ­ვან აქ 20 მოს­კო­ველს, იმის­თვის, რომ მათ იყი­დონ ბი­ნე­ბი. ვა­პი­რებ ვა­ყი­დი­ნო აქ ბინა ვლა­დი­მერ პუ­ტინს“, - ხუმ­რობ­და იმ­ჟა­მად გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე.

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე (Forbs)
  • ვინ არის აი­ნათ ქსენ­ბა­ია

მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი აია­ნა ეს­მა­გამ­ბე­ტო­ვაა, მსა­ხი­ო­ბი წარ­მო­შო­ბით ყა­ზა­ხე­თი­დან არის. პირ­ვე­ლად კი­ნო­ში 2002 წელს გა­მოჩ­ნდა. 2004 წელს ითა­მა­შა პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რი­სო სპექ­ტაკლში, ივან პა­სე­რი­სა და სერ­გეი ბოდ­რო­ვის Nomad-ში. შემ­დეგ, 2007 წელს შე­ას­რუ­ლა ულ­ჟა­ნის როლი ფოლ­კერ შლონ­დორ­ფის ფილმში. აი­ნა­თი სულ ოთხ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა წყდე­ბა.

უცხო­ურ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აი­ნა­თი ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა­ში სამ­სა­ხი­ო­ბო უნა­რე­ბის და­სახ­ვე­წად ჩა­ვი­და, მაგ­რამ მალე მის­მა ცხოვ­რე­ბამ სრუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, რად­გან მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო. სამ­სა­ხი­ო­ბო პა­უ­ზა კი ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნე­რო­ბით შე­ავ­სო.

"ჩემი დიდი ბე­ბია ეგ­ზო­ტი­კუ­რი აღ­მო­სავ­ლუ­რი ფარ­და­გე­ბი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. მისი ის­ტო­რია იყო ჩემი ოც­ნე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ყა­ზა­ხუ­რი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბი და მისი მდი­და­რი, ცო­ცხა­ლი ბუ­ნე­ბის ფე­რე­ბი.

მინ­და, რომ ჩემ­მა სა­მოს­მა ყვე­ლა ასა­კი­სა თუ ეროვ­ნე­ბის ქალს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, იგ­რძნოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ძალა, ელე­გან­ტუ­რო­ბა და მდი­და­რი ფე­რე­ბის ლო­გი­კუ­რი სი­გი­ჟე. არას­დროს ვწყვეტ მოძ­რა­ო­ბას და ვცდი­ლობ სტრე­სის მარ­თვას ჩოგ­ბურ­თით, ცურ­ვით, კარ­გი კვე­ბით და მუ­სი­კით", - ყვე­ბა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აი­ნა­თი.

ამ­ბობს, რომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სე­ბი ქმა­რი და დედა არი­ან.

წყვი­ლის შვი­ლე­ბი მშობ­ლე­ბის ქორ­წილს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით ეს­წრე­ბოდ­ნენ. აი­ნა­თი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ხში­რად ეს­წრე­ბა გლა­მუ­რულ წვე­უ­ლე­ბებს ამე­რი­კა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ
3

რა როჟები აქვთ?

???
4

სალომეს როლი აი მხოლოდ ეს არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები)

ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები)

გუშინ წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი კახეთში ბიზნესმენ გიორგი რცხილაძის ქორწილში სპეციალურად, სტუმრის რანგში ჩავიდა. ბიზნესმენი რცხილაძე წლებია, რაც მსახიობ და მოდის დიზანერ აინათ ქსენბაიზეა დაქორწინებული. ქორწილს პრეზიდენტის გარდა, ძირითადად უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. წყვილმა ჯვარი ალავერდის საკათედრო ტაძარში დაიწერა.

  • ვინ არის ბიზნესმენი გიორგი რცხილაძე?

მის სახელსა და გვარს უცხოურ მედიაში უფრო შეხვდებით, ვიდრე ქართულში. ბიზნესმენი წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და Silk Road Group-ის ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის პარტნიორია. 2017 წელს რამიშვილსა და რცხილაძეზე წერდნენ, რომ საქართველოში ყალბი "ტრამპთაუერის" აშენებას აპირებდნენ.

ბათუმში Trump-tower-ის აშენების შეთანხმებას 2012 წელს საქართველოში სტუმრად მყოფმა დონალდ ტრამპმა და საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერეს ხელი. ტრამპის პარტნიორი სწორედ Silk Road Group იყო. პროექტი დროში გაიწელა, ხოლო 2017 წლის იანვარში კომპანიებმა განაცხადეს, რომ ბათუმის Trump-tower-ის პროექტზე მუშაობას აჩერებდნენ.

მედიაში დაიწერა, რომ რამიშვილმა პროექტის გაგრძელება სხვა პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა.

"მე ჩამოვიყვან აქ 20 მოსკოველს, იმისთვის, რომ მათ იყიდონ ბინები. ვაპირებ ვაყიდინო აქ ბინა ვლადიმერ პუტინს“, - ხუმრობდა იმჟამად გიორგი რცხილაძე.

გიორგი რამიშვილი და გიორგი რცხილაძე (Forbs)
  • ვინ არის აინათ ქსენბაია

მისი ნამდვილი სახელი და გვარი აიანა ესმაგამბეტოვაა, მსახიობი წარმოშობით ყაზახეთიდან არის. პირველად კინოში 2002 წელს გამოჩნდა. 2004 წელს ითამაშა პირველ საერთაშორისო სპექტაკლში, ივან პასერისა და სერგეი ბოდროვის Nomad-ში. შემდეგ, 2007 წელს შეასრულა ულჟანის როლი ფოლკერ შლონდორფის ფილმში. აინათი სულ ოთხ ფილმშია გადაღებული, შემდეგ მისი სამსახიობო კარიერა წყდება.

უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აინათი ამბობს, რომ ამერიკაში სამსახიობო უნარების დასახვეწად ჩავიდა, მაგრამ მალე მისმა ცხოვრებამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა, რადგან მომავალი მეუღლე გაიცნო. სამსახიობო პაუზა კი ტექსტილის დიზაინერობით შეავსო.

"ჩემი დიდი ბებია ეგზოტიკური აღმოსავლური ფარდაგებისა და ქსოვილების გამორჩეული დიზაინერია. მისი ისტორია იყო ჩემი ოცნების მამოძრავებელი ძალა, გამომეყენებინა ყაზახური კულტურის ელემენტები და მისი მდიდარი, ცოცხალი ბუნების ფერები.

მინდა, რომ ჩემმა სამოსმა ყველა ასაკისა თუ ეროვნების ქალს საშუალება მისცეს, იგრძნოს თავისუფლება, ძალა, ელეგანტურობა და მდიდარი ფერების ლოგიკური სიგიჟე. არასდროს ვწყვეტ მოძრაობას და ვცდილობ სტრესის მართვას ჩოგბურთით, ცურვით, კარგი კვებით და მუსიკით", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში აინათი.

ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსები ქმარი და დედა არიან.

წყვილის შვილები მშობლების ქორწილს ქართული ტრადიციული სამოსით ესწრებოდნენ. აინათი, მეუღლესთან ერთად, ხშირად ესწრება გლამურულ წვეულებებს ამერიკაში.