სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რო­გორ მოხ­დე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებს, რო­მე­ლიც ამ პროგ­რა­მა­ში არ იყო და და­ე­მა­ტა.

"აგ­ვის­ტოს თვე­ში ჩვენ და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის სიას და­ვა­მა­ტეთ 40 ათას ლარ­ზე მეტი შე­მო­სავ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ სრუ­ლად ვუ­ფი­ნან­სებთ ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას. იქ იყო ერთი ნი­უ­ან­სი ონ­კო­ლო­გი­ურ ქი­რურ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც და­მა­ტე­ბით შე­ვიყ­ვა­ნეთ. დღეს უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არ­სე­ბუ­ლი ლი­მი­ტის ფარ­გლებ­ში რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნა­წილს ვა­ფი­ნან­სებთ. ზო­გა­დად, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ფა­რავს 40 ათას ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლე­ბით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ხოლო ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი გა­ვა­კე­თეთ და ვფა­რავთ 40 ათას­ზე მეტი შე­მო­სავ­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბებს. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ მათ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებს, რო­მე­ლიც ამ პროგ­რა­მა­ში არ იყო და ჩა­ვა­მა­ტეთ“,-გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, და­ფი­ნან­სე­ბის ლი­მი­ტი ამ ეტაპ­ზე არ გაზ­რდი­ლა.

"ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­მნე­ბა და ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს ლი­მი­ტი სა­ერ­თოდ მო­იხ­სნას ან სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნიც დას­ჭირ­დე­ბა, იმ­დე­ნი და­ვუ­ფი­ნან­სოთ, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ლი­მი­ტი ისევ რჩე­ბა, მაგ­რამ ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის ხარ­ჯზე საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, როგორ მოხდება ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილება შეეხებათ ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ამ პროგრამაში არ იყო და დაემატა.

"აგვისტოს თვეში ჩვენ დასაფინანსებელი ონკოლოგიური პაციენტების სიას დავამატეთ 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლებით ადამიანები და მათ სრულად ვუფინანსებთ ამ მომსახურებას. იქ იყო ერთი ნიუანსი ონკოლოგიურ ქირურგიასთან დაკავშირებით, რაც დამატებით შევიყვანეთ. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული ლიმიტის ფარგლებში როგორც სამედიცინო ჩარევის, ასევე მედიკამენტების ნაწილს ვაფინანსებთ. ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს 40 ათას ლარამდე შემოსავლებით ჩვენს მოქალაქეებს, ხოლო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანების შემთხვევაში გამონაკლისი გავაკეთეთ და ვფარავთ 40 ათასზე მეტი შემოსავლით ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებს. ეს კონკრეტული ცვლილება შეეხებათ მათ ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ამ პროგრამაში არ იყო და ჩავამატეთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, დაფინანსების ლიმიტი ამ ეტაპზე არ გაზრდილა.

"ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქმნება და ჩვენი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოიხსნას ან საჭიროების მიხედვით, რამდენიც დასჭირდება, იმდენი დავუფინანსოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ლიმიტი ისევ რჩება, მაგრამ ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის ხარჯზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.