სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიჩივის, თითქოს ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ... დანიელი მოსკოვშია და მამის სანახავად არც მოსულა" - როგორ დაუკავშირა ანა ჯაბაურმა ცხოვრება გამსახურდიებს და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება
"მიჩივის, თითქოს ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ... დანიელი მოსკოვშია და მამის სანახავად არც მოსულა" - როგორ დაუკავშირა ანა ჯაბაურმა ცხოვრება გამსახურდიებს და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება

"ყვე­ლას უკ­ვირს, რა მაძ­ლევს ძა­ლას, რომ ამ­ხე­ლა გან­საც­დელს გა­ვუმკლავ­დე... ენერ­გი­ის წყა­რო არა­ერ­თია: სიყ­ვა­რუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, უსა­მარ­თლო­ბა­სა და წარ­მო­უდ­გე­ნელ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი... გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, დე­და­მი­წა­ზე მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­საც­დე­ლის ჟამს შენ გვერ­დით არი­ან და და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ", - მოკ­ლედ, სულ რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა­ში ჩა­ა­ტია თა­ვი­სი გუ­ლის­თქმა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლემ ანა ჯა­ბა­ურ­მა.

ანას და ცოტ­ნეს წე­რო­ვან­ში ვეწ­ვი­ეთ და ჭიქა ყა­ვას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ცოტ­ნეს გულ­შე­მატ­კივ­რებს მინ­და ვუ­თხრა, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, ყვე­ლა­ფერს გრძნობს და გა­ნიც­დის. მისი მზე­რა და მი­მი­კე­ბი იმა­ზე ბევ­რად მე­ტყვე­ლია, ვიდ­რე წარ­მოდ­გე­ნა შე­გიძ­ლი­ათ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ანას დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

  • ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ ანა ექი­მი კარ­დი­ო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია. აქვს ოც­და­ა­თამ­დე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, რო­მელ­თა­გან 20-ზე მეტი უცხო­ეთ­შია და­ბეჭ­დი­ლი. ასე­ვე გახ­ლავთ, ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც.

- შარ­შან მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, თუკი რა­მეა ჩემ­ში, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხოლო თუ ცუ­დია, ისიც ისაა, რაც მას არ და­ვუ­ჯე­რე. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, დღი­დან ჩემი არ­სე­ბო­ბი­სა, ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, ღირ­სე­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის, აკა­დე­მი­უ­რო­ბის, გო­ნი­ე­რე­ბი­სა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის იშ­ვი­ათ მას­ტერკლა­სებს მი­ტა­რებ­და. ერთხელ (მა­შინ ახალ­გაზ­რდა და გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი), ად­რე­ულ და არე­ულ 90-იან წლებ­ში, როცა მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირ­და, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბე­ბი­ის და­ნა­ტო­ვა­რი ულა­მა­ზე­სი ბე­ჭე­დი გა­ე­ყი­და. მა­მა­ჩე­მი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო, თა­ნაც კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის შემ­დეგ ბიზ­ნე­სიც ნე­ბა­დარ­თუ­ლი გახ­და და ამი­ტომ არ გვი­ჭირ­და. მის­გან ყო­ველ­თვის გა­ნე­ბივ­რე­ბულ­მა, ვთხო­ვე, მი­ყი­დე ეს ბე­ჭე­დი-მეთ­ქი... ახ­ლაც მახ­სოვს ის შეგ­რძნე­ბა: უხერ­ხუ­ლო­ბა, სი­ნა­ნუ­ლი თუ ყვე­ლა ეს გრძნო­ბა ერ­თად, რო­მე­ლიც მისი პა­სუ­ხის შემ­დეგ და­მე­უფ­ლა - არ გრცხვე­ნია?! ადა­მი­ანს უჭირს და შენ გა­ჭირ­ვე­ბის გამო გა­მე­ტე­ბუ­ლი ნივ­თი გინ­და იყი­დო? მიდი და და­ეხ­მა­რე თუ შე­გიძ­ლი­აო...

ყვე­ლას გვახ­სოვს, იმ გა­ჭირ­ვე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თუ რა­მემ გა­და­არ­ჩი­ნა, ერთ-ერთი ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა იყო. მა­შინ მა­მა­ჩე­მი 8 ოჯახს ეხ­მა­რე­ბო­და. ორი მათ­გა­ნი მარ­ტო­ხე­ლა, მი­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი იყო. ერთი მისი სი­დედ­რის ბი­ძაშ­ვი­ლი, მე­ო­რე - ჩემი ყო­ფი­ლი დამ­ხმა­რე. არ­ცთუ ისე ახ­ლობ­ლის­გან ასე­თი მზრუნ­ვე­ლო­ბით გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­მა, ორი­ვემ გა­და­წყვი­ტა მად­ლი­ე­რე­ბა სა­კუ­თა­რი ბი­ნე­ბის ჩემ­ზე გად­მო­ფორ­მე­ბით გა­მო­ე­ხა­ტათ, მით უმე­ტეს, არც არა­ვინ ჰყავ­დათ მემ­კვიდ­რე. ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო მა­მა­ჩემ­მა ეს შე­თა­ვა­ზე­ბა - მე­ო­რე­ჯერ აღარ წა­მოგცდეთ მსგავ­სი რამ, მე რაც შე­მიძ­ლია, იმას ვა­კე­თებ და ეგღა მაკ­ლია, ამა­ში სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოო. აი, ამი­ტო­მაა, რომ ვცდი­ლობ სწო­რე­ბა მუ­დამ მას­ზე გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­მომ­დის, არ ვიცი.

ჩემი დიდი პაპა, მა­მა­ჩე­მის პაპა გი­ორ­გი ჯა­ბა­უ­რი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო. ის მე­უღ­ლეს­თან, ეკა­ტე­რი­ნე იო­სე­ლი­ან­სა და მის თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი სა­ხალ­ხო თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის ბა­ზა­ზეც შემ­დგომ­ში აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი შე­იქ­მნა. წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რიც გახ­ლდათ ეკა­ტე­რი­ნეს­თან ერ­თად. მენ­შე­ვი­კე­ბის მთავ­რო­ბის დროს გო­რის სა­მაზ­როს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დღეს ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში გი­ორ­გი ჯა­ბა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა, შე­სახ­ვე­ვი და ჩიხი არ­სე­ბობს. ეკა­ტე­რი­ნე, რო­მელ­საც კე­თილ­შო­ბილ ქალ­თა გიმ­ნა­ზია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მო­წი­ნა­ვე ქალ­თა ერთ-ერთი ლი­დე­რიც ყო­ფი­ლა და მე­ფის­ნაც­ვალ­თა­ნაც მი­უღ­წე­ვია აუ­დი­ენ­ცი­ის­თვის ქალ­თა სა­კი­თხებ­ზე. გი­ორ­გის ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი (რო­მელ­მაც 2 ლექ­სიც კი მი­უ­ძღვნა მას), მი­ხე­ილ ჭა­ბაშ­ვი­ლი, ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლი, სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი, სტე­პ­კო ჯა­ფა­რი­ძე და სხვე­ბი. ალ­ბათ, ამ­გვარ შე­მოქ­მე­დე­ბით გა­რე­მო­ში აღ­ზრდის ბრა­ლია, რომ მა­მა­ჩე­მის წრე­შიც ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი ტრი­ა­ლებ­და და ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან რუს­თა­ვე­ლის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა თუ ოპე­რის თე­ატ­რის არც ერთ პრე­მი­ე­რას არ გა­მოგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნებ­და არც მე და არც ჩემს ძმას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არც ჩემს შვილს.

- თქვენ რის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თეთ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი?

- 16 წლის ასაკ­ში ვერ ვი­ყა­ვი ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ პრო­ფე­სია ამერ­ჩია და მო­დას ავ­ყე­ვი. მცი­რე გავ­ლე­ნა იმა­ნაც მო­ახ­დი­ნა, რომ დე­დის მხრი­დან ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი ექი­მი მყავს. გა­მი­მარ­თლა, რომ გა­უ­აზ­რებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სწო­რი აღ­მოჩ­ნდა. მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა ექი­მო­ბა: დიდი პა­ტი­ვია ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გან­დოს.

- რა არის თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე?

- დღეს მი­მაჩ­ნია, რომ სირ­თუ­ლე­ზე, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, წუ­წუ­ნი არ ღირს. მა­გა­ლი­თად, შვი­ლის გაზ­რდა, დიპ­ლო­მის აღე­ბა თუ დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა, გა­დატ­ვირ­თუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი... ასე­თი "პრობ­ლე­მე­ბის" მი­მართ დიდი ხა­ნია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შევ­ცვა­ლე და გა­ვა­ი­ო­ლე. ამა­ში მა­მის ზე­გავ­ლე­ნის გარ­და, ცოტ­ნეს მიერ, თა­ვის დრო­ზე, ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი სა­სარ­გებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბიც და­მეხ­მა­რა... სირ­თუ­ლე იყო ]მშობ­ლის და­კარ­გვა. დიდი სირ­თუ­ლეა ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა და აგ­რეთ­ვე მთე­ლი ის შლე­ი­ფი, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მოჰ­ყვე­ბა. ცოტ­ნეს გაც­ნო­ბა მე­ტად ბა­ნა­ლუ­რი იყო, რა­საც მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვერ ვი­ტყვი. პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუკ­ში" მნა­ხა და შემ­დეგ ჩემ­თან კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტის სტა­ტუ­სით მო­ვი­და. მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა ჰქონ­და და პა­ცი­ენ­ტო­ბა სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნა. ამას მი­წერ-მო­წე­რა მოჰ­ყვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი, რომ­ლი­თაც იმ­დე­ნად არ მო­ვი­ხიბ­ლე, რომ მე­ო­რე­ზე დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ცხონებული ტარიელ ჯაბაური იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორი, ღმერთმა გაანათლოს. მისი დირექტორობის პერიოდში დუღდა მუშაობა ქარხანაში. ამის შემდეგ მოვიდა წილოსანი, რომელმაც გააპარტახა ქარხანა, თანამშრომლებს ნამუშევარი ხელფასი არ გადაუხადა და მიითვისა!!!

ნინო
1

რაღაცნაერად ბოლომდე მაინც არ მჯერა ამ ქალის გულწრფელობის, ნუ მანანაც ცალკე კოშმარი! საცოდავი ზვიადი ასეთი ოჯახის ხელში. გაასწრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიჩივის, თითქოს ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ... დანიელი მოსკოვშია და მამის სანახავად არც მოსულა" - როგორ დაუკავშირა ანა ჯაბაურმა ცხოვრება გამსახურდიებს და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება

"მიჩივის, თითქოს ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ... დანიელი მოსკოვშია და მამის სანახავად არც მოსულა" - როგორ დაუკავშირა ანა ჯაბაურმა ცხოვრება გამსახურდიებს და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება

"ყველას უკვირს, რა მაძლევს ძალას, რომ ამხელა განსაცდელს გავუმკლავდე... ენერგიის წყარო არაერთია: სიყვარული, სიბრალული, უსამართლობასა და წარმოუდგენელ ბოროტებასთან ბრძოლის სურვილი... გარდა ამ ყველაფრისა, დედამიწაზე მფარველი ანგელოზებიც არსებობენ, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს შენ გვერდით არიან და დაცემის საშუალებას არ გაძლევენ", - მოკლედ, სულ რამდენიმე ფრაზაში ჩაატია თავისი გულისთქმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა.

ანას და ცოტნეს წეროვანში ვეწვიეთ და ჭიქა ყავასთან ერთად, ძალიან საინტერესო ამბებზე ვისაუბრეთ. ცოტნეს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მას ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს და განიცდის. მისი მზერა და მიმიკები იმაზე ბევრად მეტყველია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ და ეს ყველაფერი ანას დამსახურებაა.

  • ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ანა ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 20-ზე მეტი უცხოეთშია დაბეჭდილი. ასევე გახლავთ, ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანიც.

- შარშან მამა გარდამეცვალა, ყველაფერი კარგი, თუკი რამეა ჩემში, მისი დამსახურებაა, ხოლო თუ ცუდია, ისიც ისაა, რაც მას არ დავუჯერე. ეს იყო ადამიანი, რომელიც, დღიდან ჩემი არსებობისა, ჰუმანურობის, ღირსების, ვაჟკაცობის, აკადემიურობის, გონიერებისა და ლოიალურობის იშვიათ მასტერკლასებს მიტარებდა. ერთხელ (მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი), ადრეულ და არეულ 90-იან წლებში, როცა მოსახლეობას ძალიან უჭირდა, ჩვენი მეზობელი იძულებული გახდა ბებიის დანატოვარი ულამაზესი ბეჭედი გაეყიდა. მამაჩემი 25 წლის განმავლობაში დიდი ქარხნის დირექტორი იყო, თანაც კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ბიზნესიც ნებადართული გახდა და ამიტომ არ გვიჭირდა. მისგან ყოველთვის განებივრებულმა, ვთხოვე, მიყიდე ეს ბეჭედი-მეთქი... ახლაც მახსოვს ის შეგრძნება: უხერხულობა, სინანული თუ ყველა ეს გრძნობა ერთად, რომელიც მისი პასუხის შემდეგ დამეუფლა - არ გრცხვენია?! ადამიანს უჭირს და შენ გაჭირვების გამო გამეტებული ნივთი გინდა იყიდო? მიდი და დაეხმარე თუ შეგიძლიაო...

ყველას გვახსოვს, იმ გაჭირვებაში საქართველოს მოსახლეობა თუ რამემ გადაარჩინა, ერთ-ერთი ურთიერთდახმარება იყო. მაშინ მამაჩემი 8 ოჯახს ეხმარებოდა. ორი მათგანი მარტოხელა, მიტოვებული მოხუცი იყო. ერთი მისი სიდედრის ბიძაშვილი, მეორე - ჩემი ყოფილი დამხმარე. არცთუ ისე ახლობლისგან ასეთი მზრუნველობით გულაჩუყებულმა, ორივემ გადაწყვიტა მადლიერება საკუთარი ბინების ჩემზე გადმოფორმებით გამოეხატათ, მით უმეტეს, არც არავინ ჰყავდათ მემკვიდრე. ახლაც მახსოვს, როგორ შეურაცხყოფად მიიღო მამაჩემმა ეს შეთავაზება - მეორეჯერ აღარ წამოგცდეთ მსგავსი რამ, მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და ეგღა მაკლია, ამაში სარგებელი მივიღოო. აი, ამიტომაა, რომ ვცდილობ სწორება მუდამ მასზე გავაკეთო, მაგრამ რამდენად გამომდის, არ ვიცი.

ჩემი დიდი პაპა, მამაჩემის პაპა გიორგი ჯაბაური საზოგადო მოღვაწე იყო. ის მეუღლესთან, ეკატერინე იოსელიანსა და მის თანამედროვე ახალგაზრდებთან ერთად პირველი სახალხო თეატრის დამაარსებელი გახლდათ, რომლის ბაზაზეც შემდგომში აკადემიური თეატრი შეიქმნა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრიც გახლდათ ეკატერინესთან ერთად. მენშევიკების მთავრობის დროს გორის სამაზროს კულტურის განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. დღეს ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჯაბაურის სახელობის ქუჩა, შესახვევი და ჩიხი არსებობს. ეკატერინე, რომელსაც კეთილშობილ ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მოწინავე ქალთა ერთ-ერთი ლიდერიც ყოფილა და მეფისნაცვალთანაც მიუღწევია აუდიენციისთვის ქალთა საკითხებზე. გიორგის ახლო მეგობრები იყვნენ იოსებ გრიშაშვილი (რომელმაც 2 ლექსიც კი მიუძღვნა მას), მიხეილ ჭაბაშვილი, ვასო გოძიაშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, სტეპკო ჯაფარიძე და სხვები. ალბათ, ამგვარ შემოქმედებით გარემოში აღზრდის ბრალია, რომ მამაჩემის წრეშიც ბევრი ხელოვანი ტრიალებდა და ადრეული ბავშვობიდან რუსთაველის, მარჯანიშვილისა თუ ოპერის თეატრის არც ერთ პრემიერას არ გამოგვატოვებინებდა არც მე და არც ჩემს ძმას, მოგვიანებით, არც ჩემს შვილს.

- თქვენ რის მიხედვით გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

- 16 წლის ასაკში ვერ ვიყავი ბოლომდე ჩამოყალიბებული, რომ პროფესია ამერჩია და მოდას ავყევი. მცირე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ დედის მხრიდან ყველა ნათესავი ექიმი მყავს. გამიმართლა, რომ გაუაზრებლად გაკეთებული არჩევანი სწორი აღმოჩნდა. მართლაც განსაკუთრებული პროფესიაა ექიმობა: დიდი პატივია ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე განდოს.

- რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი სირთულე?

- დღეს მიმაჩნია, რომ სირთულეზე, რომლის დაძლევაც შესაძლებელია, წუწუნი არ ღირს. მაგალითად, შვილის გაზრდა, დიპლომის აღება თუ დისერტაციის დაცვა, გადატვირთული სამსახური, ყოველდღიური ყოფითი პრობლემები... ასეთი ,,პრობლემების" მიმართ დიდი ხანია დამოკიდებულება შევცვალე და გავაიოლე. ამაში მამის ზეგავლენის გარდა, ცოტნეს მიერ, თავის დროზე, ჩემს ცნობიერებაში შეტანილი სასარგებლო ცვლილებებიც დამეხმარა... სირთულე იყო ]მშობლის დაკარგვა. დიდი სირთულეა ცოტნეს მდგომარეობა და აგრეთვე მთელი ის შლეიფი, რომელიც ამ მდგომარეობას მოჰყვება. ცოტნეს გაცნობა მეტად ბანალური იყო, რასაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ვერ ვიტყვი. პირველად "ფეისბუკში" მნახა და შემდეგ ჩემთან კლინიკაში პაციენტის სტატუსით მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა და პაციენტობა საბაბად გამოიყენა. ამას მიწერ-მოწერა მოჰყვა, მოგვიანებით, პირველი პაემანი, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: