სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "დაღუპვამდე ბრძოლის ველიდან 7 მებრძოლის გამოყვანა შეძლო"
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "დაღუპვამდე ბრძოლის ველიდან 7 მებრძოლის გამოყვანა შეძლო"

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ბე­რუ­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ირაკ­ლი ქურ­ცი­კი­ძეა.

"სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ბიჭი, ირაკ­ლი ქურ­ცი­კი­ძე და­ე­ცა. ის სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­შის დროს, მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი გა­მოჰ­ყავ­და, და­ღუპ­ვამ­დე კი 7 მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი, ლაშა შერ­გე­ლაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ერთი დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი მან ზურ­გით, ორ კი­ლო­მეტრზე ატა­რა - დაჭ­რი­ლი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, "შენ ხარ ვე­ნა­ხის" ღი­ღი­ნით... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო, უბად­ლო მე­ო­მა­რი, უსა­ზღვრო პატ­რი­ო­ტი - ასე­თად დარ­ჩე­ბა ირაკ­ლი მისი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გუ­ლებ­ში. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ოჯახს, მე­გობ­რებს, ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს, რო­მელ­მაც ასე­თი დი­დე­ბუ­ლი ბიჭი და­კარ­გა... გმი­რე­ბი არ კვდე­ბი­ან! დი­დე­ბა გმი­რებს!" - წერს ბე­რუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ირაკ­ლი სიმ­ტკი­ცის, პატ­რი­ო­ტიზ­მის და სი­მა­მა­ცის სიმ­ბო­ლო იყო.მიმ­ძიმს მას­ზე სა­უ­ბა­რი, მიმ­ძიმს რად­გან ირაკ­ლი სა­უ­კე­თე­სო იყო სა­უ­კუ­თე­სო­თა შო­რის, ის ჩემი იმე­დი იყო, ის ჩვე­ნი იმე­დი იყო, ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი იყო. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხო­ლოდ ცოდ­ნას არ ნიშ­ნავს, ეს პირ­ველ რიგ­ში ახ­ლის სწავ­ლის უნა­რია. სწო­რედ ასე­თი იყო ირაკ­ლი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირაკ­ლი სამ­ხედ­რო აკა­დე­მია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ის ყო­ვე­ლი­ვე ახალს სწავ­ლობ­და და იყე­ნებ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, მე ამ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე­ბო, ხში­რად იმე­ო­რებ­და..." - წერს კობა ხა­ბა­ზი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
2

მამულაშვილი სადაა???

სულხანი
8

დიდება გმირებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "დაღუპვამდე ბრძოლის ველიდან 7 მებრძოლის გამოყვანა შეძლო"

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "დაღუპვამდე ბრძოლის ველიდან 7 მებრძოლის გამოყვანა შეძლო"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, გარდაცვლილი ირაკლი ქურციკიძეა.

"სამწუხაროდ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა. ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა - დაჭრილისა და საკუთარი თავის გასამხნევებლად, "შენ ხარ ვენახის" ღიღინით... პროფესიონალი სამხედრო, უბადლო მეომარი, უსაზღვრო პატრიოტი - ასეთად დარჩება ირაკლი მისი მეგობრებისა და ახლობლების გულებში. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ასეთი დიდებული ბიჭი დაკარგა... გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!" - წერს ბერულავა სოციალურ ქსელში.

"ირაკლი სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო იყო.მიმძიმს მასზე საუბარი, მიმძიმს რადგან ირაკლი საუკეთესო იყო საუკუთესოთა შორის, ის ჩემი იმედი იყო, ის ჩვენი იმედი იყო, ის საქართველოს მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საუკეთესო პროფესიონალი იყო, ის ყოველივე ახალს სწავლობდა და იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს, მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, ხშირად იმეორებდა..." - წერს კობა ხაბაზი.