კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პირველი ქართველი სამხედრო ფოტოგრაფი ქალი - მოწყალების და, რომელმაც ომის საშინელება ჩანაწერებსა და ფოტოებში ასახა
ვინ იყო პირველი ქართველი სამხედრო ფოტოგრაფი ქალი - მოწყალების და, რომელმაც ომის საშინელება ჩანაწერებსა და ფოტოებში ასახა

დღეს ქა­ლის ფო­ტოგ­რა­ფო­ბა და არც მისი ომში საქ­მი­ა­ნო­ბა აღა­რა­ვის უკ­ვირს. მით უფრო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვყავს ასე­თი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი... სა­უ­კუ­ნის წინ კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო იყო.

1914-1918 წლებ­ში I მსოფ­ლიო ომი ფო­ტო­ფირ­ზე სწო­რედ ქარ­თველ­მა ქალ­მა - ნინო ჯორ­ჯა­ძემ აღ­ბეჭ­და. ის ფრონტზე 30 წლის ასაკ­ში მო­ხა­ლი­სედ, მო­წყა­ლე­ბის დად წა­ვი­და და თან წა­ი­ღო ძმის, პო­რუ­ჩიკ გი­ორ­გი ჯორ­ჯა­ძის "კო­და­კის“ წარ­მო­ე­ბის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი. იმ­ხა­ნად ის მოყ­ვა­რუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გახ­ლდათ, რო­მელ­საც ეს საქ­მე ძმის­გან ჰქონ­და ნას­წავ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ დაჭ­რი­ლებს ბრძო­ლის ველ­ზე ეხ­მა­რე­ბო­და, ომის უმ­ძი­მეს ეპი­ზო­დებს ფირ­ზე აღ­ბეჭ­დავ­და. ასე გახ­და ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ქალი.

ნინო ჯორ­ჯა­ძე 1884 წელს, თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნის, ზა­ქა­რია ჯორ­ჯა­ძი­სა და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მი­ი­ღო საკ­მა­ოდ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ის სა­ხე­ლო­ბის ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქალ­თა ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და, ხოლო 1902-1908 წლებ­ში - შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ პან­სი­ონ­ში, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ვე­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­სა და პა­რიზ­ში, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით). 1910 წელს საფ­რან­გეთ­ში ფრან­გუ­ლი ენის და­სახ­ვე­წად ბა­თუ­მი-მარ­სე­ლის რე­ი­სით ზღვით გა­ემ­გზავ­რა (მოგ­ზა­უ­რო­ბა თა­ვის დღი­უ­რებ­ში აღ­წე­რა). გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 10-იან წლებ­ში თბი­ლის­ში, მი­ხე­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, წი­თე­ლი ჯვრის მო­წყა­ლე­ბის დის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა. I მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, 1914 წელს კი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მო­წყა­ლე­ბის დად კავ­კა­სი­ის ფრონტზე წა­ვი­და. მსა­ხუ­რობ­და სა­რი­ყა­მი­შის სა­ე­ვა­კუ­ა­ციო პუნ­ქტში, შემ­დეგ კავ­კა­სი­ის წი­თე­ლი ჯვრის II მო­წი­ნა­ვე რაზმში. ომის წლებ­ში ძმის ფო­ტო­ა­პა­რა­ტით სა­ო­ცა­რი სუ­რა­თე­ბის სე­რია შექ­მნა, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­სა და ფრონ­ტის­პი­რა გა­რე­მოს ასა­ხავს.

ცნო­ბი­ლია, რომ წერ­და დღი­ურს "სუ­ლის დღი­უ­რი,“ სა­დაც ასე­ვე ომის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი აქვს აღ­წე­რი­ლი.

"ვა­პი­რებ ომის თე­ატრზედ გამ­გზავ­რე­ბას. დღეს გრა­ფი­ნი­ამ... წი­თე­ლი ჯვრის რაზმთან ერ­თად სა­რი­ყა­მიშ­ში გამ­გზავ­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. (თუმც) ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­ლდათ, მა­ინც დავ­თან­ხმდი. ჩა­ბარ­გე­ბა ორ სა­ათ­ში მო­მიხ­და. რაზ­მი სას­წრა­ფოდ გა­დი­ო­და. სწრა­ფად ჩავ­ლაგ­დით და, რო­გორც იქნა, სად­გურ­ში ვართ. მი­ვემ­გზავ­რე­ბით ექ­ვსი ექი­მი და ექ­ვსი მო­წყა­ლე­ბის დაი“, - წერს ის დღი­ურ­ში.

ისე მოხ­და, რომ იმ ექ­ვსი მო­წყა­ლე­ბის დი­დან ერთ-ერ­თმა შექ­მნა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ამ­სახ­ვე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თე­მა­ტუ­რად მდი­და­რი მა­ტი­ა­ნე. გა­მო­დის, იმ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნინო ჯორ­ჯა­ძეს ძმის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი გა­მუდ­მე­ბით თან ჰქონ­და, ყვე­ლა­ფერს აღ­ბეჭ­დავ­და და შე­სა­ბა­მი­სად, დღი­ურ­შიც წერ­და.

ერთ-ერთ ჩა­ნა­წერ­ში კი ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო აზრს ავი­თა­რებს:

"დე­ბის შე­სა­ხებ ამ­დენს და­ო­ბენ და ლა­პა­რა­კო­ბენ - აქვს თუ არა სარ­გე­ბე­ლი მათ ყოფ­ნას ომში? შე­ვეც­დე­ბი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ვიყო და გად­მოვ­ცე მათი სა­ერ­თო გან­წყო­ბა, რი­თაც უმ­რავ­ლე­სო­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, როცა მო­წყა­ლე­ბის დად წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. მთლად წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე დე­ბის გაგ­ზავ­ნა უსარ­გებ­ლოა, მათ საქ­მეს იქ წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ნიტ­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, მხარ­ზე დაჭ­რი­ლის შე­მოგ­დე­ბა დას უჭირს, ზოგ­ჯერ კი ეს ფი­ზი­კუ­რა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ უკვე პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის პუნ­ქტზე დე­ბის ყოფ­ნა საკ­მა­ოდ სა­სურ­ვე­ლი, ჰოს­პიტ­ლებ­ში კი აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია. იმ დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­თაც მე შევ­ხვედ­რი­ვარ, მო­ხა­ლი­სე­ნი იყ­ვნენ. ძალი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მუ­შა­ობ­დნენ. მათი შრო­მის სარ­გებ­ლო­ბას ვერ უარ­ვყოფ. ცოდ­ვაა მათი მხო­ლოდ ომის სამ­კა­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნა!“

კი­დევ ერთი ფრაგ­მენ­ტია ნინო ჯორ­ჯა­ძის დღი­უ­რი­დან:

"24 დე­კემ­ბე­რი. დღე სავ­სეა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით. რაც უფრო ახლო ვართ სა­რი­ყა­მიშ­თან, მით უფრო, მეტი კა­ცი­სა და ცხე­ნის გვა­მი გვხვდე­ბა გზა­ზე. ყო­ველ ვერ­სზე მცველ-გუ­შა­გე­ბი დგა­ნან... პი­რად წევს ლა­მა­ზი კაცი, ალ­ბათ სი­რი­ე­ლი. მის ნაც­რის­ფერ თვა­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლია რა­ღაც გა­მო­უთ­ქმე­ლო­ბა, ეტყო­ბა, ეს ყო­ვე­ლი მას სა­ში­ნელ სიზ­მრად ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ზედა ტუჩი აწე­უ­ლი აქვს. ალ­ბათ ისე, რო­გორც იმ წამს, რო­დე­საც ტყვია მის­წვდა და ასე­ვე დარ­ჩა. მო­უ­ჩანს მწკრი­ვი დიდი კბი­ლე­ბი­სა“.

ნინო ჯორ­ჯა­ძე, რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, იღებ­და ოფიც­რებს, ჯა­რის­კა­ცებს, ლტოლ­ვი­ლებს, სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის პორ­ტრე­ტებს, გარ­დაც­ვლი­ლებს, ტი­ფის ეპი­დე­მი­ის შემ­თხვე­ვებს - "ვე­რა­ვი­თა­რი წიგ­ნი და მო­ნა­თხრო­ბი, ვე­რა­ნა­ი­რი წარ­მო­სახ­ვა ვერ გად­მოს­ცემს ომის მთელ სა­ში­ნე­ლე­ბას. ყა­ზარ­მის დიდ შე­ნო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი წვა­ნან დიდ სა­წო­ლებ­ზე, სა­წო­ლებს ქვეშ, გას­წვრივ და სწო­რად. ყო­ვე­ლი შე­მო­სას­ვლე­ლი და გა­სას­ვლე­ლი გა­და­ჭე­დი­ლია. იმის­თვის, რომ გა­ი­ა­რო, დაჭ­რი­ლებს უნდა გა­და­ა­ბი­ჯო. გარ­შე­მო სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მეა, არც ერთი ამოკ­ვნე­სა, არც ჩი­ვი­ლი და არც სი­ნა­ნუ­ლი“...

***

"სა­რი­ყა­მი­შის ბრძო­ლის შემ­დეგ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე, მე ვნა­ხე ყვე­ლა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი, სა­ში­ნე­ლი გან­ცდე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ბრძო­ლის დროს ღმერ­თებს ემ­სგავ­სე­ბი­ან. ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ პი­რა­დულ­ზე რა­ღაც უფრო დი­ა­დის­თვის. ეს არის ადა­მი­ა­ნის სუ­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა მთე­ლი თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რე­ბით. რთუ­ლია გო­ნე­ბამ მო­იც­ვას მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა..."

ნინო ჯორ­ჯა­ძის დღი­უ­რე­ბის ბოლო ნა­წილ­ში არის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 1915 წლით თა­რიღ­დე­ბა:

"ხელ­ში მაკ­ვდე­ბა მეგ­რე­ლი ჯა­რის­კა­ცი, ბევ­რს ლა­პა­რა­კობს იმ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე, ღმერ­თზე. და­ღუპ­ვის პი­რად მყო­ფი ხე­დავს ხსნას. მან შეძ­ლო და და­ა­მარ­ცხა სა­ში­ნე­ლე­ბა სიკ­ვდი­ლი­სა, მაგ­რძნო­ბი­ნა დი­ა­დი ერ­თო­ბა მთე­ლი სამ­ყა­რო­სი, ნუ იქ­ნე­ბი ბო­რო­ტი, სული ჩვე­ნი უნდა ათ­ბობ­დეს, რაც კი მას შე­ე­ხე­ბა“.

  • სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჯორ­ჯა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი იდევ­ნე­ბო­და... ნინო ჯორ­ჯა­ძე უმე­ტე­სად კა­ხეთ­ში, სა­ბუ­ეს მა­მი­სე­ულ სახ­ლში იყო, 1950-იანი წლე­ბი­დან კი თბი­ლის­ში, თა­ვი­სი ახლო ნა­თე­სა­ვის, ჟურ­ნა­ლისტ ელი­სა­ბედ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ის ხან­გრძლივ დევ­ნას და შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­ნიც­დი­და. 1968 წელს კი 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია სა­ბუ­ეს სა­საფ­ლა­ო­ზე.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის 100 წლის­თავს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა გა­ლე­რე­ამ გა­მო­ფე­ნა მი­უ­ძღვნა, რო­მელ­საც ასე და­არ­ქვა - "კავ­კა­სი­ის ფრონ­ტი ნინო ჯორ­ჯა­ძის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში".

გა­ი­მარ­თა პრე­ზენ­ტა­ცია წიგ­ნი-ალ­ბო­მის - "ქარ­თვე­ლი ქა­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი“, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ნინო ჯორ­ჯა­ძის მიერ 1914-1917 წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ფრაგ­მენ­ტე­ბი დღი­უ­რი­დან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

მეტი გონიერი ქალი მსოფლიო და საქართველოს პოლიტიკაში.....ყველაფერი დალაგდება, იქნება მეტი კანონმორჩილება , მშვიდობა და წესრიგი...

თამაზი
1

აეგრე რა დალოცვილებო. რამდენი ხანია, ასეთი საინტერესო სტატია არ დადებულა. წერეთ ასეთ ადამიანებზე, ამოვიდა ყელში სელებრითების შეყრა-გაყრები და ნაცქოცების ლანძღვა-გინება.

კარგი იქნებოდა ამ ქალბატონის დღიურებსაც თუ დაბეჭდავდით, ბევრ საინტერესო ამბებს გავიგებდით.

ავტორი:

ვინ იყო პირველი ქართველი სამხედრო ფოტოგრაფი ქალი - მოწყალების და, რომელმაც ომის საშინელება ჩანაწერებსა და ფოტოებში ასახა

ვინ იყო პირველი ქართველი სამხედრო ფოტოგრაფი ქალი - მოწყალების და, რომელმაც ომის საშინელება ჩანაწერებსა და ფოტოებში ასახა

დღეს ქალის ფოტოგრაფობა და არც მისი ომში საქმიანობა აღარავის უკვირს. მით უფრო, რომ საქართველოშიც გვყავს ასეთი ფოტოგრაფები... საუკუნის წინ კი, ეს ყველაფერი მართლაც უჩვეულო იყო.

1914-1918 წლებში I მსოფლიო ომი ფოტოფირზე სწორედ ქართველმა ქალმა - ნინო ჯორჯაძემ აღბეჭდა. ის ფრონტზე 30 წლის ასაკში მოხალისედ, მოწყალების დად წავიდა და თან წაიღო ძმის, პორუჩიკ გიორგი ჯორჯაძის "კოდაკის“ წარმოების ფოტოაპარატი. იმხანად ის მოყვარული ფოტოგრაფი გახლდათ, რომელსაც ეს საქმე ძმისგან ჰქონდა ნასწავლი. გარდა იმისა, რომ დაჭრილებს ბრძოლის ველზე ეხმარებოდა, ომის უმძიმეს ეპიზოდებს ფირზე აღბეჭდავდა. ასე გახდა ის პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალი.

ნინო ჯორჯაძე 1884 წელს, თბილისში ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში დაიბადა. მიიღო საკმაოდ კარგი განათლება. თავდაპირველად თბილისის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო 1902-1908 წლებში - შვეიცარიის ერთ-ერთ პანსიონში, მუსიკალური განათლება მიიღო ვენის კონსერვატორიასა და პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში (ფორტეპიანოს განხრით). 1910 წელს საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად ბათუმი-მარსელის რეისით ზღვით გაემგზავრა (მოგზაურობა თავის დღიურებში აღწერა). გასული საუკუნის 10-იან წლებში თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, წითელი ჯვრის მოწყალების დის კურსები გაიარა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს კი, როგორც აღვნიშნეთ, მოწყალების დად კავკასიის ფრონტზე წავიდა. მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში. ომის წლებში ძმის ფოტოაპარატით საოცარი სურათების სერია შექმნა, რომელიც საბრძოლო მოქმედებებსა და ფრონტისპირა გარემოს ასახავს.

ცნობილია, რომ წერდა დღიურს "სულის დღიური,“ სადაც ასევე ომის მნიშვნელოვანი ეპიზოდები აქვს აღწერილი.

"ვაპირებ ომის თეატრზედ გამგზავრებას. დღეს გრაფინიამ... წითელი ჯვრის რაზმთან ერთად სარიყამიშში გამგზავრება შემომთავაზა. (თუმც) ეს შემოთავაზება სრულიად მოულოდნელი გახლდათ, მაინც დავთანხმდი. ჩაბარგება ორ საათში მომიხდა. რაზმი სასწრაფოდ გადიოდა. სწრაფად ჩავლაგდით და, როგორც იქნა, სადგურში ვართ. მივემგზავრებით ექვსი ექიმი და ექვსი მოწყალების დაი“, - წერს ის დღიურში.

ისე მოხდა, რომ იმ ექვსი მოწყალების დიდან ერთ-ერთმა შექმნა პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი, თემატურად მდიდარი მატიანე. გამოდის, იმ სამი წლის განმავლობაში ნინო ჯორჯაძეს ძმის ფოტოაპარატი გამუდმებით თან ჰქონდა, ყველაფერს აღბეჭდავდა და შესაბამისად, დღიურშიც წერდა.

ერთ-ერთ ჩანაწერში კი ასეთ საინტერესო აზრს ავითარებს:

"დების შესახებ ამდენს დაობენ და ლაპარაკობენ - აქვს თუ არა სარგებელი მათ ყოფნას ომში? შევეცდები მიუკერძოებელი ვიყო და გადმოვცე მათი საერთო განწყობა, რითაც უმრავლესობა ხელმძღვანელობდა, როცა მოწყალების დად წასვლა გადაწყვიტა. მთლად წინა პოზიციებზე დების გაგზავნა უსარგებლოა, მათ საქმეს იქ წარმატებით ახორციელებენ სანიტრები. მაგალითად, მხარზე დაჭრილის შემოგდება დას უჭირს, ზოგჯერ კი ეს ფიზიკურადაც წარმოუდგენელია, მაგრამ უკვე პირველი დახმარების პუნქტზე დების ყოფნა საკმაოდ სასურველი, ჰოსპიტლებში კი აუცილებელიც კია. იმ დების უმრავლესობა, რომელთაც მე შევხვედრივარ, მოხალისენი იყვნენ. ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდნენ. მათი შრომის სარგებლობას ვერ უარვყოფ. ცოდვაა მათი მხოლოდ ომის სამკაულად წარმოჩენა!“

კიდევ ერთი ფრაგმენტია ნინო ჯორჯაძის დღიურიდან:

"24 დეკემბერი. დღე სავსეა შთაბეჭდილებებით. რაც უფრო ახლო ვართ სარიყამიშთან, მით უფრო, მეტი კაცისა და ცხენის გვამი გვხვდება გზაზე. ყოველ ვერსზე მცველ-გუშაგები დგანან... პირად წევს ლამაზი კაცი, ალბათ სირიელი. მის ნაცრისფერ თვალებში ჩარჩენილია რაღაც გამოუთქმელობა, ეტყობა, ეს ყოველი მას საშინელ სიზმრად ეჩვენებოდა. ზედა ტუჩი აწეული აქვს. ალბათ ისე, როგორც იმ წამს, როდესაც ტყვია მისწვდა და ასევე დარჩა. მოუჩანს მწკრივი დიდი კბილებისა“.

ნინო ჯორჯაძე, როგორც ფოტოებიდან ჩანს, იღებდა ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ლტოლვილებს, სამხედრო ექიმების პორტრეტებს, გარდაცვლილებს, ტიფის ეპიდემიის შემთხვევებს - "ვერავითარი წიგნი და მონათხრობი, ვერანაირი წარმოსახვა ვერ გადმოსცემს ომის მთელ საშინელებას. ყაზარმის დიდ შენობაში ადამიანები წვანან დიდ საწოლებზე, საწოლებს ქვეშ, გასწვრივ და სწორად. ყოველი შემოსასვლელი და გასასვლელი გადაჭედილია. იმისთვის, რომ გაიარო, დაჭრილებს უნდა გადააბიჯო. გარშემო სამარისებური სიჩუმეა, არც ერთი ამოკვნესა, არც ჩივილი და არც სინანული“...

***

"სარიყამიშის ბრძოლის შემდეგ თავიდან დავიბადე, მე ვნახე ყველაზე შეუძლებელი, საშინელი განცდები, ადამიანები ბრძოლის დროს ღმერთებს ემსგავსებიან. ისინი უარს ამბობენ პირადულზე რაღაც უფრო დიადისთვის. ეს არის ადამიანის სულის გამჟღავნება მთელი თავისი მშვენიერებით. რთულია გონებამ მოიცვას მთელი საშინელება..."

ნინო ჯორჯაძის დღიურების ბოლო ნაწილში არის ჩანაწერი, რომელიც 1915 წლით თარიღდება:

"ხელში მაკვდება მეგრელი ჯარისკაცი, ბევრს ლაპარაკობს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ღმერთზე. დაღუპვის პირად მყოფი ხედავს ხსნას. მან შეძლო და დაამარცხა საშინელება სიკვდილისა, მაგრძნობინა დიადი ერთობა მთელი სამყაროსი, ნუ იქნები ბოროტი, სული ჩვენი უნდა ათბობდეს, რაც კი მას შეეხება“.

  • საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა... ნინო ჯორჯაძე უმეტესად კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში იყო, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში, თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ხანგრძლივ დევნას და შევიწროებას განიცდიდა. 1968 წელს კი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დასაფლავებულია საბუეს სასაფლაოზე.

პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ გამოფენა მიუძღვნა, რომელსაც ასე დაარქვა - "კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში".

გაიმართა პრეზენტაცია წიგნი-ალბომის - "ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“, რომელშიც წარმოდგენილია ნინო ჯორჯაძის მიერ 1914-1917 წლებში გადაღებული ფოტოსურათები და ფრაგმენტები დღიურიდან.