სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამუდამო პატიმრომა მიესაჯა კაცს, რომელმაც ნათესავი ქალი ელექტროშოკით აწამა და მოკლა - მანამდე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოს
სამუდამო პატიმრომა მიესაჯა კაცს, რომელმაც ნათესავი ქალი ელექტროშოკით აწამა და მოკლა - მანამდე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოს
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი მა­რი­კა ბუ­თხუ­ზი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი (კად­რი/სქ­რი­ნი შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან )

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და სა­სა­მარ­თლომ მას უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • ცნო­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა მა­რი­კა ბუ­თხუ­ზის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს. 36 წლის ქალი სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელ­ში ნა­ხეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და მოკ­ლუ­ლი ქალი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და და გა­და­წყვი­ტა ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა ბი­ძაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა, მისი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გო­ბარ­თან. მა­მა­კა­ცი ქალ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და, უღებ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ებს და ვი­დე­ო­ებს.

"მკვლე­ლო­ბის დღეს, 2023 წლის 28 აპ­რილს, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტი­კად სცემ­და და ელექტრო­შო­კით აწა­მებ­და. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­რად­გი­ნა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ადას­ტუ­რებ­და. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში - გენ­დე­რის ნიშ­ნით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, სა­სა­მარ­თლომ მას სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა - უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შემ­თხვე­ვა, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია სა­უ­ბა­რი, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ჰუ­ა­ლინ­გის და­სახ­ლე­ბა­ში აპ­რი­ლის თვე­ში მოხ­და. 36 წლის ქალი ქმარს იყო გა­შო­რე­ბუ­ლი და სახ­ლში ბავ­შვთან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მომ­ხდა­რის შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, რომ ქალ­თან ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ნა­თე­სა­ვე­ბი და სულ ჩხუ­ბის და ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და. შსს-მ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად იმ დროს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0

რატო გააუქმეთ დახვრეტა.ასეთები სიკვდილის ღირსია.

დავით 67
2

კი მაგრამ ეს გოგო პოლიციას არ მიმართავდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სამუდამო პატიმრომა მიესაჯა კაცს, რომელმაც ნათესავი ქალი ელექტროშოკით აწამა და მოკლა - მანამდე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოს

სამუდამო პატიმრომა მიესაჯა კაცს, რომელმაც ნათესავი ქალი ელექტროშოკით აწამა და მოკლა - მანამდე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოს
  • ფოტოზე: მოკლული მარიკა ბუთხუზი და მსჯავრდებული (კადრი/სქრინი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან )

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • ცნობისთვის, საქმე ეხება მარიკა ბუთხუზის მკვლელობის ამბავს. 36 წლის ქალი სასტიკად ნაწამები საკუთარ საძინებელში ნახეს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს.

"მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა, რომელზეც პროკურატურის განცხადებაშია საუბარი, ვაზისუბანში, ჰუალინგის დასახლებაში აპრილის თვეში მოხდა. 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივები მომხდარის შემდეგ ამბობდნენ, რომ ქალთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა. შსს-მ მკვლელობის მოტივად იმ დროს ეჭვიანობა დაასახელა.

წაიკითხეთ ასევე: